ნაზი ბერიძე
17.11.2023

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაწყვეტას გეგმავს, რომლებმაც სეპარატისტული რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარეს - პრინციპში ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან. როგორც „რეზონანსთან" ექსპერტები ამბობენ, თავად აფხაზეთშიც კი „ამ ავანტიურას" დიდი მხარდაჭერა არ ექნება. ამასთან, ფიქრობენ, რომ ეს საკითხი ერთგვარად დაკიდებულ მდგომარეობაშია და მანამ იქნება ასე, სანამ „უკრაინის საკითხს ფორმა არ მიეცემა",

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2023

მათ შორის დაპირისპირება გაგრძელდება, ეს კი უნიკალური იქნება იმ მხრივაც, რომ პარტიები, რომ ბლოკებს ვერ შექმნიან, ყველას ამბიცია ექნება თავის პარტიის ტოპხუთეულში თუ ათეულში უახლესი თანამოაზრეები ჩაწეროს და არა ის, რომ ე.წ. გამსვლელ სიაში სხვა პარტიიდან ჩასვას ვინმე - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ლელოსა" და გახარიას პარტიას შორის დაპირისპირებას, რომელიც რაც უფრო ახლოვდება არჩევნები უფრო თვალსაჩინო ხდება.

რეზონანსი
17.11.2023

ბიზნეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უდიდეს გავლენას ახდენს, ამიტომ ბაზრის მოთხოვნებისა და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად დაცვა ბიზნესის სწორად განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნაზი ბერიძე
17.11.2023

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებასთან „ტარანზე" მიდის და უკვე არა ზოგადად „ქართულ ოცნებას" უტევს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რისგანაც მანამდე მეტ-ნაკლებად თავს იკავებდა. მეტიც, გავლენიან ფრანგულ გამოცემა „ლე მონდთან" საუბრისას, უტევს ივანიშვილისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე, უწოდებს რა მას ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში.

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2023

უკრაინაში, დონეცკის მიმართულებაზე ოკუპანტებთან ბრძოლას ორი ქართველი შეეწირა, რუსულ საარტილერიო დაბომბვაში მოჰყვნენ სხვა ქართველი მებრძოლებიც, დაჭრილთა რაოდენობა ამ დროისთის 11-მდე გაიზარდა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ადასტურებს როგორც „ქართული ლეგიონი", ისე რუსული მხარე. როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები აცხადებენ, ინტენსიური შეტევების გამო, ბრძილის ველიდან დაღუპული სამხედროების გამოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ქეთო გოგოხია
16.11.2023

საცხოვრებელი ხელფასის ოფიციალური მაჩვენებელი რეალურს ბევრად აღემატება. დასტურდება, რომ საქართველოში თითო დასაქმებულისთვის ამ კატეგორიის ხელფასი 1706 ლარს აჭარბებს. სპეციალისტები ამ მაჩვენებლს გადაჭარებებულად მიიჩნევენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქის ხარჯი წლიდან წლამდე განუხრელად მატულობს.

გვანცა წულაია
16.11.2023

ბოლო წლებში მედიკამენტების გაიაფების მიმართულებით ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდა. გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ზედა ზღვარი დაწესდა წამლებზე, რომლის ჩამონათვალიც ეტაპობრივად იზრდება, თუმცა კარგ სიახლეებთან ერთად, ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი პრობლემაა, რომლის დარეგულირებაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო წლებში გატარებულ ცვლილებას დიდი ეფექტი არ ექნება.

გვანცა წულაია
16.11.2023

ქვეყანაში უძრავი ქონების რეალიზაცია შემცირდა. ბინები იმ სიხშირით აღარ იყიდება, როგორც წინა პერიოდში. ბოლო დროს რეალიზაციის კლების მიზეზი ქვეყნიდან მიგრანტების გადინებაა, ეს გარემოება კი, საბოლოო ჯამში, ასახვას მოახდეს საბაზრო კონიუნქტურაზე. ამიტომ ბინების გაყიდვის ტემპი თუ კიდევ შემცირდება, დაიკლებს მისი ფასიც, თუმცა ამ ეტაპისთვის მშენებლები და ბინის მეპატრონეები მაინც ცდილობენ მაღალი თამასა შეინარჩუნებს, რადგან თითქმის ყველა ცდილობს, მაქსიმუმალური მოგება ნახოს.

თამთა ჩაჩანიძე
16.11.2023

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ აცხადებს, რომ ოფიციალური ერევანი ინარჩუნებს პოზიციას, უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს ბაქოსთან. ამას ფაშინიანი ჯერ კიდევ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, მთიანი ყარაბაღის დაკავების დღიდან ამბობდა, თუმცა გარკვეული საკითხების გამო, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება დღემდე იწელება.

ნაზი ბერიძე
16.11.2023

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა აქვს ისინი მაინც სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ. თვითონ სი ძინპინმა კი მოუწოდა ამერიკას არ ჩაახშოს ჩინეთი და არ აწარმოოს მისი შეკავების პოლიტიკა როგორც სახელმწიფო.

ია აბულაშვილი
16.11.2023

ოპოზიციას წლებია არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მისი რეიტინგი გაზრდილიყო, პირიქით ნელ-ნელა უფრო მცირდება. ფაქტია, რომ არჩევნებს ყველა პარტია ხვდება მოუმზადებელი - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას.

ნაზი ბერიძე
16.11.2023

ისრაელსა და „ჰამასს" შორის ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - ებრაელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქ ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მათ დაჯგუფება „ჰამასის" შეიარაღება და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. იქამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოს ტერიტორია დაიკავა, რასაც პალესტინური მხარე ომის დანაშაულს უწოდებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×