თამთა ჩაჩანიძე 21.09.2023

ყარაბაღის დანებების მერე, სომხეთში საპროტესტო ტალღა არ ცხრება - ქუჩაში გამოსულია ორი ფრთა, პრორუსული ძალები, რომელიც მთავრობის სახლთან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაყეებას ითხოვენ და რუსეთის მოწინააღმდეგეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა აზერბაიჯანთან ომში სომხები მიატოვა - ისინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან გამოსვლასა და ქვეყნიდან რუსული ძალების გაძევებას ითხოვენ.
|
ნაზი ბერიძე 21.09.2023

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის. მატეუშ მორავეცკის თქმით, სანაცვლოდ, პოლონეთი ყურადღებას საკუთარი ქვეყნის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე გაამახვილებს. ორ ქვეყანაშ შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინული მარცვლეულის აკრძალვის გამო ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პოლონეთის შესახებ ირიბად აღნიშნა, რომ შესაძლოა „ზოგიერთი ქვეყანა ევროპაში რუსულ თამაშს თამაშობდეს".
|
თამთა ჩაჩანიძე 21.09.2023

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი უნდა გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირში გვინდა და კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, კითხვაზე იმოქმედებს თუ არა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება და მასთან დაკავშირებული მოვლენები.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.09.2023

ოპოზიცია პროტესტს არ წყვეტს და ბრძოლას აგრძელებს, „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევენ და რომ ახლა საჭიროა „ხალხის მხარეს გადასვლა". მრავალმხრივ დაანონსებული 20 სექტემბერს გამართული აქცია შეაფასა „ოცნებამ" და მას სამკაციანი უწოდა. მათი თქმით, პროტესტის პირველმა დღემ „ნათლად დაადასტურა, რომ მათი ერთადერთი გეგმა და იმედი სისხლიანი რევოლუციის განვითარებაა".
|
ელზა პაპოშვილი 20.09.2023

დოლიძის ქუჩაზე დატრიალებული უმძიმესი ფაქტის შემდეგ კვლავ გაუცემელია პასუხი კითხვებზე, რა მოხდა 27 ნომერში მე-11 სართულზე, სადაც კრიმინალური პოლიიცის 55 წლის თანამშრომელმა გურამ ქადეიშვილმა ჯერ ყოფილი ცოლი, შემდეგ კი სიდედრი სამსახურეობრივი იარაღით მოკლა. მერე კი თვითმკვლელობა სცადა.
|
ელზა პაპოშვილი 20.09.2023

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის ნაწილმა შეკრება მთავარ საფინანსო ინსტიტუტთან ოთხშაბათს 5 საათზე ნიკა მელიამ და „ლელომ“ დაანონსეს. განსხვავებულ დროსა და ადგილას გადაწყდა გიორგი ვაშაძის და ლევან ხაბეიშვილის აქცია. მათ ხალხს თავი რუსთაველზე 7-ზე მოუყარეს. პროტესტის საფუძველი სებ-ის 19 სექტმებრის გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, თუ არ არსებობს ქართული სასამართლოს განაჩენი. კერძოდ კი საუბარი ექსპროკურორ ოთარ ფარცხალაძეზეა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა.
|
ქეთო გოგოხია 20.09.2023

ლარის სტაბილურობას ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად დაემუქრა რეალური საფრთხე. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ სანქციათია რეჟიმების შესრულების ნაწილში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, საფინანსო ბაზარი მკვეთრად შეარყია. ამას დაემატა სებ-დან სამი ვიცე-პრეზიდენტის გასვლა, რომლებმაც თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეროვნული ვალუტა, რომლის სტაბილურობა მეტწილად პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული, ერთ დღეში საგრძნობლად გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, სავალუტო ბაზარზე პრობლემას ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ნაკლებად ელიან.
|
გვანცა წულაია 20.09.2023

საქართველოს საფინანსო სექტორი სერიოზული რისკისა და დარტყმის ქვეშაა. ამის მიზეზი ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებია, რომელსაც ყველა ისე იყენებს, როგორც სურს. სებ-ი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა უკვე დატოვა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსულებელს კი სალომე სურაბიშვილმა გაგადგომისკენ მოუწოდა. უცნობია როგორ გაგრძელდება პროცესი და მოახერხებს თუ არა საქართველო კიდევ ერთი გამოწვევის ისე მოგერიებას, რომ ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არ ჩამოიშალოს, რაც უდიდეს ზიანს მიაყენს საფინანსო სისტემას.
|
ნაზი ბერიძე 20.09.2023

სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებას ფარცხალაძის ანგარიშების განბლოკვაზე „უღირსს" უწოდებს, მის ბათოლად გამოცხადებას და ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. ნანობს, რომ თურნავა აღნიშნულ პოზიციაზე წარადგინა. „სალომე ზურაბიშვილს არავითარი უფლება არა აქვს რომ ნათია თურნავას მიმართ მიიღოს რამე საკადრო გადაწყვეტილება," - ამბობს ამაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. „ - არც მისი კანდიდატურის გაწვევა შეუძლია და არც საერთოდ არაფერი."
|
ნაზი ბერიძე 20.09.2023

შეხლა-შემოხლის და ურთიერთბრალდებების ფონზე ოთხშაბათს საკანონმდებლო ორგანოში დაძაბული ვითარება იყო. კონფლიქტების სერია დილიდან დაიწყო. მიზეზი სებ-ის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ამერიკის მიერ ეფესბეს აგენტად მიჩნეულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ოპოზიცია სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას იმპიჩმენტს ითხოვდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.09.2023

კავკასიის რეგიონში რუსეთის აბსოლუტური ჰეგემონობა ნულამდე დავიდა და შეიძლება ითქვას, რომ ის რეგიონში დამარცხდა - ასე ეხმიანება „რეზონასთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ყარაბაღში განახლებული სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლისტის 20 სექტემბრის შედეგებს, სადაც აზერბაიჯანმა ფაქტობრივად ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა. მისი თქმით, ახლა რეგიონში ახალი რეალობა ყალიბდება.
|
ნაზი ბერიძე 20.09.2023

ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ აზერბაიჯანის სამხედრო ზეწოლას ვერ გაუძლო და პრინციპში სრული - სამხედრო და პოლიტიკური კაპიტულაცია გამოაცხადა. სომხეთის საზოგადოების დიდი ნაწილი ამაში ყოფილ მოკავშირეს, რუსეთს ადანაშაულებს, რომელსაც ბრალს სდებენ ბაქოსა და ანკარასთან ფარულ გარიგებაში, პრო-პუტინისტური ძალები კი ხელს ფაშინიანისკენ იშვერენ, რომელმაც პროდასავლური ორიენტირი აირჩია. პარალელურად, დაიწყო აქციებიე ერევანში და არავის ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი ფაშინიანის მთავრობის დამხობას შეეცდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|