ნაზი ბერიძე 23.11.2023

ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი არც „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს და არც ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას. შესაბამისად, ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციის მთავარი მიზანი სწორედ ე.წ. „შუაშისტების" გადაბირებაა. ასე იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, თუმცა, მთავარი სწორედ ისაა - ვინ და როგორ მოახერხებს „შუას შეკრებას".
|
გვანცა წულაია 22.11.2023

მალე ზამთრის ტურისტული სეზონის დაიწყება. თეთრი სეზონის მოახლოებასთან ერთად, სასტუმროებში ნომრები ნელ-ნელა იჯავშნება, თუმცა მიმდინარე ეტაპზე არც ისე აქტიურად, რადგან სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი. წლევანდელ ზამთარშიც ვიზიტორებს მეზობელი სახელმწიფოებისგან ელიან. აქტიურად იქნება ადგილობრივი დამსხვენებლებიც.
|
გვანცა წულაია 22.11.2023

რუსეთი ბენზინის შემდეგ აკრძალვას დიზელის ექსპორტზეც აუქმებს. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო საწვავის იმპორტს კვლავ მეზობელი სახელმწიფოდან დაიწყებს. ევროპულ საწვავთან შედარებით, ბენზინის შესყიდვა დაბალ ფასად მოხდება და ამას საქართველოში გაიაფება მოჰყვება.
|
ნაზი ბერიძე 22.11.2023

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა შედარებით დაარბილა უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის რეგულაციები და ამიერიდან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ, იქ მუშაობა არ აეკრძალებათ, როგორც ეს საწყის დოკუმენტში იყო განსაზღვრული.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.11.2023

ენმ-ს დიდ შეკრებამდე საათებით ადრე საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა შინაარსის მანიფესტსზე ეპატიჟება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებს, რომელბამც ხელი უნდა მოაწერონ. როგორც მანამდე ცნობილი გახდა, „ნაცმოძრაობა" 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს აღნიშნავს, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ პარტიაში შექმნილი ვითარების გამო არ ეზეიმებათ. ხელისუფლება კი საერთოდაც ამას თავხედობაში უთვლის.
|
ნაზი ბერიძე 22.11.2023

კარგი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერზე სპეკულაციების ნაცვლად, ერთ და ორპროცენტიანი პარტიები გაერთიანებაზე და ამ გზით ბარიერის გადალახვაზე იფიქრებენ, აცხადებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, ზოგადად ოპოზიცია იმდენად დისკრედიტირებულია, რომ არჩევნებზე შესაბამის შედეგს მიიღებენ და არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.11.2023

მას მერე, რაც „ოცნებამ" ბარიერის დაწევაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა გამოსავლის ძებნა დაიწყეს. ბოლო ინიციატივა „გირჩმა" წამოაყენა, რომ შედარებით მცირე ჯგუფებს შორის დებატები და საჯარო პოლიტიკური დისკუსიის პროცესი დაიწყოს და ამის შედეგად, რა გაერთიანებაც „გამოდნება, ის იქნება ლეგიტიმური". მანამდე ოპოზიციონრემა დეპუტატმა რომან გოცირიძემ თქვა, რომ ენმ-სა და გახარიას პარტიის გამოკლებით, უნდა შეიქმნას დიდი გაერთიანება, „კონსულტაციები კი იანვრიდან დაიწყება".
|
თამთა ჩაჩანიძე 22.11.2023

ნებისმიერ გაერთიანებას შემკვრელი ფაქტორი სჭირდება, ასეთი ფაქტორში მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვხედავ. ის შესაძლოა შემკვრელად გამოდგეს, სადაც იქნება „ლელოც", გახარიაც, ელისაშვილიც, გოცირიძე-დეკანოიძე და ბევრი სხვა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, წვრილი ოპოზიოციური პარტიების გამოსავალზე საუბრისას.
|
თიკა სიბოშვილი 21.11.2023

საქართველოში ბინების გაქირავება-გაყიდვის ბაზარზე არსებული ფასები, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. მიზეზები, რის გამოც ქირის ფასი იზრდებოდა შედარებით აღმოფხვრილია და ბოლო პერიოდში გადასახადი 5-10%-ით შემცირდა. როგორც კვლევებზე დაყრდნობით დგინდება, 2024 წლიდან გასაქირავებელი ფასის შემცირდებას კიდევ უნდა ველოდოთ. "რეზონანსი" დარგის სპეციალისტებს ესაუბრა და გაარკვია მოსალოდნელია თუ არა მომავალი წლიდან ტარიფების ჩამოსვლა რეალურ ნიშნულამდე.
|
ნაზი ბერიძე 21.11.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულ „სანთან" ინტერვუში უკრაინელ გენერლებს აფრთხილებს, რომ პოლიტიკაში მათი ჩართვა ქვეყნის ერთიანობას რისკის ქვეშ აყენებს. ნათელია, რომ ზელენსკი გენერალური შტაბის უფროს ვალერი ზალუჟნის გულისხმობს, რომელმაც გახმაურებულ ინტერვიუში დასავლურ მედიასთან თქვა, რომ სიტუაცია ფრონტზე ჩიხშია შესული, რაც რუსეთს აძლევს ხელს. ზელენსკი კი ამას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ სტრატეგიული უპირატესობა უკრაინის ჯარის მხარეზეა.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.11.2023

წვრილი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ თუ „ოცნება" არჩევნებისთვის ბარიერს არ დასწევს, გეგმა „ბ"-თი იმოქმედებენ. არჩევნებამდე 11 თვით ადრე გამოქვეყნებული კვლევებით და პოლიტიკური მოცემულობით 5%-ს უპრობლემოდ ორი პარტია ლახავს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ბარიერთან ახლოს მყოფმა ჯგუფებმა წინასაარჩევნო კამპანია შინაარსიანად წარმართეს, არაა გამორიცხული, რომ პარლამენტში მინიმუმ ოთხი პარტია შევიდეს - „ოცნება", ენმ, გახარიას „საქართველოსთვის" და „ლელო".
|
გვანცა წულაია 21.11.2023

საქართველოს მთავრობა სამშენებლო ამნისტიის პროექტს ამზადებს, რომელიც მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება. საკუთარ მიწაზე უკანანოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების დაკანონებას მოქალაქეები მალე შეძლებენ, თუმცა ეს მხოლოდ მათთვის, ვინც მშენებლობის დასრულებას 2024 წლის პირველ იანვარმდე მოასწრებს. მთავრობაში დარწმუნებულნი არიან, რომ პროექტი უკანონო მშენებლობას არ წაახალისებს, თუმცა იგივეს არ ფიქრობენ სპეციალისტები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|