გვანცა წულაია
02.02.2021

 საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის პოპულარიზაციას დიდი დარტყმა მიადგა. საქმე ისაა, რომ დენზე მომუშავე ავტომობილების დასამუხტი სადგურები მალე ფასიანი გახდება, მომსახურება კი წუთობრივად განისაზღვრება და, საერთო ჯამში, 100 კმ-ისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად მძღოლებს 8-9 ლარის გადახდა მოუწევთ. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჰიბრიდული მანქანებისთვის საჭირო ბენზინის ღირებულება იმავე მანძილზე. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების შემოყვანა თითქმის არავის აღარ ენდომება. 

თამთა ჩაჩანიძე
02.02.2021

სომხეთის მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ოფოციალური ერევანი ირწმუნება, რომ ყარაბაღში ომი აზერბაიჯანმა დაიწყო და საბრძოლო მოქმედებებისას უხეშად დაარღვია რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია. ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს სომხეთის წარმომადგენლობის „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია წერია.

ია აბულაშვილი
02.02.2021

მმართველი პარტია ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმას ორი არგუმენტით ამყარებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო კვირეების კვლევებით, საქართველოს მოსახლოების 2/3 საპარალამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართვის მომხრეა, მეორე არგუმენტი კი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მოწოდებაა.

რეზონანსი
02.02.2021

 ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება. დაწესებული შეზღუდვა ორი დღეა, მოიხსნა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავიაკომპანიები ახლო მომავალში გამოცოცხლდებიან და ძველებურად განაგრძობენ მუშაობას. პირველი ეტაპისთვის ფრენის სიხშირე ნაკლები იქნება, რაც ავიაბილეთების ფასის ზრდას გამოიწვევს. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს გადაადგილებაზე გაზრდილი ტარიფი და შეიძლება თუ არა, შემცირდეს მგზავრთა რიცხვი.

თამთა ჩაჩანიძე
02.02.2021

აფხაზეთის დე ფაქტოს ხელისუფლების ინიციატივას, რომ „საქართველოსთან ვაჭრობის" ლეგალიზება უნდა მოხდეს, თბილიში არანაირი რექცია არ მოჰყოლია, თუმცა ეს თავად სოხუმში გახდა მწვავე დაპირისპირების მიზეზი. აფხაზეთში ამჟამად მოქმედებს 2009 წელს მიღებული ე.წ. კანონი „საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების აკრძალვის შესახებ" და აფხაზური საზოგადოების ნაწილი მის გაუქმებას დაუშვებლად მიიჩნევს. ქართველი ანალიტიკოსების აზრით კი, დე ფაქტო ხელისუფლება ამით ცდილობს რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი შეამციროს.

ქრისტინე კაპანაძე
02.02.2021

 საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები დღეს პირდაპირ ეთერში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. ცნობა ტელედებატების გამართვის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც პარლამენტმა უარი თქვა ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატების გაუქმებაზე.

ია აბულაშვილი
02.02.2021

ნარიყალა, უძველესი ციხე სიმაგრე, რომელიც თბილისს და მტკვრს გადაჰყურებს, ისტორიულ წაროებში მე-4 საუკუნიდან მოიხსენიება. ნარიყალას ძველად „შურის ციხეს“ უწოდებდნენ, მონღოლეის ბატონობის დროს კი მას „ნარინ ქალა“ დაარქვეს. მე-13 საუკუნეში დიმიტრი თავდადებულს ნაიყალას ციხეში ეკლესია აუგია, რომელიც ისტორიულ წყაროებში წმინდა ნიკოლოზის კარის ეკლესიის სახელით არის შესული.  

ია აბულაშვილი
02.02.2021

პარლამენტმა სამშაბათს 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის გაუქმებაზე უარი თქვა. ამას წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკაონ „ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან“ და მორიგი მოწოდება ქართული ოპოზიციისადმი ევროპარლამენტიდან, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ. პარლამენტში მანდატების საკითხის ჩაგდების შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა სურს.

ქრისტინე კაპანაძე
02.02.2021

 ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მმართველი პარტია უახლოეს მომავალში წარმოადგენს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების თავის კომპრომისულ ვარიანტს. სხვა შემთხვევაში პარლამენტის მიერ 51 ოპოზიციონერი დეპუტატისათვის მანდატების გაუქმებაზე უარის თქმას არანაირი აზრი არ ექნება. ამის შესახებ „რეზონანსს" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
02.02.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლის კლების იმედისმომცემი ტენდენცია სამშაბათს დაიღვა და მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. თუკი ქვეყნის მასშტაბით ბოლო ხუთი დღის მაჩვენებელი დაახლოებით 4% და ნაკლები იყო, სამშაბათს უკვე 5% დაფიქსირდა.

ნინა გარდაფხაძე
01.02.2021

 მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთარში 4 თვის კომუნალური გადასახადებისგან მოსახლეობა გათავისუფლებულია. მთლიანი ხარჯი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  მეტად მნიშნვნელოვანი პროგრამის დრო უკვე იწურება და თებერვალში დასრულდება კიდეც, თუმცა ეკონომიკის ამუშავებამდე ჯერ შორია. შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისე შემოსავლის გარეშე სახლში გამოკეტილი რჩება. ამ დროს წინ კიდევ ერთი ცივი თვე, მარტია. ,,ბიზნესრეზონანსი“ დაინტერესდა, რამდენად აუცილებელია მოსახლეობისთვის კიდევ ერთი თვით, სუბსიდირების გაგრძელება და როგორ მოახერხებენ ნაწილობრივ ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში, სამსახურდაკარგული ადამიანები გადასახადების გადახდას.

ირაკლი ლომიძე
01.02.2021

 კომენდანტის საათის შემსუბუქება ჯერჯერობით არ იგეგმება. მთავრობა შეზღუდვების მოხსნის სამზადისშია და უკვე დადგენილია,  რომ 2-3 კვირაში სრულად გაიხსნება როგორც ბაზრობები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, თუმცა  კომენდანტის საათის თუნდაც 1 ან 2 საათით შემსუბუქებაზე დაზუსტებით არაფერია ცნობილი. სპეციალისტების, მათ შორის მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციაში მყოფი ჯანდაცვის ექსპერტების ცნობით, მთავრობა პროცესებს დააკვირდება და თუკი ეპიდემიის მაჩვენებელი შემცირებას გააგრძელებს, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელიც დაიკლებს, შესაძლებელია კომენდანტის საათის შემსუბუქდეს. თუმცა ამ დაკვირვებამ, მინიმუმ, 14 დღე უნდა მოიცვას. მოხსნაზე კი ლაპარაკი არ იქნება.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×