ელზა პაპოშვილი 05.02.2021

ვენდეტა 15 წლის შემდეგ- გამოძიების ინფორმაციით, ფოთში 43 წლის გურამ ახალაია საკუთარ ავტომობილში ძმის მკვლელობისთვის შურის ძიების მოტივით რუსლან შალიკაშვილმა იგივე (შალვა პოპამ) მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ზუსტად 2006 წლის 4 თებერვალს გურამ ახალაიამ რუსლანის ძმა გია შალიკაშვილი სახლიდან გაიყვანა და მას შემდეგ ცოცხალი აღარავის უნახავს. ის სამთვიანი ძებნის შემდეგ, ფოთში მეთევზეებმა იპოვეს. ახალგზრდა მამაკაცს სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.02.2021

კულტურის სფეროს გარკვეულმა ნაწილმა, უმრავლესობის დეპუტატისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ პეტიცია შექმნა, მათი აზრით წულუკიანის კადიდატურა ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია, თუმცა ამავე სფეროს წარმომადგენლების ნაწილი განსხვავებული მოსაზრებისაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.02.2021

„ნაცმოძრაობას" არ სურს, რომ ოპოზიციურ ველზე ნორმალური კონკურენტი ჰყავდეს, ამიტომ მათ სარარჩევნო რეფორმა ხელს არ აძლევს, რადგან ის სწორედ პატარა პარტიების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის მიერ საარჩევნო რეფორმის პროცესის ბოიკოტირების კომენტირებისას.
|
ირაკლი ლომიძე 04.02.2021
ეკონომიკის გახნის ტემპი დაჩქარდა, თუმცა დარგების ნახევარზე მეტი ისევ ჩაკეტილი რჩება. ასეთია კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულებები, ბაგა-ბაღები, სახელოვნებო სტუდიები, ფიტნეს კლუბები და სპორტული დარბაზები, რომელთა გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება. ნაწილობრივ მათ შორისაა რესტორნებიც, რომლებსაც საქმიანობის უფლება ჯერჯერობით მხოლოდ ღია სივრცეში მისცეს. რაც შეეხება კომენდანტის საათს, როგორც მთავრობაში ვარაუდობენ, აპრილამდე მისი მოხსნა არ იგეგმება, თუმცა შეიძლება 1 საათით შემსუბუქდეს.
|
გვანცა წულაია 04.02.2021
საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა ეს ტურიზმის სფეროს საერთოდ არ ეხება. მართალია, ქვეყანამ რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინა, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან მთის კურორტებზე მომუშავე სასტუმროები გაჩერებულია. სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ წლევანდელი ზამთრის სეზონი ჩავარდა და ახლა, გამოსწორების მცირედი შანსიც კი აღარ არსებობს, რადგან თეთრი სეზონი მალე დასრულდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.02.2021

პუტინის მთავარი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ, კრემლი კი ამაზე პასუხობს, რომ რუსეთის საქმეებში არ ჩაერიონ და საკუთარი პრობლემით დაკავდნენ. გადაწყვეტს თუ არა რეალურად სანქციები ნავალნის ბედს და რეალურად რის გამო ჩასვა კრემლმა ის სამნახევარი წლით ციხეში?
|
გვანცა წულაია 04.02.2021
ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსენება, რითაც ეკონომიკას გამოცოცხლების შანსი უჩნდება. მართალია, ყველაფერი სწრაფად ვერ აღდგება, რადგან მას დრო სჭირდება, თუმცა შეზღუდვების მოხსნით შემაფერხებელი ფაქტორები მოიხსნება. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ, სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნა, ეკონომიკას ბიძგს მისცემს, რისი მეშვეობითაც, მკვდარი წერტილიდან აღმასვლა დაიწყება.
|
ია აბულაშვილი 04.02.2021
ე.წ. „რიყის დოქები", რომელიც თბილისის ძველ უბანში წლებია უფუნქციოდ დგას, ეკონომიკის სამინისტრომ პროექტ „100 საინვესტიციო შეთავზება ბიზნესს" ფარგლებში, გასაყიდად გამოიტანა. გასულ წელს „რიყის დოქები" აუქციონზე 95 მილიონ ლადარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა, უძრავი ქონება არავინ იყიდა. ამჯერად კი შენობის საწყისი ფასი 71 მილიონ ლარს შეადგენს. აუქციონის პირობების თანახმად კი ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს ამ ობიექტზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება.
|
ელზა პაპოშვილი 04.02.2021

ფოთში, მომსახურების სააგენტოს დაცულ ავტოსადგომაზე 43 წლის გურამ ახალაია ჩაცხრილეს. მამაკაცს ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციის შენობის კიბეებთან თავს დაესხა და საკუთარ ავტომობილში რამდენიმე გასროლით ჩაცხრილა. გარდაცვლილი სააგენტოში შვილთან ერთად იყო მისული. თავდამსხმელმა, როდესაც დაინახა, რომ გოგონა ავტომობილიდან გადავიდა და შენობაში შევიდა, მარტო დარჩენილ მამაკაცს თავს დაესხა.
|
ია აბულაშვილი 04.02.2021

„ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა, ამის შეხებ განცხადება უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. კოვაქს პლაფორმიდან მიღებული 29 250 დოზა დახლოებით 14 000 ადამიანს ეყოფა. ფაიზერის ვაქცინა, რომლისთვისაც საჭიროა ულტრადაბალ ტემპერატურაზე, მინუს 70-80 გრადუსზე, შენახვა, დასაწყობდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.
|
ელზა პაპოშვილი 04.02.2021

ხელისუფლება ოპოზიციას მოუწოდებს, ჩაერთონ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ოპოზიცია კი ამას არ აპირებს, მიაჩნიათ, რომ ახლა ამის შემოწმებას აზრი არა აქვს, რადგან „ყველაფერი გადაწიკწიკებულია“. გარდა ამისა, კომისიაში მუშაობისთვის საჭიროა პარლამენტში შესვლა, რასაც ოპოზიცია არ გეგმავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.02.2021

„ოცნება" მზადაა საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ოპოზიციას გარკვეულწილად ხელს აძლევს, განსაკუთრებით საშუალო და პატარა პარტიებს, თუმცა ამ რეფორმის გატარებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც პარლამენტში ფიზიკურად არ არის. ამიტომ, როგორც „ოცნება" ასევე პარლამენტში მყოფი თითო--ოროლა ოპოზიციონერი ბოიკოტში მყოფ კოლეგებს მოუწოდებს, რომ პარლამენტში შევიდნენ, რაზეც უარს იღებენ. ამიტომ, ცხადია, რომ რეფორმას ამ ეტაპზე პერსპექტივა არა აქვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|