მარიკა ხორავა 12.11.2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, თითქოს ჩაიშალა „თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი", სადაც დასავლეთის დიპკორპუსის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები, ოპოზიციაში არ იზიარებენ. ფიქრობენ, რომ ვაშაძეს მათი სახელით ვერ ისაუბრებს, არანაირი მოლაპარაკებები არ ჩაშლილა და მათთვის „სიურპრიზია" ვაშაძის ეს განცხადება.
|
გვანცა წულაია 12.11.2020
საქართველოს საგარეო ვალი სახიფათო ნიშნულზეა, მომავალი წლისთვის კი ლიმიტირებულზე მეტი იქნება. მთავრობას იმდენი ვალდებულება დაუგროვდა, რომ ადვილი შესაძლებელია მის გასტუმრებას ვეღარ აუვიდეს და გადახდა ვერ მოახერხოს. ასეთ დროს ეკონომიკა და ქვეყანა ერთად განადგურდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2020

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით თურქი ბიზნესმენი ქემალ ქალაფათი დააკავეს. როგორც დაკავებულის ადვოკატი „რეზონანსს" უყვება, ქალაფათი ბრალს აღიარებს, თუმცა ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა, რადგან ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რის გამოც თურქეთში იდევნება და იძულებული გახდა, საქართველში გამოქცეულიყო.
|
ირაკლი ლომიძე 12.11.2020
ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა მუდმივად ირწმუნებოდა, რომ ლოqდაუნი არ იქნება, თუმცა ამის საჭიროება მაინც დადგა. მართალია, ეკონომიკა არ ჩაკეტილა, მაგრამ ის შეზღუდვებიც კი, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს, უკიდურესად ამცირებს ბიზნესის აქტივობას და დასაქმებაზეც მძიმედ აისახება, რადგან უფრო მეტი ადამიანი კარგავს სამსახურს და ოჯახები შემოსავალს ვერ იღებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2020

სომხეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ერევნის ცენტრში დემონსტრანტების მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. პარალელურად გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ ნიკო ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
|
ელზა პაპოშვილი 12.11.2020

რა რესურსი არსებობს ოპოზიციაასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების და რაზე შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ. ამერიკის საელჩოში მხარეები სამი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა შეხვედრაზე რაზე ისაუბრეს, ამაზე დეტალური კომენტარი არ გაკეთებულა. ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ის ითქვა, რომ მათი მოთხოვნები იგივე რჩება - გადადგეს ცეესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შეხვედრა პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო.
|
ქრისტინე კაპანაძე 12.11.2020
ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვებს კორონავირუსის გავცელების შეჩერების უკანასკნელ შანსად ასახელებენ, რის გამოც მსოფლიო მასშტაბით ვირუსთან საბრძოლველად ახალი რეგულაციები წესდება.
|
ქრისტინე კაპანაძე 12.11.2020
საქართველო ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საერთაშორისო „გავის ალიანსისგან" მიიღებს. ვაქცინის მოწოდება მოხდება ეტაპობრივად, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მის უსაფრთხოებას დაამტკიცებს. პირველი შენატანი ვაქცინის მიღებაზე უკვე გადახდილია, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2020

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კრემლმა თურქეთთან ხელი ერთობლივ მემორანდუიმს მოაწერა, რომლის თანახმადაც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის მიზნით, ერთობლივი მონიტორინგის ცენტი შეიქმნა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ, რომ ამ შეთანხმებით საქართველო „სერიოზულ ეროვნული უსაფრთხოების ჩიხში ექცევა".
|
გვანცა წულაია 12.11.2020
რთულ ვითარებაში მყოფი ბიზნესისა და მოსახლეობისთვის მთავრობაში ახალი დახმარებები მზადდება. ფაქტია, რომ ამის საჭიროება ქვეყანაში ნამდვილად არსებობს, რადგან პანდემიამ დიდი პრობლემები შექმნა, რომლებსაც ხელისუფლება სუბსიდირების სხვადასხვა ფორმით ებრძვის.
|
მარიკა ხორავა 12.11.2020
ოპოზიცია იბრძვის ძალაუფლებისათვის, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში ერევა, მათთან შეუძლებელია მოლაპარაკება, თუმცა პოლიტიკაში არსებობს გზა ამ ძალებთან საერთო ენის გამონახვის - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესაძლო დიალოგს.
|
ქრისტინე კაპანაძე 12.11.2020
არ გამოვრიცხავ უახლოეს მომავალში ქვეყანა ჩაიკეტოს და შეწყდეს შეკრებებიც, რადგან სწორედ ხალხის თავშეყრის ადგილებში ხდება ამ ვირუსის გავრცელება. ჩვენ ვართ კრიტიკულ ფაზაში. კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ყოველგვარი შეკრება, რადგან ასე თუ გაგრძელდა, ეს ინფექცია ყველას წაგვლეკავს - ასეთია ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის აზრი საკითხზე შესაძლოა თუ არა გამოცხადდეს საყოველთაო ჩაკეტვა, ანუ ე.წ ლოკდაუნი. ის ასევე საუბრობს ვირუსის გავრცელების მიზეზებზე და ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ადამიანების პასუხისმგებლობა და ყველანაირი თავშეყრის ადგილის შეზღუდვაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|