რეზონანსი
27.04.2024

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივნის დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ვითომ მეგობრები საქართველოს არ პატიობენ დაუმორჩილებლობას, მშვიდობას და რეალურ დამოუკიდებლობას.

„დღეს შეშინებულნი არიან ჩვენი პარტნიორები გლობალური ომის პარტიიდან, საქართველოდან, მათ მუქარას კი ქართველი ერი ამაყად და ერთხმად უპასუხებს. მოსყიდვა და შავი ფული, შიში და მუქარა, წაუკითხაობა და უშინაარსობა ქვეყნის სუვერენიტეტს და ერის ღირსებას ვერ ჩაანაცვლებს.

ვითომ მეგობრები საქართველოს არ პატიობენ დაუმორჩილებლობას, მშვიდობას და რეალურ დამოუკიდებლობას, რომლის გარანტი დღეს პრინციპულ პოზიციაზე მდგომი ხელისუფლებაა, რომელსაც ზურგს საზოგადოება უმაგრებს. სწორედ ამაშია სხვაობა, როცა ქვეყანას უჭირდა, ყოფილი ხელისუფლება საკუთარი ჯარისა და საზოგადოების ზურგს ეფარებოდა და მალულად წითელ ხიდზე იპარებოდა. დღეს კი მშვიდობისა და ღირსების დასაცავად ხელისუფლება ჯარისა და საზოგადოების წინ დადგა მომხვდურთან პირისპირ და წინა ხაზის მიტოვებას არ აპირებს.

დღეს არა რომელიმე კანონი, არამედ მამული, ენა და სარწმუნოებაა დასაცავი, ის რასაც ჩვენი წინაპრები ყველაფრის ფასად იცავდნენ და დღემდე მოგვიტანეს. ახლა ჩვენი რიგია და ღირსებით აქამდე მოტანილს. ჩვენ შემდგომ თაობას დაცულს და უვნებელს გადავცემთ“, - წერს ხუნდაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×