ლაშა გელოვანი
29.02.2024

უკვე თვეებია, რაც ევროპელი ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ რეგულაციებით დაწესებულ შეზღუდვებს, რაც მათი ხარჯების მკვეთრ ზრდას იწვევს. ისინი ასევე აღშფოთებას ვერ მალავენ ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი უკრაინიდან, მათი აზრით არასამართლიანი კონკურენციის გამო.

გასულ კვირას გაზეთები აჭრელებული იყო პოლონელი ფერმერების პროტესტების ამსახველი ფოტოებით. აქტივისტებმა მთლიანდ გადაკეტეს საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტები. ყველაზე აგრესიულად განწყობილებმა კი გახსნეს და დაცალეს 10 მარცვლეულით დატვირთული ვაგონი, ზარალმა რამდენიმე ათეული ტონა შეადგინა.

სამშაბათს ფერმერთა დელეგაციამ სეიმის სპიკერსა და პრემიერის აპარატის ხელმძღვანელ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება არ მიღწეულა. 

„უბრალო ზოგადი საუბარი იყო. სამწუხაროდ, ვერაფერზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, გარდა დაპირებისა, რომ შეიქმნებოდა მრგვალი მაგიდა ფერმერებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. არაფერი, სიტყვების გარდა..., - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა სეიმში შეხვედრის შემდეგ.

მან დასძინა, რომ მისი აზრით, ფერმერები გააგრძელებენ პროტესტს და გზების გადაკეტვას.

"გაფიცვა გაგრძელდება, 6 მარტს ისევ შევხვდებით ვარშავაში, ვაგრძელებთ (გზების) გადაკეტვას პოლონეთში, არ დავტოვებთ ბარიკადებს", - აცხადებენ აქციიის მონაწილენი.  

გუშინ ფერმერების პროტესტ უკვე პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა. 

„ხვალ ვარშავაში სოფლის მეურნეობის სამიტი მოვიწვიე... მე შევხვდები ყველა საპროტესტო ჯგუფის ლიდერებს“, - განაცხადა ტუსკმა პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვართ ყველაზე პროუკრაინული ერი, როდესაც საქმე ეხება დახმარებას, მაგრამ ომის გამო ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემები ევროპაში ."

მან დასძინა, რომ უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდექტიის იმპორტის ლიბერალიზაცია პოლონეთისათვის მიუღებელოა. ტუსკს სურს, რომ იმპორტის ზედა ზღვარი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე არსებულ დონეზე განისაზღვროს. 

დონალდ ტუსკი აცხადებს რომ მზადაა უკრაინასთან კონსულტაციით საზღვართან დაკავშირებით მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებისათვის. „არ ვმალავ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინასთან საზღვრის დროებით ჩაკეტვაზე“, - განაცხადა მან.

დონალდ ტუსკი: " ჩვენ ვართ ყველაზე პროუკრაინული ერი, როდესაც საქმე ეხება დახმარებას, მაგრამ ომის გამო ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემები ევროპაში "

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა აღადგინოს სავაჭრო შეზღუდვები უკრაინის სურსათის იმპორტზე, რომელიც არსებობდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე.

”ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ომამდელ სავაჭრო წესებს და შემდეგ დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასთან მის ევროკავშირში შესვლისა და ერთიან ბაზარზე, ყველა რეგულაციებითა და წესებით, რომლებიც უნდა დავიცვათ”, - განაცხადა სიკორსკიმ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ვითარება შეიცვალა და ახლა უკრაინას კვლავ შეუძლია მარცვლეულის გაგზავნა შავი ზღვის გავლით. მისი ინფორმაციით,  მარცვლეულის ორი მესამედი, რომელიც ევროკავშირის საზღვარს კვეთს, პოლონეთში ხვდებოდა.

"მარტო პოლონელი ფერმერები ვერ შესძლებენ უკრაინასთან ევროკავშირის სოლიდარობის ტვირთის ზიდვას. ჩვენ ორივე უნდა შევძლოთ: გადავარჩინოთ უკრაინა და გადავარჩინოთ პოლონეთის სოფლის მეურნეობა", - დაასკვნა სიკორსკიმ.

რადოსლავ სიკორსკსი : „ჩვენ ორივე უნდა შევძლოთ: გადავარჩინოთ უკრაინა და გადავარჩინოთ პოლონეთის სოფლის მეურნეობა"

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ევროკავშირმა გააუქმა იმპორტის შეზღუდვები, რითაც უკრაინას წვდომა მისცა ევროპის 27 სახელმწიფოს საერთო ბაზარზე. დღეს კი ფერმერები უკრაინული საქონლისათვის საზღვრების კვლავ დაკეტვას ითხოვენ. 

1 მარტს პოლონელი ფერმერები ორი ახალი ბლოკადის დაწყებას გეგმავენ. ისინი პოლონეთ-გერმანიის სასაზღვრო პუნქტისა და ლიტვის საზღვარის ბლოკადას, სავარაუდოდ ერთ კვირით აპირებენ. გაფიცვება ასევე გაგრძელდება პოლონეთშიც.

"გაფიცვა გაგრძელდება, 6 მარტს ისევ შევხვდებით ვარშავაში, ვაგრძელებთ გზების გადაკეტვას პოლონეთში, არ დავტოვებთ ბარიკადებს", - აცხადებენ აქციის მონაწილენი.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×