რეზონანსი
28.04.2024

მისივე თქმით, თუ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში და ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები.

„დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. თქვენ რასაც მუშაობას ეძახით, ამ ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენც მოვუწოდებთ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. უნდა გაიხსნას ვიზა, გადაადგილება უნდა იყოს თავისუფალი - პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება. ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ არის დღეს, უნდა გაიხსნას და თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით - არა. უნდა გაიზარდოს ინვესტიციები, თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს.

ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე მეტია გასული და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს - დიახ, უნდა გადაიხედოს.

რა უნდა გადაიხედოს? - თავისუფალი ვაჭრობა? თავისუფალი საჰაერო მიმოსვლა თუ რა? და ამერიკელი ხალხის ფული საქართველოში სად მიდის ესეც უნდა გადაიხედოს და გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს ამას. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ამას გადავხედავთ, გამჭვირვალობის კანონს მივიღებთ და ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის საქართველოში, ყველაფერი გეცოდინებათ", - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა სანქციებზე, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისათვის ადამიანის დასანქცირება და "სიამოვნებით დაელოდება", რა სანქციას დაადებენ.

„მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისათვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს. დიდი სიამოვნებით დაველოდები, რა სანქციას დამადებენ ამ სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, რომ კანონმდებელი კანონის ინიცირებისთვის დაასანქცირეს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ინფორმაციით, 14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია". ამავე ცნობებით, სენატორების განცხადებით, თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, „იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს ინდივიდუალური სანქციები, ფინანსური დახმარების გადახედვა და სავიზო აკრძალვის გაფართოება".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×