ელზა პაპოშვილი 18.09.2023

უკრაინამ ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. კიევი კონტრშეტევის ნელა განვითარების მიზეზად ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენას ასახელებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ უკრაინელებმა მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ბევრად მეტი ჯარი და იარაღი აქვს, კონტრშეტევა მაინც გარისკეს.
|
ნაზი ბერიძე 18.09.2023

დრონების მორიგი ვარდნა შავი ზღვის ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე - რუმინეთის შემდეგ სამიზნე ბულგარეთი გახდა - სოფია კურორტ ტიულონოვოში აღმოჩენელი დრონის შესამოწმებლად სპეციალურ ჯგუფს აგზავნის. ბულგარეთის თავდაცვის სამინისრომ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების გადამტანი დრონის შესამოწმებლად და დეაქტივაციისთვის სპეციალური დანაყოფი გაგზავნა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.09.2023

ბაბუშერას აეროპორტს სავარაუდოდ რუსი ინვესტორები 2025 წელს ააშენებენ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამით „გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება და ტურიზმი განვითარდება". მანამდე კი, ე.წ. მთავრობამ აეროპორტის ოკუპანტებისთვის 49 წლით გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო და„პარლამენტმა" ერთხმად დაამტკიცა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო და უკანონო ქმედება უწოდა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს.
|
ქეთო გოგოხია 18.09.2023

ფქვილის იმპორტსა და ხორბლის ადგილობრივი ხორბლის რეალზიაციასთან დაკავშირებით ისევ გაურკვევლობაა. იმპორტისთვის დაწესებული 200-ლარიანი გადასახადის მოქმედების ვადა მალე იწურება. მწარმოებლები, მემარცვლეობის ასოციაცია და ასევე წისქვილ-კომბინატები იმპორტის ვადის გახანგრძლივებას და სამომავლოდ ტარიფის უფრო მეტად გაზრდას ითხოვენ. ისინი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული მარცვლეულის მომავალი დიდი რისკის ქვეშაა, რადგან არ იყიდება და შეიძლება ამან მომავალ წლებში მოსავლიანობის მკვეთრი კლება გამოიწვიოს.
|
თიკა სიბოშვილი 18.09.2023

საქართველოს მთავრობა წლევანდელ ბიუჯეტს რეკორდულად - 500 მილიონი ლარით ზრდის. ეს გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკაზე პოზიტიურად იმოქმედებს და კიდევ უფრო წინ წასწევს. სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ მთავრობას ასეთი უპრეცენდენტო გადაწყვეტილების მიღების საშუალება მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მისცა და ხაზს უსვამენ იმ მიმართულებებს, რომლებზეც სამომავლოდ განსაკუთრებულად კარგად აისახება.
|
ქეთო გოგოხია 18.09.2023

თხილის ხარისხი წელს საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ყველა ფერმერმა, ვინც მოსავალს სწორად მოუარა, შედეგიც გარანტირებული აქვს. ამის საფუძველს წლევანდელ სეზონზე წარმოადგენდა თხილის წამლობა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ფერმერებმა სეზონის წინ მიიღეს. სახელმწიფო პროგრამამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა თხილის მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალება უფასოდ მიეღოთ.
|
ნაზი ბერიძე 18.09.2023

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი რუსეთში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ამისა ვან ი მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილვის თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.09.2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა. განცხადებაში ძირითადად უკრაინაში მოღვაწე ქართული წარმოშობის მქონე პირები არიან მოხსენიებული, რომლებსაც სუს-ის მტკიცებით, „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის განხორციელება სურთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.09.2023

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ერთი წლის წინ გაწერილი 12 პრიორიტეტიდან საქართველომ მხოლოდ სამი შეასრულა, რაც გაერთიანების უმაღესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტის დროსდაც გააჟღერა, ეს კი ანალიტიკოსებს უტოვებს განცდას, რომ რაღაც მომენტში შესაძლოა საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს და კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.09.2023

სომხეთი რუსეთისგან დისტანცირებას და დასავლეთთან თავის საგარეო პოლიტიკის დაბალანსებას ცდილობს, თურქეთი თავის მხრივ სამხრეთ კავკასიაში გავლენებს აძლიერებს და ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლობა სურს. რუსეთის გავლენები კი რეგიონში დღითიდღე მცირდება და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ძველი პოზიციების დაბრუნებისთვის და რევანშისთვის ემზადებოდეს.
|
ელზა პაპოშვილი 16.09.2023

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ანდრეევკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ცნობით, ანდრეევკა კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად დაიბრუნეს.
|
ნაზი ბერიძე 16.09.2023

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში 21 სექტემბერს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. „ნიუ-იორკიდან პრეზიდენტი ბაიდენი შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება, რათა ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტი ზელენსკი მიიღოს. ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება. ის, რა თქმა უნდა, კრიტიკულ დროს შედგება, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომისთვის რუსეთი სასოწარკვეთილად ეძებს დახმარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა",-განაცხადა სალივანმა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|