რეზონანსი
27.04.2024

სენატორებმა ისიც არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში" სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„სააკაშვილმა 2006 წელს ფაქტობრივად დაშალა ყველა მოლაპარაკების ფორმატი [რუსეთთან] და გადავიდა გარკვეულ სტრატეგიულ გეგმაზე, რომლითაც ისარგებლა რუსეთმა. ეს არ იციან ამ სენატორებმა, რომლებიც დღეს წერილს აგზავნიან. სენატორებმა ისიც არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი. ისიც არ იციან, რომ სააკაშვილმა ხელი მოაწერა იმას, რომ რუსეთმა კი არ დააშავა, საქართველომ დააშავა და ამიტომ, რუსეთი იძულებული გახდა საპასუხო ნაბიჯები გადმოედგა", - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×