ელზა პაპოშვილი
28.02.2024

 

უკრაინა ავდიივკას დაკარგვის შემდეგ, "იბრძვის დაიკავოს თავდაცვითი პოზიციები" საკვანძო ქალაქთან ახლოს. დონეცკის აღმოსავლეთის სამ სოფელთან რუსული ძალები აძლიერებენ თავდასხმებს და უბიძგებენ უკრაინელებს დასავლეთისკენ გადაინაცვლონ. 

ოკუპანტები ზეწოლას  ფრონტის სხვა ნაწილებზეც ახორეციელებენ, მათ შორის კრემინასა და კუპიანსკის მახლობლად, რომლებზეც კონტროლი უკრაინულმა ძალებმა 2022 წლის შემოდგომაზე აღადგინეს.   

რუსული ძალები ამ ეტაპზე ინარჩუნებენ "ოპერატიულობის მაღალ ტემპს" დაპყრობილი ქალაქ ავდიივკას აღმოსავლეთ ნაწილში, რათა თავიდან აიცილონ უკრაინული ჯარების გადაჯგუფება და თავდაცვითი ხაზების აშენება. რუსეთის  ჯარები ცდილობენ „გამოიყენონ“ შესაძლებლობები, რაც ამ თვის დასაწყისში მთავარი ქალაქის ხელში ჩაგდებას მოჰყვა.  

უკრაინის სამხედრო სპიკერმა გუშინ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ გაზარდეს თავდასხმის ჯგუფების რაოდენობა თავდასხმები ფოკუსირებულია ავდიივკას დასავლეთით, "სადაც უკრაინულმა ძალებმა თავდაცვითი პოზიციები გაამაგრეს, რადგან არსებობს რუსული შეტევითი ოპერაციების ალბათობა.

ISW-ს ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სამხედრო პირები თავდაცვით ხაზებს სტაბილურად აძლიერებენ,სიტუაცია მაინც პრობლემურია. „რუსული ძალები, სავარაუდოდ, განაგრძობენ წინსვლის მცდელობებს, რათა უკრაინულ ძალებს  დასვენების საშუალება არ მისცენ. უკრაინა კი ცდილობს, რომ უფრო შეკრული და ძნელად შესაღწევი თავდაცვითი ხაზი ავდიივკას უშუალო სიახლოვეს შექმნას”,- წერს ომის შემსწვალელი ინსტიტუიტი.

გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, ტავრიის ოპერატიული და სტრატეგიული ძალების ჯგუფის მეთაურმა კი განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები „მტკიცედ იკავებენ“ თავდაცვით ხაზს. ხოლო რუსების ჯამურმა დანაკარგებმა დღის განმავლობაში 561 ადამიანი შეადგინა.  

მისი თქმით, ასევე განადგურდა შვიდი ტანკი, ცხრა საზენიტო იარაღი, ორი საარტილერიო სისტემა, ერთი საზენიტო მანქანა და 19 მანქანა. „გასული დღის განმავლობაში ტყვედ ჩავარდა კიდევ 11 ოკუპანტი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას", - დასძინა მან.

ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომით ცდილობს გადაწყვიტოს, როგორ უნდა არსებობდნენ ერები. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ყველა თავისუფალი ერისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა პუტინმა და მისმა რეჟიმმა  წააგონ“,-აცხადებს ის.

ვიცე პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ავდიივკას დაკავებით რუსეთი შეძლებს უკრაინას შეუქმნას პრობლემები დონეცკის მიმართულებით და ამ რეგიონის დაბრუნება დროში კიდევ უფორ გადავადდება. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დონეცკი აღმოსავლეთ ფრონტის გრავიტაციის მიმართულების ცნეტრია, როგორც სამხრეთისთვის ყირიმი. ამიტომ ორივე მხარისთვის ავდიივკა მნიშვნელოვანი ქალაქია.

„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ავდიივკას აღების შემდეგ აქვს კიდევ იმის რესურსი, რომ იმის იქით წავიდეს და სხვა ქალაქებიც აიღოს. ეს იქნება გრძელი და მომქანცველი ომი, რომელიც ნელი წინსვლით და მომქანცველი შეტევებით იქნება გაჯერებული. მე, მაგალითად უკრაინის კონტრშეტევასაც სერიოზულად ვერ განვიხილავდი, რადგან შეუძლებელია გადახვიდე მტერზე შეტევაზე, რომელიც რიცხობრივად სამჯერ მეტია შენზე.

„ახლა ამ ომში ორი მთავარი მიმართულებაა და ყველგან სრულიად სხვა სიტუაციაა.  აღმოსავლეთ ფორნტზე სხვა და სამხრეთ ფრონტზე სრულიად სხვა. მთლიანობაში უკრაინა უნდა იყოს თავადცვაში. თუმცა, გარკვეულ მიმართულებებზე მოუწევს შეტევაზე გადასვლა. იგივეს აკეთებს რუსეთი.

„ამიტომ, სტრატეგიულად რომ ვთქვაათ, რომელიმე მათგანი შეტევაში ან თავდაცვაში იმყოფება, სწორი არ გამოვა. მიმდინარეობს მაღალი ინტენსივობის ბრძოლები ყევლა მიმართულებაზე. მხოლოდ მაღალი ინტენსივობის ბრძოლის შედეგად შეუძლია უკრაინას რუსეთის თავდაცვაში  ბზარები შეიტანოს. ამით კი ისარგებლოს და რაღაცა ტერიტორიის ნაწილის დაკავება შეძლოს. ასე რომ, კონტრშეტევა დაიწყება და რუსებს გაყრიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან არასწორია“,-ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, სწორედ დიდი შეცდომა დაუშვა უკრაინამ, როდესაც ყველა მიმართულებაზე, ფრონტის ხაზზე შეტევა დაიწყო. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ამის რესურსი უკრაინას არ ჰქონდა. შექმნეს ფუჭი მოლოდინი, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა. ამიტომ მოხდა ის რომ ეს კონტრშეტევა ჩავარდა და სიტუაცია კრიტიკული გახდა. 

„ახლა რუსები რასაც აკეთებენ, არის ასეთი ტაქტიკა, რომ სამხრეთის მიმართულებაზე ააფეთქეს ნოვოკახოვკას ხიდი, რის შემდეგაც არიან თავდაცვაში გადასულები. ხოლო აღმოსავლეთში, სადაც უფრო  მეტი უპიარტესობა აქვთ, ახორციელებენ შეტევას, მომქანცველ ბრძოლებს. საზარბაზნე ხორცის ფასად, სადაც ძალიან დიდი მსხვერპლი აქვს, ყოველ დღე სადღაც 50 მეტრს იკავებენ. ხან წინ მიდიან და ხან უკან, რაღაცა წარმატების ილუზიას ქმნიან“,-ამბობს ბერიძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×