ირმა ჩიტაია
18.01.2024

წითელი ზღვის ჩაკეტვამ ტვირთების გადაზიდვის კუთხით დიდი დაბრკოლება შექმნა, რაც უკვე ბოლო დროის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები ალტერნატიული მარშრუტებით ხელმძღვანელობენ, რამაც დროისა და მანძილის კუთხით მეტი ფინანსური ხარჯი მოითხოვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შექმნილი ვითარება საერთაშორისო ბაზარზე ფასების რყევებს გამოიწვევს და რიგი პროდუქტების გაძვირებაც გარდაუვალი იქნება.  საქართველოში პრობლემა, ამ ეტაპზე, ნაკლებად აისახება, მაგრამ დროთა განმავლობაში გვერდს მაინც ვერ ავუვლით. 

თამთა ჩაჩანიძე
18.01.2024

საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ევრაზიის ახალი განთიადი?"

ნაზი ბერიძე
18.01.2024

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერებს მოუწოდა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, ნატოს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. როგორც პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, ეს იქნება მთელი ცივილიზებული სამყაროს მარცხი და ამასთან ამერიკის რეიტინგის დაქვეითებაც მსოფლიოში, რაც რადიკალურ ჯგუფებს კიდევ უფრო გააქტიურებს.

თამთა ჩაჩანიძე
18.01.2024

გახარიასა და „ოცნებას" შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება - ყოფილმა პრემიერმა ბოლო განცხადებაში „ოცნების" ლიდერებს „პატარა მშიშარა ბიჭები" უწოდა, რასაც მმართველი პარტიიდან მყისიერი პასუხი მოჰყვა, რომ გახარიას „ბოლოდროინდელი განცხადებები არის სპეკულაცია, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს". ანალიტიკოსთა შეფასებითაც, მწვავე განცხადებები შესაძლოა საარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყო.

ნაზი ბერიძე
18.01.2024

ოთხშაბათს ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით (565 ხმით 26-ის წინააღმდეგ) მიიღო რეზოლუცია, რომელიც კომუნისტური ჩინეთის გავლენისგან გათავისუფლების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს რთულ სიტუაციში აგდებს საქართველოს, რომელიც ორივე ამ გლობალურ ძალასთან თანამშრომლობს და თანაც წარმატებულად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. როგორც პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, ძალიან მოქნილი დიპლომატია უნდა აწარმოოს, რათა არც ერთ მხარესთან არ გაიფუჭოს ურთიერთობა.

თამთა ჩაჩანიძე
18.01.2024

დავოსის ფორუმის ფარგლებში, ღარიბაშვილმა იუსაიდის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ", სადაც ასევე მონაწილეობდნენ Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში მუდრიკ სორაღა.

ქეთო გოგოხია
17.01.2024

ეროვნული ბანკი ლარიზაციის ხელშესაწყობად რეგულაციებს აგრძელებს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სავალუტო სესხის 300 000-იანი ზღვარის დადგენა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს და თამასა კიდევ უფრო ასწიონ. თავის დროზე რა ეფექტი მოიტანა 200  000-ლარიანმა ზღვარმა, ამაზე სექტორში საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ კვლევა მიმდინარეობს. რაც  შეეხება ბოლო ცვლილებას, ლარიზაციის კუთხით ცალსახად დადებით გადაწყვეტყვეტილებად ფასდება. ექსპერტების რეკომენდაციაა, იგივე მიდგომა დამკვიდრდეს ობლიგაციებთან დაკავშირებითაც, რომელიც მთლიანად დოლარშია დენომინირებული.

გვანცა წულაია
17.01.2024

საქართველოს მთავრობის დელეგაცია დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკური ფორუმში იღებს მონაწილეობას. საქართველო წლევანდელ ფორუმს განსხვავებულ რანგში ხვდება, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას გულისხმობს. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გამოდგეს ქვეყნისთვის დავოსის ფორუმში მონაწილეობას და რას უნდა ველოდოთ მისი დასრულების შემდეგ.

ელზა პაპოშვილი
17.01.2024

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, მტრის შეტევა განსაკუთრებით ინტენსიური სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებითაა, სადაც რუსული ჯარი უკრაინის გამაგრებების დაკავებას უშედეგოდ ცდილობს.

თამთა ჩაჩანიძე
17.01.2024

ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აქამდე გამოქვეყნებულ კვლევებში 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს, თუმცა, საუბარია იმაზე, რომ შეიძლება უახლოეს დღეებში ოპოზიციურ ველზე ახალი კონფიგურაციები ვიხილოთ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ყველა იბრძოლებს იმისთვის, რომ რეიტინგი გაზარდოს, თუმცა, წარმატების მისაღწევად და „ოცნების" რეალური კონკურენციისთვის ისეთი ფორმულაა მოსაძებნი, რომელიც ელექტორატს დაანახებს თუ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია რეალურად რას აპირებს.

ნაზი ბერიძე
17.01.2024

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინას სახელმწიფოებრიობის გაქრობით ემუქრება და შესაბამის მიზეზად ფრონტზე არსებული ძალთა თანაფარდობა მოჰყავს - „თუ მომავალშიც გაგრძელდება ის, რაც ახლა გრძელდება, ის რასაც ახლა აქვს ადგილი. და ახლა ეს სრულიად აშკარაა, არა მხოლოდ ჩავარდა მათი კონტრშეტევა, არამედ ასე გრძელდება, მაშინ უკრაინულმა სახელმწიფოებრიობამ შეიძლება აღუდგენელი, ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღოს,"-თქვა პუტინმა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა ე.წ. „სამშვიდობო დიალოგის" დამბლოკველ მოთხოვნებს გულისხმობს.

თამთა ჩაჩანიძე
17.01.2024

2023 წელს საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სტატუსის მონიჭების თვალსაზრისით, თუმცა, შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად ევროკომისიის მიერ შემუშავებული 9 პუნქტთან დაკავშირებით რეფორმებია გასატარებელი და თუ ქვეყანამ საკითხები პირნათლად შეასრულა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება წლის ბოლოს მიიღოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×