თამთა ჩაჩანიძე
01.09.2023

„ოცნების" მიერ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მიუხედავად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპის ტურნე და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრები არ შეუწყვეტია, პირიქით, ის გერმანიის მერე ბრიუსელში გაემგზავრა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. სოციალურ ქსელში კი მოგზაურობისა და შეხვედრების ამსახველი ფოტოებიც ატვირთა

თამთა ჩაჩანიძე
01.09.2023

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს - მმართველმა გუნდმა 50 დეპუტატის დახმარებით ჯერ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს და თუ დარღვევა დადასტურდა, საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება, იქ კი პრეზიდენტის გადაყენებას კენჭი უნდა ეყაროს, რისთვისაც მინიმუმ 100 ხმაა საჭირო - საპარლამენტო უმრავლესობაში კი დღეს „ხალხის ძალის" ჩათვლით 84 დეპუტატია.

ნაზი ბერიძე
01.09.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია. რა ტიპის იარაღზე საუბრობს ზელენსკი - სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს „გრომ 2" ან „ნეპტუნის" სარაკეტო სისტემა რომელთა მოდერნიზებაზე უკრაინა დიდი ხანია მუშაობს. უკრაინელებს უჩნდებათ შესაძლებლობა მოსკოვსაც კი დაარტყან.

ნაზი ბერიძე
01.09.2023

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გალის რაიონში ენგურჰესის კომპლექსის საქმიანობას გაეცნო, და აღნიშნა რომ წელს უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე შარშან იყო. თუმცა, როგორც ექსპერტები „რეზონანსთან" ამბობენ, აფხაზეთში ელექტროენერგია ნომერ პირველი მოუგვარებელი პრობლემაა.

ელზა პაპოშვილი
31.08.2023

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 31 სარაკეტო და 66 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ჯარების პოზიციები და დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 53-ჯერ დაბომბა.

ელზა პაპოშვილი
31.08.2023

იტალიაში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, იტალიურმა პოლიციამ ქართველების 5 კაციანი ჯგუფი დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, სერიული ქურდობების ფაქტზე, სალერნოში ქართველების კარგად ორგანიზებული კრიმნალური დაჯგუფება აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ნაქურდალი საერთო ღირებულება 100 ათას ევროს აღემატება. დაჯგუფების სამიზნე ობეიქტებს კი მდიდრული სახლები და სავაჭრო ცენტრები წარმოადგენდა.

თამთა ჩაჩანიძე
31.08.2023

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას ევროკომისიის გზავნილი წამოეწია, რომელიც არ ეთანხმება ამ განცხადების შინაარსს, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის 2030 წლამდე უნდა მოემზადოს. ეს კი ანალიტიკოსებს იმის განცდას უტოვებს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების ვადებზე თავად გაერთიანებაში არაა ერთიანი პოზიცია.

ია აბულაშვილი
31.08.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას იწყებს. მმართველ გუნდში პრეზიდენტის ევროპული ტურნე უკვე შეფასდა როგორც კონსტიტუციის დარღვევა, რადგან მთავრობასთან შეთანხმება არ ყოფილა.

ნაზი ბერიძე
31.08.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით., თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება. მისივე თქმით, სექტემბერი შავი ზღვის ინიციატივასა და მშვიდობის ფორმულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე გახდება.

თამთა ჩაჩანიძე
31.08.2023

შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის ერთი თვეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, არეალი გაფართოვდა და შესაბამისი სამსახურები სტიქიის ეპიცენტრიდან 120 კმ-ის რადიუსში მუშაობენ. ორ დაკარგულ არასრულწლოვანს ამ დრომდე ეძებენ და როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე, იმის მცირე შანსი იქნება, რომ ცხედრები იპოვონ.

ნაზი ბერიძე
31.08.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთთან უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა გააფორმოს, რომელიც არ მოიცავს ყირიმის დაბრუნებას, არც ნატოში უკრაინის წევრობას. მას მიაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაა.

ელზა პაპოშვილი
30.08.2023

რა გახდა ბაღდათში სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანის  გაიგუდვსი მიზეზი ამის დადგენას გამოძიება ცდილობს, თუმცა, წინასწარი ვერსიით, 40 წლის და 70 წლის მამაკაცები ე.წ. ჭაჭის გაზმა გაგუდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცს სახლში სტუმრად მეზობლები ჰყავდა სურდა მათ ე.წ. ჭაჭით გამასპინძლებოდა. მას თან მეზობელიმ 70 წლის მამაკაცი გაჰყვა. ქვევრში ჯერ ახალგაზრდა ჩავიდა, ხოლო მეზობელი ზემოთ ელოდებოდა, რომ ჭაჭა მიეწოდებინა. როდესაც ქვევრში ჩასული ახალგაზრდა აღარ გამოჩნდა და არც მოხუცის დაძახებულზე ჰქონდა რეაგირება, ისიც ქვევრში ჩავიდა, თუმცა ე.წ. გაზმა ისიც გაგუდა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×