თამთა ჩაჩანიძე
03.12.2020

„შეიქმნა ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმაზე, მის შეძენაზე. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით. ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც აუცილებელია დროული ვაქცინაციის დასაწყებად", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
02.12.2020

ამ დრომდე მძიმეა ბაღდათში, ყაჩაღური თავდასხმის დროს დაშავებული 80 წლამდე კაცის მდგომარეობა. სოფელ ფერსათში, გუგუციძეების ოჯახის დაყაჩაღებისას მძარცველები ფიზიკურად ასაკოვან ცოლ-ქმარს გაუსწორდნენ. თავდამსხმელები მოხუცებისგან ფულს ითხოვდნენ.  მათ ყაჩაღებს აუხსნეს, რომ ფული არ ჰქონდათ და მხოლოდ პენსიის ამარად ცხოვრობდნენ, ამის შედეგ ისინი დააბეს და სასტიკად სცემეს. მოხუცები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ირაკლი ლომიძე
02.12.2020

 ლარის კურსთან დაკავშირებით საშუალოვადიან პერიოდში არასახარბიელო პროგნოზი ვრცელდება.  ფინანსისტების აზრით, ლარი შეიძლება დეკემბერში 3,20-იან ნიშნულამდეც ჩამოვიდეს. ამის განმაპირობებელი ფაქტორი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებია. კერძოდ, იმპორტის კლება და მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის შემცირება. მიუხედავად ამისა, ტენდენცია დიდხანს ვერ შენარჩუნდება და სამომავლოდ კურსი 3,40-კენ აიღებს გეზს. ხოლო თებერვლიდან მორიგი გაუფასურება მოხდება. 

თამთა ჩაჩანიძე
02.12.2020

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა - ქვეყნის მასშტაბით „პფაიზერისა" და „ბიოტექის"ვაქცინა ხელმწისაწვდომი მომავალი კვირიდან იქნება. რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ამ მხრივ, რა პროცედურების გავლა უწევს და კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღთან ხემისაწვდომობა რამდენ ხანში გვექნება.

გვანცა წულაია
02.12.2020

 კორონავირუსის პანდემიის შემცირების თვალსაზრისით შემოღებულმა ახალი რეგულაციებმა ჰორეკა სექტორი კედელთა მიაყენა. სწორედ ამიტომ რესტორნები შეზღუდვების გადახედვას ითხოვენ, თუმცა მთავრობაში მკაფიო პასუხი აქვთ, რომ “გადახედვა ვერ მოხდება”.

რეზონანსი
02.12.2020

 საქართველოში საკონდიტრო პროდუქცია კიდევ მეტად გაძვირდება. მომავალ წელს დაანონსებული გაზის გაძვირება, პურის საწარმოების გარდა, ყველაფრის ფასზე აისახება. მათ შორის რესტორნებზე, კვების ობიექტებზე და ა.შ. ფასი მოიმატებს თონის პურზეც, რადგან "თბილისი ენერჯიმ" ტარიფი თონეებსაც გაუზარდა.

თამთა ჩაჩანიძე
02.12.2020

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს დაცული და გაძლიერებული. ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან,"- ესაა ციტატა ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ იმ დოკუმენტიდან, რომელზეც „რეზონანსთან" ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსაზრება საქართველოსთვის უდავოდ მნიშვნელოვანი და საჭიროა, თუმცა მუშაობა აუცილებელია, რათა „პრაქტიკულ გადაწყვეტილებებში „გადაითარგმნოს".

ია აბულაშვილი
02.12.2020

ნაკურალეშის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ლეჩხუმში, სოფელ ნაკურალეშში მდებარეობს, მე-12 საუკუნეში აუგიათ. ეკლესია ნაშენია ყორე-ქვით და დარბაზული ნაგებობაა. ეს ეკლესია იმითაა გამორჩეული, რომ ეკლესიის კედლები შიგნითაც და გარეთაც მოხატულია. ფასადზე გამოსახულია "საიდუმლო სერობა".

ელზა პაპოშვილი
02.12.2020

გუშინ საღამოს კლდიაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 16 წლის მოზარდი დაჭრეს, რისთვისაც პოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი უკვე დააკავა.  გარდა ამისა, ნაცემია ახალგაზრდა მამაკაცი. ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მცხოვრები მეზობლები ამბობენ, რომ სროლის ხმა ორჯერ გაიგეს, რასაც წინ შელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა. 

ია აბულაშვილი
02.12.2020

"ჩემი აზრით, კომპრომისის რესურსი არის და ეს შეიძლება იყოს ის, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში და 2022 წელს დაინიშნოს შუალედური არჩევნები. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან"- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
01.12.2020

რამდენად შესაძლებელია გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს და ვინ იქნებიან ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე დასთანხმდებიან? ეს მოლოდინი მას შედეგ გაჩნდა, რაც პარტიების ლიდერების ნაწილმა ღიად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ თუკი, მაგალითად,  ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემის რეფორმაზე თანხმობა იქნება, ისინი კომპრომისზე წასასვლელად მზად არიან. თუმცა არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება ამას დასთანხმდება. 

თამთა ჩაჩანიძე
01.12.2020

1-ლ დეკემბერს ლაჩინის რაიონი აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალურად გადაეცა და ამით პრაქტიკულად დასრულდა ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც 28 წლის განმავლობაში მეტნაკლები ინტენსიობით მიმდინარეობდა. აზერბაიჯანმა დაიბრუნა 7-ვე ოკუპირებული რაიონი, რომელსაც ყარაბაღის მეორე ომამდე - 2020 წლის 27 სექტემბრამდე სომხური მხარე აკონტროლებდა და ასევე დაიკავა უშუალოდ ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის ნაწილიც ქალაქ შუშას ჩათვლით. სომხების კონტროლის ქვეშ რჩება მხოლოდ ყარაბაღის ნაწილი - ქალაქები მარტაკერტი, ასკერანი, მარტუნი და დედაქალაქი სტეპანაკერტი. გარდა ამისა, რუსი სამშვიდობოები გააკონტროლებენ სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელ 5 კმ სიგანის ე.წ. ლაჩინის კორიდორს, სანაცვლოდ კი სომხებმა თავის ტეროტირიაზე ასეთივე სახმელეთო კორიდორი უნდა შექმნან აზერბაიჯანელებისათვის ნახჭევანის დანარჩენ აზერბაიჯანთან დასაკავშირებლად.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×