ნაზი ბერიძე
24.11.2023

ნატომ გააფრთხილა წევრი სახელმწიფოები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია და ეროვნული რეგულაციები აფერხებს ნატოს ჯარების გადაადგილებას ევროპის მასშტაბით. ამასთან იგი „სამხედრო შენგენის" ინიციატივით გამოდის. გადაადგილება პრობლემაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, მიაჩნიათ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

თამთა ჩაჩანიძე
24.11.2023

23 ნოემბრის „ნაცმოძრაობის" შეკრებას ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, შესაბამისად მანიფესტზე მათი ხელმოწერა არაა. მანამდე ენმ-ს წევრები ამბობდენენ, რომ დოკუმენტზე ვისი ხელმოწერაც არ იქნებოდა, ისინი პარტიიდან გაირიცხებოდნენ, თუმცა მერე შეარბილეს პოზიცია და თქვეს, რომ სიტყვიერი მხარდაჭერაც საკმარისი იყო. ენმ-ს ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თუ მელიას ფრთა გარიცხეს, ამან შესაძლოა მძიმე ვითარებაში ჩააყენოს პარტია.

თამთა ჩაჩანიძე
23.11.2023

ენმ-ში ერთიანობის შენარჩუნების მცდელობა, პრაქტიკულად, ჩავარდა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მომხრეები არც ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეკრებაზე მისულან და არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შემუშავებული ერთობის მანიფესტზე აპირებენ ხელის მოწერას. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი პარტიაში სააკაშვილის გავლენებს კიდევ უფრო აკნინებს, რადგანაც, ფაქტიურად, პარტიის ნაწილმა მისი მოწოდების იგნორირება მოახდინა.

ქეთო გოგოხია
23.11.2023

შაქრის იმპორტზე გადასახადის გაძვირებას ბაზარზე რეაგირება უკვე მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ პროდუქტის გაძვირება გამორიცხა, საპირისპირო რეალობა დადგა. როგორ ჩანს,  ბიზნესი ყოველთვის განსხვავებულად ფიქრობს. მომხმარებელს ამ დროისთვის 1 კილოგრამი შაქარი 20 თეთრით გაუძვირდა და 1კგ უკვე 2,55 ლარი ღირს.  იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ ფასი ამაზე არ გაჩერდება და სამომავლოდ 2,80-იან ნიშნულს მიაღწევს.

გვანცა წულაია
23.11.2023

საქართველოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანის ტოვებს. რაც დრო გადის, ქართველი ემიგრანტების რიცხვი იზრდება, რისი ძირითადი მიზეზიც ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაა. წლებთან ერთად პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება და სხვა ქვეყანაში წასვლაზე სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირავს თვალი.

გვანცა წულაია
23.11.2023

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე სატარიფო კვოტას აწესებს, მაგარი ხორბლის გაყიდვას კი საერთოდ კრძალავს. ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ბაზარზე გავლენას არ მოახდენს, რადგანაც ქვეყანა რუსეთიდან რბილი კატეგორიის ხორბალს ყიდულობს. აკრძალვა კი არ ეხება იმ მარცვლეულს, რომელიც პურის წარმოების ინდუსტრიაში გამოიყენება და თან საქართველოში შემოდის.

ნაზი ბერიძე
23.11.2023

ევროპარლამენტმა თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა. ამის საფუძველზე შესაძლოა შეიქმნას ე.წ. „ქართული სია", სადაც სანქცირების მიზნით შეიყვანენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება, თუმცა, უშუალოდ ოკუპაციის ხაზზე არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

თამთა ჩაჩანიძე
23.11.2023

ცუდი ამინდების, დასავლური სამხედრო დახმარების შემცირების და სამხრეთში პრაქტიკულად ჩაშლილი კონტრშეტევის ფონზე, უკრაინამ შერძლო და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი გააფართოვა. ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 20 კმ-ის რადიუსში, დნეპრის მეორე მხარეს, აღებულია რამდენიმე სოფელი და მცირე ქალაქი. ამას ადასტურებენ როგორც ამერიკელი და ქართველი ანალიტიკოსები, ისე რუსი სამხედრო მიმომხილველები. რუსული მხრიდან იყო იმაზეც საუბარი, რომ უკრაინის შეტევას რუსები კონტრშეტევით პასუხობენ, თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, კახოვკას დამბის აფეთქების შემდეგ, რუსეთმა აქ ნაკლებადბრძოლისუნარიანი დანაყოფი დატოვა და მათი წინააღმდეგობა ძლიერი ვერც იქნება.

ნაზი ბერიძე
23.11.2023

ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი არც „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს და არც ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას. შესაბამისად, ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციის მთავარი მიზანი სწორედ ე.წ. „შუაშისტების" გადაბირებაა. ასე იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, თუმცა, მთავარი სწორედ ისაა - ვინ და როგორ მოახერხებს „შუას შეკრებას".

გვანცა წულაია
22.11.2023

მალე ზამთრის ტურისტული სეზონის დაიწყება. თეთრი სეზონის მოახლოებასთან ერთად, სასტუმროებში ნომრები ნელ-ნელა იჯავშნება, თუმცა მიმდინარე ეტაპზე არც ისე აქტიურად, რადგან სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი. წლევანდელ ზამთარშიც ვიზიტორებს მეზობელი სახელმწიფოებისგან ელიან. აქტიურად იქნება ადგილობრივი დამსხვენებლებიც.

გვანცა წულაია
22.11.2023

რუსეთი ბენზინის შემდეგ აკრძალვას დიზელის ექსპორტზეც აუქმებს. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო საწვავის იმპორტს კვლავ მეზობელი სახელმწიფოდან დაიწყებს. ევროპულ საწვავთან შედარებით, ბენზინის შესყიდვა დაბალ ფასად მოხდება და ამას საქართველოში გაიაფება მოჰყვება.

ნაზი ბერიძე
22.11.2023

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა შედარებით დაარბილა უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის რეგულაციები და ამიერიდან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ, იქ მუშაობა არ აეკრძალებათ, როგორც ეს საწყის დოკუმენტში იყო განსაზღვრული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×