გვანცა წულაია
08.11.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი მკვეთრად იაფდება. ასეთია ბოლო რამდენიმე კვირის ტენდენცია. ერთი ბარელი "ბრენტის" ღირებულება უკვე 80 დოლარამდე დავიდა. ეს მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ნედლი ნავთობის ფასმა ლამის 100 დოლარს მიაღწია. საქართველოში კი საწვავი არაფრით არ იაფდება. ცვლილება მხოლოდ საბითუმო ბაზარს ეტყობა, ხოლო ავტოგასამართ სადგურებში კვლავინდებურად მაღალი ფასი ნარჩუნდება.

თამთა ჩაჩანიძე
08.11.2023

ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე თბილისიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ქართველი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამჯერადაც დაფიქსირდა განსხვავეული მოსაზრებები - ოპოზიციის შეფასებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, ხოლო მმართველი პარტია კი ამბობს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების" მუშაობის შედეგი, „ოცნება" კი „ქართველი ხალხის არჩეულია".

ნაზი ბერიძე
08.11.2023

დასავლეთი ცდილობს მოახდინოს გარკვეული გავლენა ისრაელის პოზიციაზე და ღაზაში ჰუმანიტარული სახის დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ქმედებებზე დაითანხმოს, რაც შესაბამისი უსაფრთხო დერეფნების შექმნაში უნდა გამოიხატოს.

ნაზი ბერიძე
08.11.2023

თეთრი სახლის სურვილია, რომ აშშ-მ დახმარების ერთიანი პაკეტი შექმნას ისრაელისა და უკრაინისთვის და სტრატეგია ორივე ქვეყნისთვის სამხედრო და ფინანსური რესურსების ერთდროულად გადანაწილენაზე აიგოს.

თამთა ჩაჩანიძე
08.11.2023

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ევროკომისრები ევროსაბჭოს რეკომენდაციას აძლევენ, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, თუმცაღა იქვე დათქმებია მითითებული. საუბარია ცხრა პუნქტზე, რომელიც ზოგიერთი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

თიკა სიბოშვილი
07.11.2023

საქართველოში ინფლაციის დაღმასვლა გრძელდება. სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მინიმალურია, უარყოფითი გავლენა მხოლოდ საწვავის კუთხით შეინიშნება. 2023 წლის მიწურულს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე, ანუ 3%-ზე დაბალია და მომავალი წლის მოლოდინიც პოზიტიურია. ეკონომისტების შეფასებით, წელი ნორმალურად მთავრდება და ტენდენციაც დადებითია.

გვანცა წულაია
07.11.2023

შარშანდელთან შედარებით წელს სიტუაცია გამოსწორდა და ქართული ცხვრის ექსპორტი გაიზარდა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ცხვრის ექსპორტის კუთხით, 2023 წელი არსებული მაჩვენებლებითაც უკვე რეკორდულია, თუმცა, როგორც ირკვევა, ექსპორტის ზრდა ნაწილობრივ იმპორტსაც უკავშირდება. საქართველოდან უცხოეთში მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხვარიც იყიდება.

თამთა ჩაჩანიძე
07.11.2023

ისრაელისს თავდაცვის არმიის („ცახალი") მიერ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაიწყებიდან კვირაზე მეტი გავიდა. ამ დროისთვის ღაზის სექტორი შუაზეა გაყოფილი, ისრაელის არმიას ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად ბლოკირებული აქვს, ხოლო ქალაქი ღაზა ალყაშია, სადაც, სამხედრო მიმომხილველების თქმით, ეს-ესაა ე.წ. გაცხრილვის ოპერაცია დაიწყება „ჰამასის" გვირაბებისა და სამხედრო ობიექტების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. ამასთან, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი მძევლების გათავისუფლებაა.

თამთა ჩაჩანიძე
07.11.2023

ოთხშაბათს, 8 ნოემბერს ევროკომისია წარმოადგენს თავის ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშსს, სადაც შეფასებული იქნება 10 ქვეყნის და მათ შორის საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. აქვე მოცემული იქნება ევროკომისიის რეკომენდაცია, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 14-15 დეკემბერს კი, ამ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ევროკავშირის სამიტზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ნაზი ბერიძე
07.11.2023

7 ნოემბერს რუსეთმა უკვე საბოლოოდ დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებიდან გასვლა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ახალ რეალობასა და ახალ გამოწვევებს ქმნის როგორც ზოგადად ევროპაში, ისე კონკრეტულად ჩვენი რეგიონისა და საქართველოსათვის, რომელიც თავადაა ამ ხელშეკრულების ხელმომწერი.

ნაზი ბერიძე
07.11.2023

საქართველოს ხელისუფლება ლომისის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიასთან მომხდარ მკვლელობაში დამნაშავის გადაცემას ითხოვს. მისი ოპონენტები კი კითხვას სვამენ - როგორ უნდა შეფასდეს რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკა, თუკი საოკუპაციო რეჟიმი სულ უფრო სასტიკი ხდება და ოკუპაციის ხაზიდან მათ გატაცებასთან ერთად უკვე მკვლელობაც ხდება?

ქეთო გოგოხია
06.11.2023

ხორბლის მოსავალი გლობალურ ბაზრებზე იმდენად მაღალია, რომ მომავალი წლის განმავლობაში, მინიმუმ შემოდგომამდე, ხორბლის ფასისა და მიწოდების კუთხით პრობლემა მოსალოდნელი არ არის. ამ ეტაპზე საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი  5,70 დოლარია, რითაც იგი პანდემიამდელ ფასს უახლოვდება. ერთადერთი პრობლემა აქ ადგილობრივი ხორბლის გასაღების საკითხია, რასაც შეიძლება პრობლემა შეექმნას, თუმცა მწარმოებლები მთავრობისგან მხარდამჭერ ღონისძიებებს ელოდებიან და აცხადებენ, რომ გარკვეული ზომები გატარდება, რაც მოსალოდნელ რისკს გაანეიტრალებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×