ელზა პაპოშვილი 24.11.2020

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების მესამე რაუნდის ზუსტი თარიღის განსაზღვრას და ახალ წინადადებას ელის. ეს სავარაუდოდ ამ კვირაში უნდა მოხდეს. სამშაბათს ოპოზიციამ მორიგი შეხვედრა გამართა, მათივე ცნობით, საზოგადოებასთან კომუნიკაციების სხვადასხვა ფორმა განიხილეს. მათ სხვა გეგმებთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ახალი პარლამენტის შეკრების დღეს აქციას გეგმავენ. „რეზონანსმა“ კი ის გაარკვია, თუ რა ხდებოდა მოლაპარაკების მეორე რაუნდზე - რა რას სთავაზობდა მმართველი პარტია ოპოზიციას და ოპოზიცია - „ქართულ ოცნებას“.
|
ია აბულაშვილი 24.11.2020

შიდა ქართლში, ძმას ხეობაში, სოფელ ტყემლოვანში დგას ღვითსმშობლის ეკლესია, რომელიც მე-13 საუკუნეში აუგიათ. ეს ეკლესია იყო ყველაზე დიდი, რომელიც შედიოდა ქოფიზას მამათა სამონასტრო კომპლექსში, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდება, სახელი კი იერუსალიმის ქოფიზას მონასტრიდან მიუღია. სამონასტრო ცხოვრება აქ ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში დაწყებულა, სადაც ბერების სადგომი და სენაკები ყოფილა.
|
გვანცა წულაია 24.11.2020
მთავრობა ამ ეტეპისთვის დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს, მაგრამ ქვეყანა შესაძალოა, ბუნებრივი „ლოქდაუნის“ წინაშე აღმოჩნდეს. ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი სწორედ ამ შედეგამდე მიგვიყვანს. თუ საქართველოში ის განმეორდა, რაც გაზაფხულზე იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში იყო, ქვეყანა და მისი ეკონომიკა თავისით ჩაიკეტება.
|
ქრისტინე კაპანაძე 24.11.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის, ევროპარლანტის და აშშ-ს წარმომადგენლები აქტიურად აფასებენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, რადგან ქვეყანაში ვითარება არ გართულდეს და არ გახდეს უმართავი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის სფეროს საკითხები. ბოლო დღეებში კი ამან უკვე პრაქტიკულად მასშტაბური კამპანიის სახე მიიღო. როდემდე გაუძლებს ოპოზიცია დასავლეთიდან წამოსულ ამ მასიურ შტურმს?
|
თიკა სიბოშვილი 24.11.2020
ტურიზმის მიმართულებით საქართველო ზაფხულის სეზონზე აქტივობით გამოირჩეოდა და დიდი დატვირთვითაც იმუშავა. მისი დასრულებისთანავე ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და დღეს უკვე კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ახლა, როცა ზამთრის სეზონი ამოქმედების პირასაა, ეპიდემიოლოგიური ვითარება სავალალოა. საინტერესოა, შიდა ტურიზმის მორიგი პოპულარიზაცია რამდენად დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში ეპიდვითარებას.
|
ია აბულაშვილი 24.11.2020

„გიორგი გახარია იქნება საქართველოს პრემირე-მინისტრი, ეს გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა და არ შეიცვლება“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ წევრი ლადო კახაძე გიორგი გახარიას შესაძლო გადაგომასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
|
ია აბულაშვილი 24.11.2020

კორნავირუსის გავრცელების იმ დინამიკა, რა დღეს ქვეყანაშია, საქართველოს მთავრობა ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო ქციებს უკავშირებს. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვირუსის გავრცელების წყარო ოპოზიიცის მიერ გამართული უპასუხისმგებლო აქციები იყო.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.11.2020

ოპოზიციურ ფლანგზე შეიძლება ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნას, რომელშიც პარლამენტში გასული 4 პოლიტიკური ძალა გაერთიანდება - „ევროპული საქართველო", „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „გირჩი". ანალიტიკოსთა შეფასებით, აშკარაა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" საპირწონე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მცდელობა, რომელსაც დროთა განმავლობაში ე.წ. მესამე ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივა ექნება. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამ მიმართულებით მოლაპარაკების მიმდინარეობას ადასტურებს, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებელში" ამას გადაჭრით უარყოფენ.
|
ქრისტინე კაპანაძე 24.11.2020
„ხელისუფლება წავა თუ არა დათმობაზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკება. ოპოზიცია კი ძალიან დიდ რისკზე მიდის, რადგან თუ გარკვეულ დათმობაზე არ წავა, შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეს. ვფიქრობ, ორივე მხრიდან მოსალოდნელია დათმობაზე წასვლა. ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ამ მოლაპარაკებებში შუამავალ ელჩებს აქვთ, რომელთა აზრიც ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 24.11.2020

გლდანის კარფურში, სადაც ორშაბათს ახალგზარდა ქალი ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა, პოლიციელებმა თვითმხილველები დაკითხეს, რომელთა თვალწინაც ეს შემზარავი ფაქტი მოხდა. უწყების წარმომადგენლებმა შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს. რაც შეეხება ქალს, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
|
ქრისტინე კაპანაძე 24.11.2020
„სახელმწიფოს მთავარი გამოწვაა, რომ მიიღოს ზომები როგორც ეპიდემიოლოგიური კუთხით, ასევე სოციალური და ეკონომიკის მიმართულებით, რადგან ქვეყანაში არ შეიქმნას კრიზისი და არა ის, რომ კონკრეტულად ვინმეს ბრალეულობა ვეძებოთ, ან გადადგომა მოვითხოვოთ. მაგის დროც დადგება, თუმცა დღეს მთავარია მხარი დავუჭიროთ ჯანდაცვის სექტორს და ავუხსნათ მოსახლეობას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ", - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დღევანდელ ეპიდვითარებიდან გამომდინარე ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელობით უკმაყოფილო ექიმების განცხადებებს და ამბობს, რომ უკმაყოფილების ნაცვლად უმჯობესია ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა შემცირდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.11.2020

„საქართველოს ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, დაცულობის განსაკუთრებული გარანტიები სჭირდება და ასეთი შესაძლოა იყოს ან შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმება, ან ნატო, ან ორივე ერთად. ვერ გეტყვით, რომ შანსები გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა აუცილებლობა", - ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე ყარაბაღის ომისა და ამის შედეგად რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ საქართველოს ნატოში შესვლის შანსებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|