ნატალია ჯვარიძე
06.06.2024

„არსებობს გარე ძალები, რომლებსაც ვიღაც-ვიღაცების შეჯახება უნდათ, რადგან შემდეგ თვითონ მოვიდნენ, სარაუდოდ ისინი აგვისტოსთვის გამოჩნდებიან", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: ისინი ელოდებიან შესაბამის დროს, აანალიზებენ სიტუაციას და შემდეგ ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში. მათი ფორმულაა: „რაც უფრო უარესია, მით უკეთესია". ეს სწორი ფორმულირებაა, რადგან თუ უარესია, მაშინ მოვდივართ ხელისუფლებაში. ვინაიდან ჩვენ ხედავთ, რომ საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ჩავარდნილი და ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ პროცესები ჩაწყნარდება ისე, როგორც ხელისუფლებას უნდა და ვერც იმას, რომ ისე წავა საქმე, როგორც ოპოზიციისთვის იქნება ხელსაყრელი.

„რეზონანსი": რატომ მოხდა ახლა „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" კანონის ინიცირება?

ი.კ: ხელისუფლება იყენებს იმ ნეგატივს, რომელიც ევროპაშიც და ამერიკაშიც არსებობს და ეს პოლიტიკურ ნიშნულზე აიყვანეს. ქართველი ხალხი ამ საკითხს ძალიან განიცდის. ეს უკიდეგანო ლიბერალიზმია, რომელსაც ბოლომდე არც ამერიკა და არც დასავლეთი მხარს არ უჭერს და არც მე მომწონს. სწორედ ამიტომ, მმართველმა პარტიამ ამას ხელი ჩასჭიდა. მათ მოსახლეობის 10-15% თავიანთ ჭკუაზე გადმოიყვანეს და სწორედ ამიტომ შექმნეს ის, რასაც „ხალხის ძალას" ჰქვია. ეს თითქოს ოპოზიციური ძალაა, მაგრამ თუ კაალიცია იქნა და 5% აიღეს, მაშინ ხელისუფლება და ეს „ხალხის ძალა" ერთად იქნებიან. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმა.

თქვენი აზრით, რატომ აეკრძალა ალტ-ინფოს არჩევნებში მონაწილეობა? ეს იმიტომ მოხდა, რომ თუ ისინი იქნებიან ან ნებისმიერი სხვა „პატრიოტული" ორგანიზაციები, მაშინ „ხალხის ძალას" ხმას აღარავინ მისცემს, ამიტომ ჩამოიშორეს ყველა.

„რ": რა მოხდება თუ ენჯეოები მასობრივად რეგისტაციას არ დათანხმდებიან?

ი.კ: კანონის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მისი უკან დაბრუნება როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე მისი მხარდამჭერებისთვისაც მიუღებელია. საქმე იმაშია, რომ ვინც ამ ორგანიზაციების უკან დგას, ისინიც იღებენ სარგებელს და თვითონ ესენიც. „ოცნებას" ამის ეშინია. ძალიან დიდი ბრძოლა ძალაუფლებისთვის მიმდინარეობს.

„რ": რამდენად შესრულებადია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა?

ი.კ: პროექტი, რომელიც ზურაბიშვილისგან მოდის, მხარდაჭერილია ამერიკისგან და ევროპისგანაც. ეს გამომდინარეობს იქიდან, რა პოლიტიკური პროცესია განვითარებული საქართველოში და ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ისინი. მე არ ვიცი, რა გზას გააგრძელებს სალომე თავისი გუნდით, თუმცა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თუ ის მარტო იქნება, 5%-ს აუცილებლად გადალახავს, თუ მეტს არა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×