გვანცა წულაია 26.09.2023

სებ-ში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ეროვნულ ბანკს დოლარი გამოაქვს გასაყიდად, თუმცა ინტერვენციების ბოლომდე ათვისება ვერ ხერხდება და ამასობაში კურსი მაღალ ნიშნულზე რჩება. საბანკო სფეროს სფეციალისტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კომერციული ბანკების მხრიდან სპეკულაციას აქვს ადგილი. სებ-ი ცდილობს გაცვლითი კურსი რეალურ წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნოს, მაგრამ მას ამაში ეწინააღმდეგებიან.
|
თიკა სიბოშვილი 26.09.2023

საქართველოდან რუსეთში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. ცვლილებებზე საუბარი უკვე კარგა ხანია მიდის და იმპორტიორებზე ეს გარკვეულწილად მაინც იმოქმედებს. სექტორის წარმომადგენლების თქმით, ქართული ბაზარი დაახლოებით 5%-ს დაკარგავს, რაც დიდი დანაკლისი არ იქნება. "რეზონანსი" დაინტერესდა რა ხდება რეალურად ახლა ადგილობრივ ბაზარზე და ახლო მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები.
|
ელზა პაპოშვილი 26.09.2023

უმძიმესი დანაშაული ბოლნისში - მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, რა დროსაც შემთხვევით საკუთარი არასრულწლოვანი შვილი დაჭრა, რომელიც დედის დახმარებას ცდილობდა, შემდეგ კი, როცა გააცნობიერა რა ჩაიდინა, დანით თვითმკვლელობა სცადა. ის ახლა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება.
|
თამარ ვეფხვაძე 26.09.2023

გარემო ფაქტორებიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა შავი ზღვის წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს აკვატორიაში. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.
|
ნაზი ბერიძე 26.09.2023

ყარაბაღის მოვლენებს ცხინვალსა და სოხუმში შეშფოთებით ადევნებენ თვალს. სეპარატისტული რეჟიმების განხილვის მთავარი საგანია ახალი, შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობა რეგიონში და მათი პერსპექტივა ასეთ ვითარებაში. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ მსჯელობისას ხშირად საუბრობენ მოვლენების განვითარების ორ შესაძლო სცენარზე, რომელიც, სეპარატისტთა შეფასებით, საკმაოდ რეალურია და რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.09.2023

პარტიამ „საქართველოსთვის", პარლამენტში შს მინისტრის ინტერპელაციის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა და შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას კომსიის შექმნისათვის საჭირო 50 ხმის მოგროვება არ გაუჭირდება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიციას მაინც გაუჭირდება „ოცნების" პოლიტიკურ პასუხისმგებლობამდე მიყვანა.
|
ქეთო გოგოხია 25.09.2023

საქართველოში მსყიდველუნარიანი ტურისტების დიდი სიმცირეა. ტენდენციაზე სექტორის წარმომადგენლები დაუფარავად საუბრობენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა. ტარიფები კი იმდენად მაღალია, რომ ადგილობრივი დამსვენებლები მშობლიურ კურორტებს უკვე ქვეყნის გარეთ დასვენებას არჩევენ, მათ შორის უკვე საბერძნეთსა და ბულგარეთშიც კი. რაც შეეხება ეგვიპტესა და თურქეთს, ტარიფები ამ ქვეყნებში გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში.
|
ქეთო გოგოხია 25.09.2023

ინფლაცია მომდევნო პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს. ამის ერთ-ერთი მთავარი საფუძველკი ნავთობპროდუქტების გაძვირებაა, რაც ინფლაციურ მაჩვენებლებშიც აისახება და საკმაოდ უარყოფითადადაც. ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში საწვავი მკვეთრად ძვირდება. რუსეთის მხრიდან იმპორტის შეზღუდვა ბაზარზე არსებულ ფასებზე სამომავლოდაც იმოქმედებს. მოლოდინია, რომ შესაძლოა, საწვავი დაახლოებით კიდევ 20-25 თეთრით გაძვირდეს, თუკი მიწოდების იაფი წყარო სრულად დაიკეტება. ცხადია, ცვლილება მოსალოდნელია ინფლაციის მიმართულებითაც.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2023

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელზე თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული მისი ყოფილი თანამშრომლის შვილი, ანრი მილორავა დაესხა თავს. ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ყოფილ პოლიციელზე თავდასხმა შურისძიების მოტივით განიზრახა. თუმცა რა არის ეს მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. თავად ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი თავდაცვის მიზნით დაჭრა, ამბობს, რომ მას არ იცნობს და მხოლოდ ის იცის, რომ მისი ყოფილი თანამშრომლის შვილია. ხოლო მამის დაკრძალვის შემდეგ ის არ უნახავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.09.2023

ბოლო პერიოდში სოციოლოგიური კვლევები არ გამოქვეყნებულა და და ჯერჯერობით უცნობია მოცემულ მომენტში რა რეიტინგი აქვთ პოლიტიკურ ველზე მყოფ აქტორებს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დღეისათვის „ქართული პოლიტიკა გაღარიბებულად გამოიყურება" და თუ პოლიტიკური ჯგუფები სათანადოდ არ გააქტიურდნენ, 2024 წელს არჩევნებზე ორი-სამი პარტიის გარდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2023

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
|
ქეთო გოგოხია 25.09.2023

რთველი 2023 პიკურ ფაზაში შედის. ამ დროისთვის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. მთავრობის მხრიდან ყველა წინაპირობაა, რომ წლევანდელი შემოდგომა საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. მიმდინარე ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|