ირაკლი ლომიძე 03.02.2021
ოფიციალური ინფლაცია რეალურს მინიმუმ 2,5-ჯერ ჩამორჩება. ცხადია, საყოველთაო გაჭირვების ფონზე, რაც პანდემია და მოსახლეობის შემოსავლები თითქმის მასობრივად მცირდება, ხოლო ფასები კატასტროფულად მატულობს, სტატისტიკა დამაჯერებლობას კარგავს. აქედან გამომდინარე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემს ეკონომისტები არ ენდობიან. ისინი თვლიან, რომ ინფლაცია რეალურად გაცილებით მეტია და სულ მცირე 7%-მდეა.
|
ელზა პაპოშვილი 03.02.2021

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ტაქტიკურად „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მანდატების არ გაუქმებასთან დაკავშირებით სწორი, რადგანაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ ოპოზიციას საცდუნებლად კარი ღია დაუტოვა.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.02.2021

საქართველოში შემოსვლა სულ უფრო მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მარტივდება, ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი "პისიარ" ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთიც ემატება. რამდენად უსაფრთხოა ვიზიტორების მხოლოდ „პისიარ" ტესტით შემოშვება და რა ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, თუ რესტორნები და ბარები კვლავ დაკეტილია.
|
რეზონანსი 03.02.2021
ქვეყანაში არსებული 200-მდე რესტორანი დაუმორჩილებლობას აცხადებს და 6 თებერვალს თვითნებურად გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა ძალიან დიდია, ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ასეთი შედეგი გამოიღო რამდენიმეთვიანმა ჩაკეტვამ. სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი სექტორია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ხნით დაიკეტა და უდიდესი ზარალი მიიღო.
|
ია აბულაშვილი 03.02.2021

ქართული მართლმადიდებულური ეკლესია მდიდარია უნიკალური ფრესკებით, მათ შორის ერთ-ერთია დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ამშვენებს "ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი" ფრესკა, რომელიც უშვილოებისა და ორსულების შემწეა. მონასტერში დღემდე ჩამოედინება ღვთისმშობლის მოწყალების წყარო, წყარო მრავალი სასწაულისა.
|
ია აბულაშვილი 03.02.2021

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოისლების შეწყვეტაზე უარის თქმას მმართველი პარტია ორი არგუმენტით ამყარებს. მათი განცხადებით, ბოლო კვირეების კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 2/3 საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართვას მოითხოვს. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიამაც თავი უნდა შეიკავონ "ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისგან".
|
ელზა პაპოშვილი 03.02.2021

ყაჩაღობა და დაკავების ოპერაცია თბილისში - ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტების ქსელ "სპარის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, ორი არასრუწლოვანი სანადირო თოფით და დანით ობიექტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ შემთხვევა დილის 7 საათზე მოხდა.
|
ქრისტინე კაპანაძე 03.02.2021

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ დასავლეთის ლიდერები აქტიურად აკეთებენ განცხადებებს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე.
|
ქრისტინე კაპანაძე 03.02.2021
ბოლო პერიოდში, საქართველოში, აქტიურად დაიწყო საუბარი კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალი, შესაძლო მესამე ტალღის გავრცელებაზე. მაშინ როცა ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ შეზღუდვებისა და რეგულაციების ეტაპიდან უკვე ინფექციონისტები ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების საშიშროებას აანონსებენ.
|
ელზა პაპოშვილი 02.02.2021

51 ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატს ისევ ინარჩუნებს. „ოცნებამ" გადაწყვიტა, მოთხოვნის მიუხედავად, უფლებამოსილება არ გაუუქმოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და პარლამენტში არ შევიდნენ. რა იქნება შემდეგ და როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები განვითარდეს?
|
გვანცა წულაია 02.02.2021
საქართველოს ენერგოსისტემას სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება. მოსახლეობის პროტესტი, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგაა მიმართული, ენერგეტიკას აფერხებს და პრობლემებს უქმნის. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ დარგის სპეციალისტები და აცხადებენ, რომ სწორად დაგეგმილი ჰესები და მათი მშენებლობა ქვეყნის ენერგოსისტემის გადარჩენის გზაა.
|
ელზა პაპოშვილი 02.02.2021

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩაკეტილია და კომენდატის საათი მოქმედებს, 2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოავარია მოხდა და მათში საერთო ჯამში 450 ადამიანი დაიღუპა. ეს იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში კომენდანტის საათი მოქმედებდა და გარკვეულ პერიოდში საშვის გარეშე ავტომობილით გადაადგილება დღის განმავლობაშიც აკრძალულიც იყო. შსს-ს მიერ 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ამ მონაცემებს სპეციალისტები კატასტროფულს უწოდებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|