ნაზი ბერიძე
23.09.2023

საქართველოს პრეზიდენტს ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. სალომე ზურაბიშვილის მიერ პოზიციის ასეთი ცვლილება მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისათვის. ამასთან, იურისტთა შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება.

ელზა პაპოშვილი
22.09.2023

პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. არადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა სალომე ზურაბიშვილს ორი დღის წინ გაუგზავნა. ოპოზიციაშიც და  მმართველ გუნდშიც უკვირთ ამ საკითხზე ზურაბიშვილის დაგვიანების, რადგან როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, თავად პრეზიდენტმა მოითხოვა ამ პროცედურების დაწყება. 

ნაზი ბერიძე
22.09.2023

რუსეთში გაცხოველდა საუბრები როკის გვირაბისა და ცხინვალის გავლით რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გახსნაზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ჩაიკეტა. ეს შესაძლებლობა რამდენიმე დღის წინ ვლადიკავკაზში განიხილეს, სადაც ქართული მხარე არ იყო წარმოდგენილი, თუმცა იყო პრო-კრემლისტურად განწყობოილი ქართული დიასპორული ორგანიზაცია. როგორც ჩანს, ცხინვალის რეჟიმიც ყაბულსაა. თბილისში კი ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ელზა პაპოშვილი
22.09.2023

ჯერ კიდევ უცნობია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის  ოთარ გელაშვილის ჯერ გატაცების, შემდეგ კი სასტიკად ცემის და წამების მიზეზი. ის უგონო მდგომარეობაში გარდაბნის ტყეში მწყემსებმა იპოვეს, ერთთვიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. 

ნაზი ბერიძე
22.09.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებაზე, ახალ სამოქმედო გეგმასა და აშშ-სთან ერთად თანამედროვე უკრაინული იარაღის წარმოებაზე საუბრობს. თუ შეიარაღება არსებობს და თუ მათ შორის სტრატეგიული სამხედრო კომპლექსური გეგმა, სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" მსგავსი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავენ, რაც უკრაინის კონფლიქტში გარდამტეხი აღმოჩნდება.

თამთა ჩაჩანიძე
22.09.2023

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კრემლის მისამართით ტონი მკვეთრად შეარბილა - მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ „ნეგატიური დამოკიდებულება არასწორია", რუსეთი კი „ჩვეულებრივი ქვეყანა არაა". როგორც „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, ამას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს, ერთი ყარაბაღის ამბები, მეორე კი ერდოღანის სურვილი, რომ თურქეთი ნავთობისა და მარცვლეულის საერთაშორისო ჰაბი გახდეს.

თამთა ჩაჩანიძე
22.09.2023

ნიკა მელია ენმ-ში კვლავ მწვავე დაპირისპირებაზე საუბრობს, თუმცა პარტიიდან წასვლას ისევ არ აპირებს. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, მელია პარტიის ახლანდელ მენეჯმენტთან განუწყვეტელ დაპირისპირებას ორი მთვარაი მიზეზის გამო უძლებს, პირველი ის, რომ მას თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების იმედი აქვს და მეორე, მას მიხეილ სააკაშვილის მომხრეების ხმები „ეძვირფასება".

ქეთო გოგოხია
21.09.2023

გლობალურ ბაზრებზე შაქრის გაძვირების ახალი ტენდენცია დაიწყო და გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი, ჯერჯერობით ვერავინ პროგნოზირებს. ფასი მკვეთრად გაზრდილია და გარკვეული ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც მოსალოდნელია. ფაქტია, რომ არსებული ფასი დიდხანს ვერ შენარჩუნდება. როგორც იმპორტიორები აცხადებენ, მარაგი ჯერ კიდევ არის, თუმცა როგორც კი ახალი პარტია შემოვა, შაქრის ღირებულება სავაჭრო ქსელებშიც მოიმატებს.

გვანცა წულაია
21.09.2023

საქართველოში საწვავის კიდევ უფრო მეტად გაძვირება გარდაუვალია. 3-ლარიანი ნიშნულის გადაცდენამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. ასეთი მოცემულობა და მეტად სიძვირის მოლოდინი რუსეთიდან შექმნილ პრობლემასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებასთანაა დაკავშირებული.

ელზა პაპოშვილი
21.09.2023

ნიდერლანდებში ქართველი ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ნიდერლანდების პოლიცია აცხადებს, მკვლელობა მწერლის გოჩა მანველიძის 28 წლის შვილს, თორნიკე მანველიძეა ეჭვმიტანილი. მას ამ დრომდე ეძებენ. მათი ინფომაციით,  19 სექტემბერს, მანველიძემ საქართველოს მოქალაქე, მარტვილში მცხოვრები 32 წლის  შოთა საკანდელია მოკლა.   

ელზა პაპოშვილი
21.09.2023

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილების გამო დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც მან 19 სექტემბერს გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, კერძოდ ოთარ ფარცხალაძეს შეძლებოდა საბანკო აგარიშებზე წვდომა ჰქონოდა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი გადადგომა მოითხოვა. 

გვანცა წულაია
21.09.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო მოვლენები ჯერჯერობით არ ცხრება. პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატურები სასწრაფო წესით დაამტკიცა. გამოდის, რომ 6 ადამიანამდე გაიზარდა სებ-ის საბჭოს წევრთა ოდენობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქმედითუუნარობას გადაურჩა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×