თამთა ჩაჩანიძე 01.12.2020

ოპოზიციის შიგნით ახალი დაპირისპირებაა - „გირჩი" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციური პარტიების ნაწილს არჩევნების შედეგების ირიბად აღიარებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პარლამენტის რეალური ბოიკოტის რეჟიმში ორი პარტია რჩება - თავად „გირჩი" და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები", რადგანაც მხოლოდ მათ განაცხადეს უარი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე. სხვებმა კი - „ნაციონალურმა მოძრაობამ", „ევროპულმა საქართველომ", „ლელომ", „პატრიოტთა ალიანსმა", „სტრატეგია აღმაშენებელმა" და „ლეიბორისტულმა პარტიამ" საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს. „ნაცმოძრაობაში" ამ ბრალდებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების ამა თუ იმ ფორმით აღიარებას არ ნიშნავს.
|
თიკა სიბოშვილი 01.12.2020
მიუხედავად მეორე „ლოქდაუნისა", საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ისევ სავალდებულოა. გაზაფხულის შეზღუდვების დროს ტექდათვალიერება ორი თვით გადაიდო და ამან მოსახლეობას ნამდვილად შეღავათი მისცა. ახლა, როცა ქვეყანაში თითქმის იგივე სიტუაციაა, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავტომობილო ნაწილების ბაზრობები და მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრი, საინტერესოა, რატომ არ გადავადდა ავტომობილების ტექინსპექტირება?
|
გვანცა წულაია 01.12.2020
საქართველოს მთავრობა მომავალ წელს საგარეო ვალის სახით 5,3 მილიარდ ლარს აიღებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ისედაც კრიტიკულ ნიშნულზეა. 2021 წელს ახალი ვალის წამოკიდება ქვეყანას დამატებით პრობლემებს შეუქმნის. მძიმეა ეკონომისტთა პროგნოზი - მალე ქვეყანა დეფოლტის რისკის წინაშე აღმოჩნდება!
|
ია აბულაშვილი 01.12.2020

თრიალეთის ზეგანზე, ალგეთის მთის ძირში დაგას წმინა კირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც მე-10 საუკუნეში აუგიათ. ისტორიულ წყარობეში ეს ეკლესია მოიხსენიება „დრანეთის“ („დრიანეთის“) სახელით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ნაგებია ყვითელი ტუფით - ე.წ. ალგეთის ტუფით. ალაგ-ალაგ პერანგში ჩართულია შავი ბაზალტის თლილი ქვები.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.12.2020

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამ კვირაში გაიმართება და აცხადებს, რომ აქვს რესურსი, თავისი მოთხოვნები დათმოს, ხოლო ხელისუფლების პოზიცია ასეთია, რომ მორიგი რაუნდის ჩატარება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ შეკრებამდე უნდა მოხერხდეს და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ნაწილი მაინც თავის პოზიციას შეცვლის.
|
ია აბულაშვილი 01.12.2020

„ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ რომ გაილაშქრებ, მართლაც გიჟი უნდა იყო“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა უწოდა.
|
ია აბულაშვილი 01.12.2020

„ჯერ ჩვენ არ ვიცით როდის ჩატარდება პირველი სხდომა და სხვებმა საიდან იციან ზუსტი თარიღი, არ ვიცი, რადგან პირველი სხდომის ჩატარების საკითხი, ჯერ გუნდში პროცედურულადაც არ განხილულა“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ წევრი ლადო კახაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ 11 დეკემბერს გაიმართება.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.12.2020

საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შემოღებიდან 5 დღე გავიდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას ინფიცირებიდან საშუალოდ ხუთი დღე სჭირდება. შესაძლებელია თუ არა ამ 5-დღიანი პერიოდის შემდეგ რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება, თუ რა კონკრეტული ეფექტი აქვს ახალ შეზღუდვებს?
|
ელზა პაპოშვილი 01.12.2020

1-ლ დეკემბერს, დილის 6 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი მამაკაცი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეიჭრა. მათ დაცვის თანამშრომლებს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ცეცხლი გახსენს, რის შედეგადაც შენობის ინვენტარი დაზიანდა და თანხის გატაცება შეძლეს.
|
ირაკლი ლომიძე 30.11.2020
ქართული ,,შავი პარასკევი“ კრიტიკას ვერანაირად ვერ უძლებს. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ფასში ატყუებენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხი. უამრავი ასეთი ფაქტის შესახებ ცნობილია მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის, სხვადასხვა სახის დარღვევებზე სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ მომხმარებლები, თუმცა რეალურად არაფერი არ იცვლება და ყოველწლიურად ერთი და იგივე პრობლემაა.
|
ნინა გარდაფხაძე 30.11.2020
2020 წლის ბიუჯეტი პანდემიურ ბიუჯეტად იქცა, რის გამოც სახელმწიფომ 3 მლრდ დოლარის დამატებითი ვალიც აიღო. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა როგორი იქნება 2021 წლის მთავარი ფინანსური მაშინ, როცა იკლებს შენატანები, დომინოს პირნციპით იხურება მცირე და საშუალო ბიზნესი და არავინ იცის, როდის დამთავრდება დიდი კრიზისი, რომელმაც მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკური კლებაც კი განაპირობა.
|
ელზა პაპოშვილი 30.11.2020

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|