გვანცა წულაია 25.11.2020
საქართველოში ორშაბათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა, აიკრძალოს ანდა მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მთავრობა ახალ წერტილოვან შეზღუდვებზე მუშაობს, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს აუცილებლად შეეხება. ტრანსპორტში დაწესებული რეგულაციები დაცული არ არის, ამიტომ, დიდი ალბათობით, მთავრობის ახალი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებას დაუკავშირდება. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი კორონავირუსით დაინფიცირდა.
|
ია აბულაშვილი 25.11.2020

„ეს რა შეთანხმებაა - ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ქუჩაში დარჩენილი ულტიმატუმს წაუყენებს ხელისუფლებას? ხელისუფლებას თავად შეუძლია შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და რატომ დააწერინებს პოლიტიკურ ქულებს ოპოზიციას?“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას.
|
გვანცა წულაია 25.11.2020
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. ასეთია ბოლო პერიოდის ტენდენცია და ახლა, მარტის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მაღალი ღირებულება დაფიქსირდა. გამონაკლისი არც საქართველოა და ქვეყანაში, ნავთობის გაძვირების პარალელურად, საწვავის ფასიც იზრდება. დღეის მდგომარეობით, საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულებამ 10-12 თეთრით მოიმატა.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.11.2020

ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აქციის ფორმატი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა პარლამენტის პიკეტირებაც განიხილება.
|
ია აბულაშვილი 25.11.2020

თელოვანის ჯვარპატიოსანის ეკლესია, რომელიც მცხეთასთან ახლოს მდებარეობს, მე-8 საუკუნით თარიღდება. ტაძარი მე-9 საუკუნის დასაწყისში მოუხატვთ და დღესაც კედლის მხატვრობის ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს ნიმუშად ითვლება. ტაძრის მშვენებაა საკურთხეველში ქრისტეს დიდების ფრესკა, რომელიც უადრესი ძეგლია ქრისტიანულ ხელოვნებაში და მას სირიის, პალესტინის, მესოპოტამიის და ეგვიპტის ძეგლების გვერდით მოიხსენიებენ.
|
ელზა პაპოშვილი 25.11.2020

კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ანექსიისაკენ - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი მოსკოვის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას. მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ეგრეთ წოდებული შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც რუსეთს სურს, 3 წლის ვადაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები პრაქტიკულად მთლიანად მოხვდება მის სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში და ამით გააგრძელოს 2014 წელს დაწყებული პროცესი, როცა ოკუპირებულ რეგიონებთან ეგრეთ წოდებული სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა.
|
ქრისტინე კაპანაძე 25.11.2020

„ის, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, არის სპექტაკლი, დადგმა, არტისტობა და მასხარაობა. ყველა ვნახავთ ამ ვითომ ოპოზიციის 90% როგორ კუნკულით შეგრიალდება პარლამენტში", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მსახიობი გივი სიახრულძე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებას ახალ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე.
|
ია აბულაშვილი 25.11.2020

„ქართველ ექიმებს მუდმივი კავშირი აქვთ უცხოელ სპეციალიტებთან. ასევე ჩვენი თანამემაულეები, ექიმები რომლებიც უცხოეთის წამყვან კლინიკებში მოღვაწეობენ, აქტიურად არიან ჩართული პროცესში. ასე რომ, უცხოელი სპეციალისტების მოწვევის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არც მენეჯმენტის კუთხით“, - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას.
| |
თამთა ჩაჩანიძე 25.11.2020

„სამწუხაროდ, ეს სპეკულაციები, როგორც წესი, ნატოს ყოფილი თანამდებობის პირებისგან მოდის. სანამ თანამდებობაზე არიან, ამბობენ - „ჯერ არა, ჯერ არა"; თანამდებობიდან რომ გადადგებიან, ამბობენ, რომ ხვალვე მიგიღებთო. ეს მე არ მომწონს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი საგარეო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების ახალ შესაძლო სქემაზე.
|
ქრისტინე კაპანაძე 25.11.2020
„ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგო იქნება მანამ, სანამ მხარეები რეალური კომპრომისის გზებს არ მოძებნიან. შეხვედრის პროცესი კი ჭიანურდება იმიტომ, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან და მხოლოდ შეხვედრით მთელი რიგი საკითხები ვერ გადაწყდება", - ამ საკითხზე თუ რატომ ჭიანურდება „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი „რეზონანსს" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.11.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, დამატებით ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებს. საბჭოს წევრები გადაჭრით უარყოფენ სრულ ლოქდაუნს და მკაცრ წერტილოვან შეზღუდვებზე საუბრობენ. ეს კი შეიძლება იმას გულისხმომდეს, რომ სხვადასხვა ბიზნესის საქმიანობა თუ ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა გარკვეული გრაფიკის მიხედვით შეიზღუდოს და კვირის კონკრეტულ დღეებშჳ, ამ დღის კონკრეტულ საათებში იყოს აკრძალული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|