მთავარი ამბები
თამთა ჩაჩანიძე
30.03.2023

უკრაინა უახლოეს მომავალში დიდ კონტრშეტევას ამზადებს, ამას მოწმობს ოფიციალური პირების თუ დასავლელი ლიდერების განცხადებები. სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის არმიას რუსეთის ჯარებთან მიმართებაში ოთხი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რაც იმის წინაპირობაა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შესაძლებელია.

თამთა ჩაჩანიძე
30.03.2023

ოპოზიციას მიაჩნია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ჩატარდეს, „ქართული ოცნება" „დრამატულად წააგებს", ამას მმართველ გუნდში პასუხობენ, რომ ოპოზიცია იმდენად დასუსტებულია, დარწმუნებულნი არიან, უმრავლესობაში მეოთხე ვადითაც მოვლენ. ანალიტიკოსებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ.

თამთა ჩაჩანიძე
29.03.2023

დასავლელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხულზე უკრაინას წარმატებული კონტრიერიშის "ძალიან კარგი შანსები აქვს", „რუსეთის რესურსები კი თანდათან იცლება". როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინისთვის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდი ყველაზე მეტად ხელსაყრელია და ეს შესაძლებლობა კარგად უნდა გამოიყენოს.

გვანცა წულაია
29.03.2023

2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი შედარებით შეიცვალა. სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა და ქვეყანაში ახლა უფრო მეტი დასაქმებულია, ვიდრე 2022 წლის მიწურულს იყო. ასეთია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ შემუშავებული ინდექსი, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის პირველი კვარტალში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი 4.9 ქულით გაუმჯობესდა და 34.0 ქულა შეადგინა.

ელზა პაპოშვილი
29.03.2023

 იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს. 47 წლის მამაკაცი ცოლზე თავდასხმის შემდეგ ავტომობილით მიმალვას ცდილობდა, თუმცა, ადგილობრივმა პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და ბრალდებულის სისხლიანი ტანსაცმელი.

ნაზი ბერიძე
30.03.2023

ჩვენი ქვეყნის რუსეთ უკრაინის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა, აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ამაზე სახელმწიფო ექსმინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთს ომში ჩართვას არავინ აიძულებს, ეს უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიაა ერდოღანის მხრიდან.

თამთა ჩაჩანიძე
29.03.2023

წელიწადნახევარში კონსტიტუციით გათვალისწინებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა პატარა ოპოზიციურ პარტიებს ამ მოცემულობით მისვლა „საშიშად ეჩვენებათ", რადგან, თუ ბარიერი არ იქნა დაწეული, მთავარ აქტორებად კვლავ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" მოიაზრებიან.

ია აბულაშვილი
29.03.2023

საქართველოს პრეზიდენტი წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება - სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე მოუსმენენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტის ტრიბუნა პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს, მისი ანგარიში კი, როგორც ბოლო განცხადებები, განხილვის საგანი გახდება. ოპოზიცია ელოდება, რომ პრეზიდენტი კრიტიკული განცხადებებიდან, საქმეზე გადავა.

ელზა პაპოშვილი
29.03.2023

რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურად გრძელდება.  უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა, მარინკა და მათი შემოგარენი. პროფესიული და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ამ მიმართულებებით მტრის შეტევები მოიგერიეს. 

ნაზი ბერიძე
29.03.2023

შარლ მიშელი აცხადებს, რომ მოლდოვის უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც პოლიტოლოგი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან"განმარტავს ეს მნიშვნელოვანი განაცხადია უკვე ევროსაბჭოს ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან და შესაბამისად, ვარაუდობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველო წლის ბოლოს დაიმსახურებს

ელზა პაპოშვილი
28.03.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება და ამჯერად ურთიერთ ბრალდებები პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან ისმის. აქაც ენმ ორ ჯგუფად არის  გაყოფილი. მელიას გუნდი ხაბეიშვილის ფრთას განსხვავებული აზრის დევნაში სდებს ბრალს. პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი თანაპარტიელებს სიცრუეში ადანაშაულებენ. 

ნაზი ბერიძე
28.03.2023

„ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს, რომლის დროსაც საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს აირჩევენ. ნიშნავს თუ არა ეს მმართველ პარტიაში უკვე რეგიონალურ დონეზე წმენდის დაწყებას? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სავარაუდოდ პარტიას ჩამოშორებენ ისეთ წევრებს, ვინც ორჭოფობს, პარტიის პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამს, ან პარტიისაგან მეტ თავისუფლებას ითხოვს მოქმედებაში. თუმცა, მისივე აზრით, მასშტაბური საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

თამთა ჩაჩანიძე
28.03.2023

პარასკევს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამეტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. მისი მხრიდან მმართველი პარტიის პერიოდული კრიტიკის ფონზე, ეს გამოსვლა და განსაკუთრებით შემდგომი დებატები შესაძლოა განსაკუთრებით ცხარე იყოს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი „რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ზოგადად ემოციები სიმეტრიულია და თუ სალომე ზურაბიშვილმა „კურსი გამძაფრებისკენ აიღო, „ოცნება" ბევრი ფრონტიდან შეუტევს". ეს, საყვარელიძის აზრით, პრეზიდენტმა თავადაც იცის და ამის გამო ზურაბიშვილი „ოცნების" პირისპირ შედარებით „უფრო რბილი იქნება".

თიკა სიბოშვილი
29.03.2023

საავტომობილო ბიზნესში ვითარება სტაბილურადაა. განსაკუთრებით კარგი მდგომარეობაა რეექსპორტის მიმართულებით. საქართველოდან მანქანების რეალიზაციის მაჩვენებელი 10-წლიან მაქსიმუმზეა, რაც ძლიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია. აქამდე არსებულ ყველა მაჩვენებელს გადააჭარბა 2023 წლის იანვარ-თებერვალში რეექსპორტირებულმა ავტომობილების რაოდენობამ. ავტოდილერები ერთხმად ამბობენ, რომ განსაკუთრებული აქტიურობით შუა აზიის ქვეყნები გამოირჩევიან.

ქეთო გოგოხია
28.03.2023

სიმინდის წარმოებას 2022 წელს განსაკუთრებით გაუჭირდა. უამინდობის გამო ნათესი ფართობების დიდი ნაწილი განადგურდა, ხოლო მოწეული პროდუქტი უხარისხო და მცირე იყო, რაც საბოლოოდ ფასზე აისახა. სამომხმარებლო ბაზარზე სიმინდის ფქვილი ერთ-ერთი უძვირესი პროდუქტია, თუმცა ბოლო პერიოდში მან მცირე კლება განიცადა.

გვანცა წულაია
28.03.2023

საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვაში ცვლილებებია. მეზობელ ქვეყანაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთის ადგილობრივი წარმოება შეაფერხა, რამაც მათ ექსპორტზე მოახდინა გავლენა, შესაბამისად, საქართველოში თურქეთიდან იმპორტი შემცირდა. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, ამ ყველაფერს ერთჯერადი ეფექტი ექნება, თუ შემდგომ თვეებშიც მოიკლებს მეზობელი სახელმწიფოდან იმპორტი.

გვანცა წულაია
28.03.2023

ინფლაცია უკვე რამდენიმე თვეა მცირდება, მაგრამ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის მაინც მაღალია ის მაჩვენებელი, რომელიც ამჟამადა. მოლოდინი  დადებითია და ითქვა, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) უკვე წელსვე დაუბრუნდება. რამდენად რეალურია აღნიშნული პროგნოზი?

ელზა პაპოშვილი
28.03.2023

იტალიაში,  ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ლიბერტას რაიონში მოხდა. ქალს თავს შუახნის მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა ის სახლში შედიოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალს უთვალთვალებდა, რის შემდეგაც ადგილზე მისულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. 

ნაზი ბერიძე
27.03.2023

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დარგში ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრეკეს სახელობის ჯილდოს გადაცემაზე დასმული კითხვის პასუხად თქვა: „სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვო ადამიანის უფლებების დარგში. ეს ხომ დაცინვაა ესხომ წარმოუდგენელია"-განაცხადა მან და დაამატა რომ ანდერს ბრეივიკის მსგავსად, რომელმაც ნორვეგიაში „ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა" სააკაშვილმაც „ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა... მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი".

ელზა პაპოშვილი
24.03.2023

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „რეზონანს“ ადგილობრივები უყვებიან, მეზობლებს შორის გვიან ღამით დაწყებული კონფლიქტი სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც 30 წლის ბიჭმა  60 წლის მემაკაცი დანით მოკლა. მეზობლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ისინი ერთ სუფრაზე იმყოფებოდნენ, ხოლო იქიდან გამოსვლის შემდეგ მათ შრის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა კაცმა მეზობელი ბელიაშვილის ქუჩაზე საქმის გასარჩევად დაიბარა.  ადგილზე  მისულ მამაკაცს კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

რეზონანსი
23.03.2023

მოგონებები ნიკო კეცხოველზე - პედაგოგსა და ახალგაზრდობის მოამაგეზე მომავალ თაობებს ლეგენდად გადაეცემა, კეცხოველის რექტორობის პერიოდი კი მთელი ეპოქაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში. ცოდნის ამ ტაძარში 8 წლის განმავლობაში კეცხოველის ყოველი სამუშაო დღე დილის 8 საათზე იწყებოდა და გვიან ღამით მთავრდებოდა. სამუშაო კაბინეტში შესვლამდე ჯერ უნივერსიტეტის ბაღს დაათვალიერებდა, მებაღეს გამოელაპარაკებოდა, რჩევას მისცემდა, ყოველ ხესა და ბუჩქს დაათვალიერებდა, ყვავილებს მოეფერებოდა.




























Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×