რეზონანსი
28.04.2024

ქუთაისის მერს და "ქართულ ოცნებას" ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო გაემიჯნა. საუბარია ქუთაისის მერიაში არსებულ საკონსულტაციო ორგანოზე. საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა რუსული კანონი ღიად დაგმეს. საერთო პოზიცია ასეთია:  ვერ დაუჭერენ მხარს ვერცერთ პროექტს, რომელიც დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს მტრებად აცხადებს.

საქართველოს პარლამენტს ქუთაისიდანაც მოსთხოვეს დღეს გაიწვიოს კანონი უკან და არ შეაჩეროს ქვეყნის ევროინტეგრაცია.

ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები ვაცნობიერებთ რა, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი და მათი ჩართულობა.

ვფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში ახალგაზრდული სფეროს და ეკოსისტემის განვითარებაში, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა არ შეიძლება იყოს დაუფასებელი და “უცხოური გავლენის ინტერესების გამტარი”.

ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ვემიჯნებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მოვუწოდებთ, მთავრობას და პარლამენტს, არ დაიშუროს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და არ დააყენოს ჩვენი ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ, რაც ქუთაისელი ახალგაზრდების გამოხატული ნებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×