თამთა ჩაჩანიძე 31.10.2023

ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაციის მასშტაბები გაზარდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიწყო ომის მესამე ეტაპი. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ებრაულმა ჯავშანტექნიკამ ქალაქ ღაზასთან მიაღწია. გადაკეტილია მთავარი მაგისტრალიც, რომელიც ანკლავის ჩრდილოეთ სამხრეთ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს. ისრაელის თავდაცვის არმიის („ცახალი") ოფიციალური „ტელეგრამ" არხი წერს, რომ ღაზის სექტორის სიღრმეში გააფთრებული ბრძოლები მიდის.
|
ქეთო გოგოხია 31.10.2023

დედაქალაქში მალე მიწის სისტემური რეფისტრაცია დაიწყება. თბილისის მერია უკანონოდ მიტაცებული ნაკვეთების პრობლემის გადაჭრას ამ გზითაც შეეცდება. ურბანისტები ამბობენ, რომ ქალაქის გეგეგმარების თვალსაზრისით პროგრამა აუცილებლად განსასახორიებელია, რაც მოქალაქეებისთვისაც კარგი იქნება, უბრალოდ, დიდ დროს და რესურსს მოითხოვს.
|
ელზა პაპოშვილი 31.10.2023

ტრეფიკინგი 21-ე საუკუნეში - 48 წლის მამაკაცი საკუთარ ცოლსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მათხოვრობას აიძულებდა. იგი დაპატიმრებულია და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ცნობით, ვუგარ ალირზაევი ცოლს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად აიძულებდა, რომ ქუჩაში მოწყალება ეთხოვა. მიღებული ფულით ის სლოტ კლუბებში თამაშობდა. მისი ცოლი კი დილიდან საღამომდე ბათუმის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა და თუ ქმრის დავალებებს არ შესრულებდა, ფიზიკური ანგარიშსწორება ელოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.10.2023

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში" ცვლილებებზე დადებულ ვეტოს დაძლევას არ ჩქარობს. მმართველ პარტიაში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები „ერთი ათად გაიზარდა" და ამის გამო „ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერავინ განახორციელებს". როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, „ოცნებას" 76 ხმის მოგროვების პრობლემა არ აქვს პარლამენტში და როცა იგრძნობს, რომ მსგავსი საფრთხე კვლავ არის, ვეტოს დაძლევენ, თუმცა ეს უფრო საგაზაფხულო სესიის ფარგლებშია მოსალოდნელი.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.10.2023

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად საჭირო რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი რჩება. ანალიტიკოსთან უმრავლესობა ვარაუდობს, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს, ოღონდ გარკვეული დათქმებით. ეს დათქმები კი იმ 12 რეკომენდაციიდან იქნება, რასაც შეუსრულებლად, ან ნაწილობრივ შესრულებულად ჩაგვითვლიან. თუმცა, სავარაუდოდ, იქნება დამატებით პუნქტებიც. მაგალითად ევროკავშირის წარმომადგენლები ხშირად მიანიშნებენ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ხარისხი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, შესაძლოა, ძველ რეკომენდაციებს სწორედ ეს საკითხი დაემატოს.
|
ქეთო გოგოხია 30.10.2023

საცხოვრებელ ბინებში გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც დიდ პრობლემაა. ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და უკვე არის მსხვერპლი, რაც გვაფიქრებს, რომ სიტუაცია სეზონის განმავლობაში შეიძლება დამძიმდეს. საკმაოდ დიდია რისკი, რომ გაზით მოწამვლისა და დანადგარების აფეთქების შემთხვევები გახშირდება.
| |
თამთა ჩაჩანიძე 30.10.2023

სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა თბილისში ვიზიტისას „მშვიდობის ფორმულა" წამოაყენა, თავის განცხადებაში კვლავ ახსენა საქართველო. ფაშინიანი მიაჩნია, რომ ერევნისთვის მნიშვნელოვანია „საქართველოსა და ირანთან „ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება". კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობა ახლა გამოსავალს ეძებს, ცდილობს რეგიონსაც და მსოფლიოსაც დაანახოს, რომ მშვიდობა უნდა.
|
ქეთო გოგოხია 30.10.2023

საქართველოში გაზის საბადოების არსებობის საკითხი ისევ გააქტიურდა. სპეციალისტებს და ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ,,პერსპექტიული რესერსის" არსებობა არ აეჭვებთ, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ მარაგი საყურადღებო არ არის. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გარკვეული მარაგი შეიძლება იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნავთობისა და გაზის სააგენტოსაც არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2023

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო. როგორც ირკვევა, მე-5 კლასელ 10 წლის გოგონას წერილში წერენ, რომ თუ ის კონკრეტულ თანხას მერხთან არ მიიტანს და არ დატოვებს დათქმულ დროში, მის დას მოკლავენ.
|
ქეთო გოგოხია 30.10.2023

გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაძვირების ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ღირებულება თითქმის 10%-ით არის გაიაფებული. ფაქტობრივად ყველა მოცემულობაა, რაც ფასზე დადებითად მოქმედებს. ამ მომენტისთვის ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საწვავი საქართველოში არ გაძვირდეს, თუმცა ფასის კლება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. იმპორტიორებს ეს მოლოდინი არც აქვთ, მთავარია გლობალური ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიაფდება საწვავი ქართველი მომხმარებლებისთვის.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2023

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ პალატიდან პოლიტიკურ გზავნილებს აკეთებს და სასამართლოს სხდომაზე ჩართვისას ქვეყანში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს, პოლიტიკურად კიდევ უფრო გააქტიურებას აანონსებს და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|