ნაზი ბერიძე
27.09.2023

მოსკოვს ომის დაფინანსება თანდათან სულ უფრო შეიძლება გაუჭირდეს - აშშ-მ 9 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული. ინფორმაციას ფაინენშალ თაიმს-ი ავრცელებს.

უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ.

„რომ მეთქვა არა იურიდიული, ხოლო ეთიკური და მორალური თვალსაზრისით, იმ განადგურების გათვალისწინებით, რაც რუსებმა უკრაინას მიაყენეს, იცით, რომ უკრაინის აღდგენაში ამათმაც უნდა შეიტანონ თავისი წვლილი. იურიდიული თვალსაზრისით, ეს საკითხი დამუშავების სტადიაზეა", - აღნიშნა პრიცკერმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე: „პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გადაეცემა უკრაინას ის აქტივები რომელიც ჰქონდა. ის გადაეცემა უკრაინას და მოხმარდება უკრაინას.

„უკრაინა ამას როგორ გამოიყენებს - გაყიდის თვითონ თუ არა, ესეც თემა არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ეს არის სანქციების მოქმედება. ეს სანქცია არ გულისხმობს იმას, რომ რაღაცაზე წვდომა დროებით შეჩერდა - აქტივები საერთოდ შეიძლება დაიკარგოს სწორედ იმ დანაშაულების გამო, რომელსაც რუსეთი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე.

„ის როგორც ერთ-ერთი ფორმა ზარალის ანაზღაურების, გადაეცეს ზუსტად დაზარალებულ მხარეს. ვფიქრობ, ეს პირველი ნაბიჯია და ამას სხვა ქმედებებიც მოჰყვება, არ გამოვრიცხავ რომ შეერთებულ შტატებთან ერთად ანალოგიური გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებმაც მიიღონ" - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან"

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×