თამთა ჩაჩანიძე 24.11.2020

„საქართველოს ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, დაცულობის განსაკუთრებული გარანტიები სჭირდება და ასეთი შესაძლოა იყოს ან შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმება, ან ნატო, ან ორივე ერთად. ვერ გეტყვით, რომ შანსები გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა აუცილებლობა", - ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე ყარაბაღის ომისა და ამის შედეგად რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ საქართველოს ნატოში შესვლის შანსებს.
|
ელზა პაპოშვილი 23.11.2020

ოპოზიცია მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინშია, ამის პარალელურად კი ევვროკავშირის ელჩის მხრიდან ახალი განცხადება ვრცელდება, სადაც ის ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას ხელისუფლების მხრიდან და წავა თუ არა ის რაიმე დათმობაზე კვლავ უცნობია. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან რამე რეალური შეთავაზება ან წინადადება ჯერ არ ყოფილა, ამიტომაც ფიქრობენ, რომ მესამე რაუნდი უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს. თუმცა, ოპოზიცია მოთხოვნებს თავად არ ცვლის.
|
ირაკლი ლომიძე 23.11.2020
დღეიდან საქართველოს მთავრობა ახალი დიდი შეზღუდვების შესახებ გამოაცხადებს. რამდენ ხანს გასტანს იგი, სამთავრობო უწყებებში არ კონკრეტდება. თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეზღუდვა, სავარაუდოდ, 2 კვირას გასტანს, რისი ეკონომიკური ფასიც, სავარაუდოდ, 400 მილიონი ლარი იქნება. ეს ის თანხაა, რომდენითაც ქვეყნის ეკონომიკა ახალი შეზღუდვების დაწესებისას იზარალებს. ეპიდემიის პირველი ტალღის დროს გამოცხადებული ლოკდაუნისას ეს მაჩვენებელი, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, 750-800 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.
|
ირაკლი ლომიძე 23.11.2020
საფინანსო სექტორში უსაფრთხოების სისტემა დაბალ დონეზეა. პრობლემა ქვეყნის წამყვან ბანკშიც კი აღმოჩნდა, რის ფონზეც ცხადია, სხვა საფინანსო ინსტიტუებს, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანზაციებს უფრო მეტად უჭირთ უსაფრთხოების დაცვა. ის, რომ სისტემა მოშლილია, ფაქტებითაც დადასტურდა, 1 თვეში ფინანსურ დაწესებულებებში მძევლების აყვანის და თავდასხმის 2 შემთხვევაა, რომელთაგან ერთი ყაჩაღობას უკავშირდება, მეორე - გაჭირვებული ადამიანის პროტესტია, მაგრამ ორივე შემთხვევაში გამოვლინდა უსაფრთხოების სისტემის სრული კრახი, რაც დამაფიქრებელია როგორც ძალოვანი სტრუქტურებისთვის, ასევე თვითონ ფინანსური დაწესებულებებისთვის.
|
ნინა გარდაფხაძე 23.11.2020
ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს ისევ ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართუს“ მიერ ვადაგადაცილებული სესხების შესყიდვიდან 2 წელი გავიდა, რიგი კომპანიები კანონის დარღვევით კვლავ აიძულებენ მოქალაქეებს უკვე ჩამოწერილი ვალი მიატანინონ და ეს ხდება მათი დაბალი ფინანსური განათლების იმედად. ასეთი ზარებისა თუ შეტყობინების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ თავად მსესხებლებიც.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.11.2020

ევროკავშირის წარმომადგენლობა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს - მათი გადაწყვეტილება კი კვლავ უცვლელია, ისინი მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდებიან. რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, თუ ხელისუფლება კომპრომისზე არ წავიდა და არის თუ არა საზოგადოებაში საკმარისი საპროტესტო მუხტი, რომ მიზნის მისაღწევად პროცესი ქუჩაში გაგრძელდეს.
|
ია აბულაშვილი 23.11.2020

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ქართლში, სოფელ გარიყულაში მდებარეობს, მე-9 საუკუნით თარიღდება. ქართული ხუროთმოძვრების ეს უძველესი ძეგლი, ნაგებია ქვიშით და ნატეხი ქვით.
|
ირაკლი ლომიძე 23.11.2020
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოჩენის პერსპექტივამ საერთაშორისო ბირჟები გამოცოცხლების გზაზე დააყენა. ცვლილება, პირველ რიგში, სანავთობო ბაზარს დაეტყო, სადაც გაძვირების ტენდენცია დაიწყო. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მოსალოდნელ ცვლილებაზე სანავთობო ბაზარი დადებითად რეაგირებს. შესაძლოა, რიგი შეზღუდვა მოიხსნას, რაც ადგილზეც მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას და ბაზრის სტიმულირებას მოახდენს.
|
ია აბულაშვილი 23.11.2020

"არ მგონია, რომ ოპოზიციამ გარედან მოახერხოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლა, საამისოდ ძალები არ ჰყოფნის. საპროტესტო აქციების მასშტაბები საიმისო არ არის, რომ ცვლილებები შეიტანოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხელისუფლებას კი ნამდვილად ჰყავს საიმისო ძალები, რომ უზრუნველყოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარება"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიცის მიერ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციას, რომელსაც ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს გეგმავს.
|
ქრისტინე კაპანაძე 23.11.2020
შესაძლოა რუსეთმა საქართველოს აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მოსთხოვოს, რადგან ირანთან ჰქონდეს პირდაპირი კავშირი, ხოლო ირანის საზღვაო პორტების მეშვეობით გავიდეს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის" საზღვაო-სატრანზიტო კორიდორზე - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ერევანსა და ბაქოში, რომელიც სომხეთთან დაკავშირებული პროექტების განხილვას შეეხებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 23.11.2020

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილი სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს დასრულდა. პროცესს ესწრებოდა თავად ზურაბაშვილიც. პროკურატურა ლევან ზურაბაშვილისთვის პატიმრობას, ადვოკატები კი მისი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.11.2020

ქვეყანაში კორონავირუსული სიტუაცია უკიდურესად რთულია - ორშაბათს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, მძიმე პაციენტებისა და გარდაცვლილთა დინამიკა სულ უფრო და უფრო უარესდება. რა ტიპის დამატებითი შეზღუდვებია საჭირო, რომ არსებული მდგომარეობის გარდატეხა მოხდეს და რამდენად დიდია იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში მეორე სრული ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|