თამთა ჩაჩანიძე 28.11.2020

გასული კვირის განმავლობაში დასავლელი ექსპერტებისგან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე რამდენიმე განცხადება გაკეთდა, მათ შორის, ერთ შესაძლო ვარიანტსაც განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს შესაძლოა ნატოს ასოცირებული წევრობა შესთავაზონ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა, იმის გამო, რომ ამის პრეცედენტი არ ყოფილა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.
|
ელზა პაპოშვილი 28.11.2020

არ იქნება მასშტაბური აქციები, თუმცა ოპოზიცია პროტესტს მაინც არ შეწყვეტს და ალტერნატიულ აქციებს მიმართავს. ყველაფერი კი იმაზე იქნება დამოკიდებული მოლაპარაკეების მესამე რაუნდი ხელისუფლებასთან როგორ დასრულდება.
|
ელზა პაპოშვილი 28.11.2020

აბაშიძე-კარასინი ერთმანეთს ამჯერად ონლაინფორმატში შეხვდნენ - ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას ეხებოდა. თუმცა, როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც და ამ კონტექსტში ნახსენებია გავრილოვის ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენები.
|
ელზა პაპოშვილი 27.11.2020

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ფრთხილი ოპტიმიზმის ნიშნები გაჩნდა. პოლიტიკოსების ამტკიცებენ, რომ ეს მოლოდინი ელჩებთან შეხვედრის და საუბრის შემდეგ წარმოიქმნა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად „ოცნების“ საჯარო განცხადებებისა, მათ კომპრომისზე წასვლა აუცილებლად მოუწევთ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.11.2020

სომხეთის ხელისუფლებამ რუსულ რადიოელექტრონულ საშუალებებზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება, დემონსტრაციულად უარი თქვა და სანაცვლოდ ანალოგიური კლასის კომპლექსების მომარაგებაზე ხელშეკრულება გერმანისთან დადო.
|
რეზონანსი 27.11.2020
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი საქართველოს მთავრობას მიმართავს და ხორბლის, ფქვილისა და შესაბამისად პურ-პროდუქტების ფასის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ასოციაციების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც გაანალიზებულია ის ფაქტორები, რაც ქართულ ბაზარზე ხორბლისა და პურის ფქვილის ზრდის განმაპირობებელია.
|
ია აბულაშვილი 27.11.2020

ძალიან ბედნიერებიც არიან „ქართულ ოცნებაში" რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და არც ივანიშვილი დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამიტომ, ოპოზიცია ნუ ელოდება ჰიპოთეტურ არჩევნებს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომლიც სულ მალე მოვა. სხვათაშორის შევარდნაძის მთავრობის რღვევა ადგილობრივი არჩევნებიდან დაიწყო - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის განცხადებებს სამომავალო გეგმებთან დაკავშირებით.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.11.2020

რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 28 ნოებრიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მკაცრდება, ზომები, რომლებზეც ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამით არსებული სიტუაცია დასტაბილურდება,ოპოზიციამ გააკრიტიკა.
|
ია აბულაშვილი 27.11.2020

„მთელმა მსოფლიომ აღიარა ეს არჩევნები და რას იტყვის ნინიკო და შალიკო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ყველაზე მეტს ვინც ბაქიბუქობს, სწორედ ის შევარდება პირველი პარლამენტში. შესასვლელი დიდი რკინის კარებიც რომ ამოუქოლონ, თავით გაიტანენ, ისე უნდათ სკამები და ფული," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციის ოპტიმიზმს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე ხელისუფლება წავა გარკვეულ კომპრომისზე.
|
ია აბულაშვილი 27.11.2020

„ხელისუფლება ეძებს საშუალებებს, რომ ოპოზიციასთან გარკვეული კონტაქტები დამყაროს, რომ როგორმე დაითანხმოს პარლამენტში შესვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ დათანხმდება შეიქმნას ახალი ანტიკრიზისული საბჭო და მის მუშობაში ჩაერთოს ოპოზიცია“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „ლელოს“ ერთ-ერით ლიდერის ბადრი ჯაფარიძის მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ შექმნას ახალი ანტიკრიზისული საჭო, სადაც ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
|
ელზა პაპოშვილი 27.11.2020

დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. „რეზონანსის“ ინფორმაციით, ბანკზე თავდასხმა დღის 12 საათზე მოხდა და წაღებულია დიდი ოდენობით თანხა, თუმცა რა ოდენობის, ჯერჯერობით უცნობია.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.11.2020

პარასკევს საქართველოში პანდემიის ისტორიაში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, ინფიცირების 4780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის. რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს კლინიკების ასოციაცია პრემიერ- მინისტრს მიმართავს, რომ ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმები დაიხმარონ და საველე ჰოსპიტლები მოეწყოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|