ელზა პაპოშვილი
22.01.2024

თელავის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ერთმა პირმა სამ თანასოფლელს სანადირო თოფიდან ესროლა. ისინი, მიღებული ჭრილობებით, თელავის რეფერალურ და ყამბარაშვილის კლინიკებში გადაიყვანეს. დაჭრილებს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

ქეთო გოგოხია
22.01.2024

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ფონზე შექმნილი კრიზისის გამო, შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო იზრდება. თითქმის ყველა პირობაა, რომ გადაზიდვებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდეს, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება გარკვეულ სიძნელეს წარმოადგენს. არადა, რიგი ქვეყნების მხრიდან ინტერესი დიდია და განსაკუთრებით  ჩინური კომპანიები აქტიურობენ. როგორიც არ უნდა იყოს მდგომარეობა, ფაქტია, რომ დამატებითი ტვირთები მაინც წამოვა, მით უმეტეს, რომ რკინიგზის მოდერნიზება უკვე მიმდინარეობს.

ელზა პაპოშვილი
22.01.2024

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, მტრის შეტევა განსაკუთრებით ინტენსიური სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებითაა, სადაც რუსული ჯარი უკრაინის გამაგრებების დაკავებას უშედეგოდ ცდილობს.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2024

არჩევნებამდე ცხრა თვეა დარჩენილი, თუმცა ელექტორატის დაახლოებით ნახევარს კვლავ ვერ გადაუწყვეტია, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცეს ხმა. ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეული მონახაზები თანდათან იკვეთება, თუ როგორ შიძლება წარსდგნენ არჩევნებში, აქტიურად ემზადება „ოცნებაც". როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ჯერჯერობით ჰორიზონტზე ის ძალები არ აქტიურობენ, რომლებიც ამ ამომრჩეველს წაიყვანს, თუმცა, პერსპექტივა არის.

ქეთო გოგოხია
22.01.2024

მთის კურორტებისთვის ამინდი მაქსიმალურად ხელსაყრელია და ფაქტობრივად,  ყველა პირობაა წარმატებული სეზონისთვის, თუმცა იქ არსებული ფასები დიდ პრობლემად იქცა. ამ მხრივ განსაკუთრებით გუდაური გამოირჩევა. კურორტის მომსახურების ტარიფებმა ბოლო დღეების განმავლობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და დღესაც გრძელდება მხარეებს შორის დავა - რამდენად გამართლებულია მაღალი ფასები გუდაურში. ეს უკვე გარკვეულ პროტესტს იწვევს და არათუ ადგილობრივი ტურისტები, უკვე უცხოელებიც კი უარს ამბობენ გუდაურში დასვენებაზე.

ნაზი ბერიძე
22.01.2024

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაუშვებს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2024

2023 წელს საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. ანალიტიკოსთან შეფასებით, ამის მთავარი მიზეზი უფრო ეკონომიკური საკითხებია და არაა გამორიცხული, რომ საცხოვრებლად უფრო ხელსაყრელი ადგილი იპოვეს, ან რუსეთში ისეთ საფრთხეს აღარ ხედავენ, როგორც უკრაინაში ომის დაწყების დროს იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შსს-ს სტატისტიკისვე თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა დიდი ნაკადი განსაკუთრებით 2022-23 წლებში იყო.

ნაზი ბერიძე
22.01.2024

საქართველო უცხოელთათვის თავშესაფრის საძიებლად კვლავ მიმზიდველ ქვეყნად რჩება და ამ მხრივ გეოგრაფიაც საინტერესოა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს სურთ აქ დარჩენა და რა არის მათი მთავარი მოტივაცია საამისოდ. გასული წლის ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 316 პირია აღრიცხული, საიდანაც 61 ირანის მოქალაქეა, 50 თურქეთის, 31 უკრაინის, 29 პაკისტანის, 16 ეგვიპტის, 16 რუსეთის.

თამთა ჩაჩანიძე
21.01.2024

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ თუკი კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი უახლოეს დღეებში არ დაამტკიცა, ომი შესაძლოა რამდენიმე კვირაში რუსების გამარჯვებით დასრულდეს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს და იქვე დაკონკრეტებულია, რომ უკრაინულ არმიას მალე შესაძლოა საარტილერიო ჭურვებისა და ჰაერსაწინააღმდეგი თავდაცვის საშუალებების კრიტიკული დეფიციტი შეექმნას. სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს როგორც რეალური პროგნოზი, ისე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ერთგვარი ზეწოლა კონგრესზე, რომ დახმარების პროექტი დაამტკიცონ. კონგრესში რესპუბლიკების მხრიდან დახმარების დაბლოკვა კარგს არაფერს მოიტანს, როცა საწორზე უკვე ევროპისა და მთლიადან დასავლეთის უსაფრთხოება დგას.

ელზა პაპოშვილი
21.01.2024

არის თუ არა მოსალოდნელი „ქართულ ოცნებაში“ და ზოგადად ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები? ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციაში და შესაძლოა, ხელისუფლების გარკვეულ ნაწილშიც გაჩნდა მოლოდინი, რომ ის ასეთ ცვლილებებს გეგმავს. ამის საბუთად კი ოპოზიციას კორუფციაზე მისი მინიშნება მოჰყავს. მათი თქმით, ივანიშვილს ეს შემთხვევით არ გაუკეთებია.   

ნაზი ბერიძე
21.01.2024

მომავალ კვირაში „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერისა და მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მიზეზი კალაძის მიერ 17 იანვარს გაკეთებული განცხადებაა. მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე „პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო". მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში ამ სარჩელს და რას მოუტანს ეს სასამართლო პროცესი ხელისუფლებასა და ოპოზიციას?

ნაზი ბერიძე
21.01.2024

ხელისუფლებას მზად აქვს ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმა, თუმცა საბოლოოდ ჯერ არ გადაუწყვეტია რა ფორმატში წარიმართება მუშაობა - სამუშაო ჯგუფებში, თუ საპარლამენტო კომიტეტებში. ეს კი ოპოზიციის კრიტიკასა და უკმაყოფილებას იწვევს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუკი ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაზე, ამით, ერთის მხრივ, დასავლელი პარტნიორების კრიტიკასაც დაიმსახურებს და მეორეს მხრივ, წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას" ქულების დაწერის საშუალებას მისცემს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×