თამთა ჩაჩანიძე 19.10.2020

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სხვადასხვა კომპანიების მიერ სოციოლოგიური კვლევების ჩატარება უფრო ინტენსიურ სახეს იღებს, არასრული ორი კვირით ადრე, მმარეთველ პარტიაში მიჩნიათ, რომ მოქალაქეებისგან მხარდაჭერას კვლევების გარეშეც გრძნობენ, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერის არჩევნებით საქართველოში მმართველი ძალა შეიცვლება.
|
ნინა გარდაფხაძე 19.10.2020
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა შოკური დარტყმებით დაიწყო. შემოდგომის პირველი ნახევარი გაზაფხულზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისათვის, რადგან ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი უკვე 1200-ის ფარგლებში. თანდათან იკეტება ბიზნესი, მისდაუნებურად წესდება შეზღუდვები, ეკონომიკური ვარდნა უფრო შესამჩნევი ხდება. ამ დროს, იწურება 200-ლარიანი დახმარებების გაცემის პერიოდი, რომელიც 6 თვით იყო განსაზღვრული. დღის წესრიგში უკვე დადგა საკითხი რითი დაეხმარება ხელისუფლება მოსახლეობას და ხომ არ იგეგმება დახმარების პაკეტის გახანგრძლივება.
|
ქრისტინე კაპანაძე 19.10.2020
მთავარია მოხდეს შედარებით მსუბუქი და მძიმე პაციენტების განცალკევება მათთვის გამოყოფილ საარჩევნო უბნებზე. ცესკოს განცხადებას კოვიდინფიცირებულების განცალკევებულ საარჩევნო უბნებში მონაწილეობის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე აფასებენ. ცესკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფექციით დააავადებულთათვის ცალკე უბნები იქნება გამოყოფილი, რაც ჯანმრთელი ადამიანების მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
|
ელზა პაპოშვილი 19.10.2020

საქართველოში ორშაბათს კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად ამისა ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლდება, არჩევნები კონსტიტუციური ვადებში ჩატარდება და არც ქვეყნის ჩაკეტვა იგეგმება. ოპოზიციაში კი ეჭვობენ, რომ არჩევნების ჩატარებისთანავე, 2 ნოემბერს ხელისუფლება თბილისის ჩაკეტვას აპირებს.
|
მარიკა ხორავა 19.10.2020
„ყველა კეთილგონიერი ადამიანის ამოცანაა, რომ დავით გარეჯის თემა რაც შეიძლება სწრაფად და გონიერი გადაწყვეტილებებით დასრულდეს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებულ ბოლო პერიოდის მოვლენებს.
|
ირაკლი ლომიძე 19.10.2020
სომხეთ-საქართველოს კონფლიქტი გარკვეულ უარყოფით გავლენას უკვე საქართველოს ეკონომიკაზეც ახდენს. სტატისტიკა, თუ რა დაკარგა ამით ჩვენმა ქვეყანამ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ რეგიონული კონფლიქტი სულ უფრო მეტად გვაზარალებს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, უკვე შესამჩნევია, რომ გამოც ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში შემცირებულია. იგივე ითქმის ავტომიბილების რეექსპერტზე აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით.
|
მარიკა ხორავა 19.10.2020
„ამოუწურავი რესურსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მათ შორის საქართველოსაც. საწოლები უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეყოფა, თუმცა ახალი შემთხვევების დინამიკას გააჩნია. არ არსებობს სისტემა, რომელიც ისე უზრუნველყოფს ყველა პაციენტის სტაციონარულ მკურნალობას. მით უმეტეს, როდესაც ამდენი პაციენტია," - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.10.2020

ჩეჩნური ოპოზიციური მედიასაშუალება რამზან კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ მორიგ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების მიერ შექმნილმა ტელეგრამ არხმა „1ადათმა", ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კადიროვის რეჟიმის ძალოვნებმა რეგიონში 53 ადამიანი გაიტაცეს, 20 გაათავისუფლეს, ხოლო სულ მცირე ერთი ადამიანი კი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ დევნილობაში მყოფი ჩეჩენი ბლოგერის გვერდი დაალაიქეს.
| |
მარიკა ხორავა 19.10.2020
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანია უსაფუძვლო პანიკის დაეთესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია," - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ორშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ლოკდაუნი, ანუ ახალი მკაცრი რეგულაციები და ქალაქების ჩაკეტვა არ იქნება, რადგან ახლა „სხვა მდგომარეობაში ვართ".
|
ქრისტინე კაპანაძე 19.10.2020
„ჩვენ გავაუბრალოვეთ სწავლა და ახლა აგდებულად ვუყურებთ ამ საკითხს" - სტუდენტების პროტესტსა და მოთხოვნაზე, რომ არსებული ეპიდვითარების გამო გაგრძელდეს სწავლა ონლაინ-რეჟიმში „რეზონანსთან" ექპერტ-ანალიტიკოსი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ გამზარდია გამოეხმაურა. ის სწავლების დისტანციურად გაგრძელების წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ვირუსის გავრცელების სხვა, უფრო საშიში კერები არსებობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.10.2020

18 ოქტომბერს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა და წელს ამ დღეს აზერბაიჯანში ამის გარდა ყარაბაღის ომში მიღწეულ წარმატებებსაც ზეიმობენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების ამ ეტაპზე უპირატესობა სწორედ აზერბაიჯანის მხარესაა, რომლის არმიამაც რამდენიმე სოფელსა და რაიონულ ცენტრზე დაამყარა უკვე კონტროლი და სამხრეთით ირანის საზღვრის მიმართულებით ავითარებს იერიშს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|