თამთა ჩაჩანიძე
29.02.2024

ვლადიმირ პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღით ექმურება, ამბობს, რომ „შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება", თუ დასავლირი ჯარები უკრაინაში გამოჩნდებიან. პუტინმა ეს პასუხი მედიაში გავრცელებულ საფრანეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას მოაყოლა, სადაც ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" უკრაინაში ნატოს ჯარების შეყვანა გამორიცხავს და ამბობს, რომ პუტინის ყველა მუქარა პოპულისტურია და გათლილია რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე, და მიზნად ისახავს დასავლეთის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ წნეხს.

„ბოლო პერიოდი პუტინი თავისი მოსახლეობაზე მუშაობს. ბოლო მომაცემებით, რუსეთში 112 მილიონი ამომრჩეველია დაფისქირებული, ჩავთვალოთ, რომ ამდენი მილიონიანი ამომრჩევლის წინაშე დიდი პიარით გამოვიდა. ისიც აღნიშნა, რომ 2007 წელს რუსეთში 42 მილიონი ღარიბი იყო და ახლა 13 მილიონიაო, თქვა, რომ რუსეთი სტრატეგიულ შეიარაღების ომში არ ჩაერთვება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო და როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა, დასავლეთი რუსეთის დანგრევას ვერ ეღირსებაო - ესაა პოპულისტური განცხადებები, რომელიც არჩევნებზეა გათვლილი. მუქარაც როგორც ყოველთვის პოპულისტურია, ჯერ ერთი უკრაინაში არავითარი დასავლური და ნატოს ჯარების შეყვანა არ იგეგმება.

„დასავლურ მედიაში გაიჟონა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბირთვული დარტმების სცენარისთვის ემზადებიან, რისთვისაც სპეცისლური სწავლებები ხორციელდება, მათ შორის ჩინეთიდანაც ეხმარებიან, ესეც ალბათ კრემლის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ნაწილი იყო. მედიაში საუბარი იყო, რომ თუ რუსული ფლოტის 20% იქნება განადგურებული, განსაკუთრებით საუბარია წყალქვეშა ნავებზე, ისინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.

„რუსეთი, როგორც ჩანს, ნატოსთან შესაძლო დაპირისპირებას ითვალისწინებს, რადგან პუტინმა სწორედ გუშინ ორი ახალი სამხედრო სტრატეგიული ოლქი შექმნა - ლენინგრადის და მოსკოვის. საბჭოთადროინდელი სამხედრო დოქტრინის პრინციპი აღადგინა, როცა მოსკოვი და ლენინგრადის სამხედრო ოლქები ნატოს ძალების წინააღმდეგ იყო, მათ შორის ბირთვული შეკავების კონტექტშიც განიხილებოდა მოსკოვის განსაკუთრებული სამხედრო ოლქი, სადაც იქნებოდა კონცენტრირებული სამხედრო ეშელონიზირებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ამასთან დაკავშირებით პუტინმა საბჭოური ტერმინიც გამოიყენა.

„შესაძლოა ახალი ცივი ომი ცხელ ფაზაში გადავიდეს, თუმცა პუტინის განცხადებები ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რადგან იცის, რომ დასავლეთთან შეჯახება პირიქით მას დააზარალებს. არც დასავლური ჯარები არ შევლენ უკრაინაში, ჩემი აზრით, მაკრონის განცხადება რუსული პრესის მანიპულაციის შედეგია, მაკრონმა თქვა, რომ თუ ნატოს რომელიმე სახელმწიფოზე მოხდება დარტყმა, მაგალითად სუვალკის დერეფნიდან და ეს რუსულ მედიებმა კარგად გამოიყენეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

პუტინმა 29 თებერვალს ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქმედებები და განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტის საფრთხეს ქმნის.

„დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი ნამდვილად ქმნის ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტისა და ცივილიზაციის განადგურების საფრთხეს. განა ისინი ამას ვერ ხვდებიან?!" - აღნიშნა პუტინმა რუსეთის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, თუ ნატო უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, ამას დასავლეთისთვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვება.

„გვახსოვს მათი ბედი, ვისაც ოდესმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტინგენტი გამოუგზავნია, მაგრამ ახლა შედეგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება", - თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" რუსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

„დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლო თავის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას იცავს, თავისი თანამემამულეების სიცოცხლეს დონბასსა და ნოვოროსიაში, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ერთობას, სამშობლოს ერთგულებას, მის ბედზე პასუხისმგებლობას ეკუთვნის.

„ეს თვისებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისშივე ნათლად და ცალსახად გამოიხატა, როცა მას მხარი რუსი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. მიუხედავად ყველა განსაცდელისა და დანაკარგებისა, ხალხი ამ არჩევანში მტკიცეა", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×