თამთა ჩაჩანიძე
08.12.2023

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ არჩევნებისთვის გააქტიურება „ოცნების" მწვავე კრიტიკით დაიწყო. დასძენს, რომ 20 ივნისის მოვლენებს თავის თავზე იღებს, თუმცა კვლავ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა, ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება. ამ დრომდე „საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, რომ 2024 წლისთვის არცერთ პარტიასთან ალიანსს არ აპირებენ, თუმცა ანალიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ თუ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, გახარია მასთან ალიანსს დათანხმდება.

ნაზი ბერიძე
08.12.2023

კანდიდატის სტატუსის მიღებამ, რომელიც შეიძლება ითქვას, „ჯუვეში გვქონდა", შეიძლება მარტამდე გადაიწიოს. თუმცა ამაში დამნაშავე არც საქართველო იქნება და არც გაფართოების პაკეტში შემავალი რომელიმე ქვეყანა - ეს უნგრეთის პოზიციას უკავშირდება, რომელიც ბრიუსელიდან შეჩერებული ფინანსური დახმარების გადარიცხვას ითხოვს, რომელიც სხვადასხვა კონსერვატიული კანონების მიღების გამო გაუყინეს.

ნაზი ბერიძე
08.12.2023

„ნაციონალურ მოძრაობას", რეგიონული ორგანიზაციების წევრების წასვლისა და 9-თვიანი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელია ტოვებს და საკუთარ პარტიას აფუძნებს. რა ბედი ელის მთავარ ოპოზიციურ ძალას? პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" პარტიის დასუსტებას პროგნოზირებენ, ხოლო თავად პარტიაში იმედი აქვთ, ახალი ძალებით შეუდგებიან ბრძოლას და არაფერი მნიშვნელოვანი დანაკლისი არ განუცდიათ.

თამთა ჩაჩანიძე
08.12.2023

ნიკა მელია პარტიას აფუძნებს და როგორც თავად ამბობს, მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჯერჯერობით უცნობია მის პოლიტიკურ ბლოკში ვის ვიხილავთ, თუმცა კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მელიას ოპოზიციურ ფრთას ენმ-დან წასულები შეუერთდებიან, მათ შორის ისინი, ვინც რეგიონული საკრებულოები დატოვა.

თამთა ჩაჩანიძე
07.12.2023

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგმა საგანგებო განცხადებამ კვლავ ბევრი კითხვა დატოვა - მას სიტყვასიტყვით არ უთქვამს ტოვებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა გამოსვლის შინაარსით რჩება შთაბეჭდილება, რომ მიდის და სხვა პლატფორმიდან ბრძოლას მალე დაანონსებს. მელიამ ბრიფინგზე საკუთარ თავს დაუსვა კითხვა, მიდის თუ არა, საპასუხოდ კი გააჟღერა, რომ „წინ მიდის მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში".

გვანცა წულაია
07.12.2023

შარშანდელი რეკორდული წლის შემდეგ, ინვესტიციების მაჩვენებელი წელსაც მზარდია. საქართველოსადმი დაინტერესება დროის გასვლასთან ერთად მატულობს და ქვეყანაში ბიზნესის კეთების სურვილს სულ უფრო მეტი უცხოელი გამოთქვამს. საინტერესოა გარემოებები, რის გამოც საქართველოში ინვესტიციების ჩადების სურვილი იზრდება.

თამთა ჩაჩანიძე
07.12.2023

უკრაინას დასავლეთის დახმარება მნიშვნელოვნად შეუმცირდა, რაც ფრონტზეც პროპორციულად აისახა და უკვე „იარაღის შიმშილზე" დაიწყო საუბარი. ამჯერად კიევი 120 მილიარდამდე დოლარის და ევროს დაფინანსებას ელოდება ვაშინგტონიდან და ევროკავშირისგან, თუმცა დიდი წინაღობებია - ოთხშაბათს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების დიდმა, 61-მილიარდიანმა პაკეტმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა. ამასთან უნგრეთის პოზიცია არ იცვლება, მის დათანხმებაზეა დამოკიდებული ევროკავშირის 50-მილიარდევროიანი ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტიც.

თამთა ჩაჩანიძე
07.12.2023

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, უნგრეთს, რომელიც წინააღმდეგია, რომ უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს. იმართება მაღალი დონის შეხვედრები, საიდანაც მმართველმა გუნდმა მიიღო მყარი პირობა, რომ „უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული".

ნაზი ბერიძე
07.12.2023

კიევი კოლაბორაციონისტებზე ნადირობას აგრძელებს - ოთხშაბათს მოსკოვის სიახლოვეს, მოკლეს უმაღლესი რადას დეპუტატი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ პუტინის მხარეს გადავიდა და რუსეთში გაიქცა. მოსკოვი ამ თავდასხმას ტერორისტულ აქტად განიხილავს, თუმცა როგორც სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, მოღალატეები უნდა დაისაჯონ, სხვაგვარად ომში წარმატებას ვერ მიაღწევ.

გვანცა წულაია
07.12.2023

სამშენებლო სექტორში ხელფასების მატება ნაწილობრივ შეჩერდა. ითქვა, რომ, მიმდინარე ეტაპზე, ბიზნესში ანაზღაურება მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს ეზრდება, ხოლო ფიზიკურად მომუშავე მუშახელისთვის ხელფასების მომატება ერთ ადგილზე გაიყინა. მიუხედავად დეფიციტისა, არაკვალიფიციური კადრებისთვის ანაზღაურების ზრდა რთულია და ამ ნაწილში აქამდე გაზრდილი ხელფასი მათი მაქსიმუმია.

ელზა პაპოშვილი
07.12.2023

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიცია ახალ კონფიგურაციებზე იწყებს ფიქრს. 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებამ პოლიტიკურ დღის წესრიგში ალიანსების შექმნის თემა გაააქტიურა. მომდევნო არჩევნებზე ბლოკების შექმნა იკრძალება, ამიტომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბარიერის გადალახვის გზებს და პოტენციურ პოლიტიკურ პარტნიორებს ეძებს. 

ელზა პაპოშვილი
07.12.2023

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებებისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული პირი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა 

წელს პრილში ცნობილი გახდა, რომ 15 წლის გოგონა 50 წლის მამის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მამა მას აუპატიურებდა და თან ფიზიკურად უსწორდებოდა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×