ნაზი ბერიძე
11.01.2024

უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერს არ დასწევს, რაც არაერთ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში მოხვედრის სერიოზულ პრობლემას უქმნის, რადგან წინა არჩევნებზე ბევრმა მათგანმა 3%-ზე ცოტათი მეტი აიღო და ამის შედეგად მოხვდა პარლამენტში. ბევრი ავტორიტეტული გამოკითხვაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბარიერს ორი პარტია ძლევს - „ოცნება" და ენმ, გახარიას პოლიტიკურ ძალას კი ამის სერიოზული შანსი აქვს. დანარჩენების შანსები, რბილად რომ ვთქვათ, მცირეა.

ნაზი ბერიძე
11.01.2024

ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს და სურვილს გამოთქვამს, ორივე მხრიდან კითხვები დაისვას. თუმცა სახელისუფლებო გუნდში გამორიცხავენ, რომ ივანიშვილი გახარიას რამე მნიშვნელოვან საკითხზე ეკამათოს. იმას, რომ ეს დებატები არ შედგება, „რეზონანსთან"პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც ადასტურებს.

ნაზი ბერიძე
11.01.2024

სახელისუფლებო გუნდი რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების კანონპროექტზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში მის დაინიცირებას აპირებს. როგორც „ოცნებაში" აცხადებენ, ეს ცვლილება შესაბამისობაშია ევროკავშირის ბევრი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, პოლონეთის, საბერძნეთისა თუ იტალიის კანონებთან. თუმცა ამით რამდენად დავუახლოვდებით ევროკავშირს, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ამას ვენეციის კომისია გადაწყვეტს.

ქეთო გოგოხია
10.01.2024

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან დაკავშირებული რეგულაცია დაწესდა ისე, რომ არც სექტორი, არც მძღოლები ამისთვის რეალურად მზად არ იყვნენ. მიუღებელია პირობები, რის დაკმაყოფილებაც მძღოლებს უწევთ, მათ შორის, საგზაო მონაკვეთებთან დაკავშირებითაც. როგორც აღმოჩნდა, საავტომობილო მნიშვნელობის გზაბის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და შესულია ბევრი ისეთი ზონა, სადაც, წესით, აკრძალვა არ უნდა მოქმედებდეს.

ნაზი ბერიძე
10.01.2024

როგორ აღიქვეს დასავლეთში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაშ დაბრუნება და ჩათვლის თუ არა ევროკავშირი ამას დეოლიგარქიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციაზე ივანიშვილის ყოფნა დეოლიგარქიზაციას არ უზრუნველყოფს. თუმცა, ამავდროულად, საბოლოოდ იგი შესაძლოა დასავლეთისათვის მისაღები ფიგურა აღმოჩნდეს, როგორც საქართველოში სტაბილურობისა და ურყევი ვეროპული კურსის შენარჩუნების გარანტი.

გვანცა წულაია
10.01.2024

საქართველომ 2023 წელი პოზიტიური ეკონომიკური შედეგით ჩახურა და რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის იმიჯის შენარჩუნება მოახერხა. განახლებული პროგნოზით კი, სამომავლოდაც ფართო რეგიონის მასშტაბით საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. მსოფლიო ბანკი ახალ ანალიზს ქართველი ეკონომიტები იზიარებენ.

ელზა პაპოშვილი
10.01.2024

უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარება რუსების სასარგებლოდ იცვლება და შესაძლოა ახლო მომავალში მათ მასშტაბური კონტრშეტევაც წამოიწყონ. ამის შესახებ „რეზონანსთან“ სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ. მათი შეფასებით, ბოლო დღეების მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ რუსებს უკვე ხარკოვის დაკავების ამბიციაც გაუჩნდათ. ამას გარდა, მათი მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავება.

ელზა პაპოშვილი
10.01.2024

თბილისში ცოლის საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  როგორც ირკვევა,  მკვლელობის ფაქტს ბრალდებულის მამაც შეესწრო და სავარაუდოდ, ის არის ოქროს მოწმე, რომელმაც ზუსტად იცის რა მოხდა საბედისწერო ღამეს. 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე საწოლში მძინარე მოკლა. მას შვილთან ერთად ეძინა, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე სახლში დაბრუნდა და დანით არაერთი მძიმე ჭრილობა მიაყენა. შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. 

ნაზი ბერიძე
10.01.2024

იანვარში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა უნდა შეამოწმოს და მათი დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის საფუძველი გახდეს. ამ შემოწმებამდე ორიოდე კვირით ადრე კი ექსპრეზიდენტმა, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, უარი თქვა თავის სასამართლოზე დისტანციურად ჩართულიყო, რაც ბოლო თვეების განმავლობაში პირველად მოხდა.

გვანცა წულაია
09.01.2024

გასულ 2023 წელს მსოფლიოში სურსათი დაახლოებით 14%-ით გაიაფდა. ასეთია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიში. საქართველოში კი შარშან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ძირითადი მოხმარების პროდუქტების ფასები მაინც `მაღლა დარჩა”. ამასთან ერთად, სპეციალისტები ამბობენ, რომ ადგილობრივ წარმოებაში პრობლემებია, რასაც დროულად მიხედვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპორტზე დამოკიდებულება ვერ შემცირდება.

გვანცა წულაია
09.01.2024

მსოფლიოში ნავთობის გაიაფების ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა. ღირებულების კლება საკმაოდ თვალში საცემია ბოლო თვეებში. თითქმის სამთვიან მონაკვეთში ფასი დაახლოებით 22%-ითაა შემცირებული. ეს მაშინ, როდესაც ოქტომბრის დასაწყისში ნავთობი თითქმის 100 დოლარი ღირდა. სპეციალისტების მოლოდინით, შავი ოქრო კიდევ გაიაფდება. საინტერესოა, როგორი აისახება მსოფლიო ტენდენცია საქართველოზე?

ნაზი ბერიძე
09.01.2024

6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს. რა შეიძლება მოხდეს ამ დღეს? რა სიურპრიზებს და დემარშებს უნდა ველოდოთ პრეზიდენტისგან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციისაგან? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს დღე ექსესების გარეშე არ ჩაივლის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×