„დიდი ალბათობით ტერორისტები „ვაგნერის“ მიერ იწვრთნებიან და მათი მოქმედება და შეტევის ტაქტიკა სწორედ ამ დაჯგუფების ხელწერაა“
ელზა პაპოშვილი
09.10.2023

ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან მე-3 დღეს უკვე ისმის კითხვები ვინ და რა ძალები შესაძლოა ტერორისტების უკან იდგეს, რადგან პალესტინელების მოქმედებაში, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელს თავს გამთენიისას დაესხნენ, კოორიდინირებული და კარგად გათვლილი მოქმედებები იკითხება. სამხედრო ექსპერტები ამ თავდასხმაში რუსეთის ხელწერას და ინტერესებს ხედავენ. 

ისინი ამბობენ, რომ სწორედ კრემლის ინტერესებში შედის ახალი დიდი ომის ინიცირება, რომ დასავლეთის, პირველ რიგში კი - აშშ-ის მთელი ყურადღება სტრატეგიული პარტნიორის - ისრაელის სასწრაფო სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე გადავიდეს, რითაც მეტ-ნაკლებად მივიწყებული იქნება ის უკრაინა, რომლის დამარცხებასაც ამხელა რუსეთი ვერანაირად ვერ ახერხებს. 

მათივე თქმით, იარაღის მიწოდებასა და ისრაელში განხორციელებული ქმედებების დაგეგმვაში ვაგნერი იყო ჩართული და უკრაინის დაზვერმა განაცხადა, რომ ტერორისტების ხელში სწორედ უკრაინის ომში ნაალაფარი დასავლური იარაღი ამოიცნეს. მათი თქმით, არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მიერ ალაფად ხელში ჩაგდებული იარაღის ჰამასისთვის გადაცემას ადასტურებს. 

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ  მაისაია „რეზოანნსთან“ ამბობს, რომ რა თქმა უნდა, რუსეთი დაინტერესებულია ამერიკის ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ალბათ, ერთხანს ყურადღება მართლაც გადავა ისრაელზე, ხოლო საინფორმაციო ველზე გადაიფარება ომი უკრაინაში, მაგრამ ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვითარებას არსებითად ნაკლებად შეცვლის, რადგან დასავლეთს უკვე აღებული აქვს უკრაინის წინაშე ვალდებულებები. ამიტომაც ძალიან საეჭვოა, ეს პროცესი შეფერხდეს.   

მეორეს მხრივ კი ისრაელს არაფერი სჭირს საიმისო, რომ კრიზისის გასამკლავებლად სამხედრო დახმარება გარედან მიაწოდონ. ამიტომ კრემლის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდება და უკრაინაში ბრძოლის ველზე დიდად ვერაფერს შეცვლის.   

ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოხატა რუსეთმაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ მხარეებს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებთ პალესტინისა და ისრაელის მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, უარი თქვან ძალადობაზე, გამოიჩინონ საჭირო თავშეკავება და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით დაიწყონ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ხანგრძლივი და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის დამყარებას. ახლო აღმოსავლეთში." - ამბობს ზახაროვა.  

ამერიკა ისრაელს სამხედრო დახმარებას გააგზავნის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მთელი ყურადღება ახლა ისრაელის მოქალაქეების დაცვაზე უნდა იქნეს გადატანილი. 

ჩვენ გვექნება ბევრი დრო, ისრაელებს ექნებათ ბევრი დრო ამის გასათვალისწინებლად, ყველა ჩვენთაგანს გვექნება დრო ამის გასარკვევად. ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ისრაელს აქვს ის, რაც სჭირდება ამ თავდასხმისთვის და დარწმუნდეს, რომ მისი მოქალაქეები დაცულები არიან, ამაზე უნდა გადავიტანოთ მთელი ყურადღება", - ანტონი ბლინკენი. 

ევროპული კომისია ისრაელში შექმნილი ვითარების მიუხედავად, უკრაინისადმი მხარდაჭერას არ შეამცირებს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში, ბრიფინგზე განაცხადა.

არაფერი არანაირად არ იმოქმედებს მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას უწევს. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, სანამ ამის საჭიროება იქნება", - ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.

 სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაი“რეზონანსთან“ ამბობს, რომ ფაქტია და ეს შემდეგ დადასტურედბა კიდევაც, რომ ისრაელის ომში რუსეთის ხელი ურევია. ამის მიზანი კი უკრაინის ომიდან ყურადღების გადატანაა. მაისაია ამბობს, რომ რუსეთი ახლა ამით ცდილობს, უკრაინას დასავლეთიდან სამხედრო და ფულადი დახმარება შეუჩერდეს, ასევე მთელი მსოფლიოს საინფორმაცი ველის  ყურადღება ისრაელისკენ იქნას მიმართული. 

„სამწუხაროდ ეს ომი რამდენიმე დღეში რომ არ დასრულდება, ფაქტია. ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელების  წაქეზებაში და დახმარებში რუსეთი უკვე არის ეჭვმიტანილი. ფაქტია, რომ ამის  ყველაფრის უკან რუსეთი დგას. წარმოუდგენელია ამ დონის თავდასხმა დახმარების გარეშე ტერორისტებს გაეკეთებინათ. 

„მე იმასაც ვიტყვი, რომ დიდი ალბათობით ისინი ვაგნერების მიერ იწვრთნებიან და მათი მოქმედება და შეტევის ტაქტიკა, სწორედ რომ ვაგნერების ხელწერაა. ასევე, დადასტურდა ფაქტი, რომ ისრაელის სამხედრო საიტები რუსმა ჰაკერებმა გატეხეს და რამდენიმე საათის განმავლობაში მას აკონტროლებდნენ. ამიტომ კითხვები იმის შესახებ ეხმარება თუ არა პალესტინას რუსეთი უკვე აღარ უნდა ჩნდებოდეს.   

„რუსეთს კი ამის რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში სურს, რომ უკრაინაში წარუმატებელი ომის ფონზე ყურადღების გადატანა მოხდეს. რა თქმა უნდა, ასევე იმის მცდელობაა, რომ ამერიკის და ასავლეთის დახმარება უკრაინის მიმართ შემცირდეს. მოხდეს მსოფლიოს სრულიად სხვა მიმართულებაზე გადართვა და ყურადღების გადატანა. ამით კი ფიქრობენ, რომ უკრაინას ჩუმად მოგუდავენ და რაღაცაზე ხელს მოაწერინებენ“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“ 

მისივე თქმით, უკრაინას აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერა არ შეუმცირდება. 

„თუმცა, რუსეთის ჩანაფიქრის მიუხედავად, უკრაინას ამერიკის და დასავლეთის მხარდაჭერა არ შეუმცირდება. ისრაელს ბევრად გამართული და ძლიერი თავდაცვითი საშუალებები აქვს. შესაძლოა ისრაელმა მიიღოს გარკვეული ტიპის დახმარება ამერიკისგან კონკრეტულ შეიარღებასთან დაკავშირებით, რაც მასობრივ შეიარაღებაზე არ არის საუბარი. ამიტომ, რუსეთის ოცნება და გეგმები, წყალში ჩაეყრება. თუმცა, ისრაელის ომის ფონზე მათ უკვე ის მოახერხეს, რომ მთელი მსოფლიოს ყუარდღება აქეთ არის მიმართული, თუმცა ეს დროებითია“, - ამბობს მაისაია“რეზონანსთან“.     

მისივე თქმით, ისრაელს და ამერიკას შორის სტრატეგიული შეთანმხმება არასებობს, ამიტომ ისრაელს ახლა ესაჭიროება დახმარება, რადგან ის ასეთ მასობრივი ტიპის შეტევას არ ელოდა. მაისაია ამბობს, რომ მათ შეზღუდული ტიპის მხარდაჭერა დასჭირდებათ, რაც უკრაინისთვის დამხარების გაგრძელებას ხელს არ შეუშლის. 

„თუ ისრაელმა დაუმტკიცა რუსეთს, რომ ის ამ სისხლიან თავდასხმაში ტერორისტებს ეხმარებოდა, მაშინ უკრაინასთან დაკავშირებით შესაძლოა პოზიცია შეცვალოს. აღარ დაიკავოს ნეიტრალური და უკრაინის დახმარება დაიწყოს. ეს კი რუსეთისთვის პირიქით, უფრო ცუდი შედეგით შესაძლაო დასრულდეს“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×