თამთა ჩაჩანიძე
29.09.2023

„მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიტიკაში ბრუნდება, ჯერჯერობით უცნობია ის რომელ პოლიტიკურ გუნდს შუერთდება, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მან და ენმ-ს ყოფილმა თავჯდომარემ ნიკა მელიამ ერთიანი პლატორმა ჩამოაყალიბონ, ან გვარამიამ ცალკე თავად შექმნას პარტია, თუნდაც ძველ თანამოაზრეებთან ერთად.

თამთა ჩაჩანიძე
29.09.2023

28-29 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ მურსიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების არაფორმალური შეხვედრები იმართება, სადაც 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებაზე მსჯელობენ. 5 ოქტომბერს კი ესპანეთშივე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზე ზუსტად ეს იქნება ცენტრალური საკითხი. ასევე ცნობილი ხდება, რომ გაერთიანებას კანდიდატ და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებზე მათ შორის საქართველოზე ახალი ხედვა და პაკეტი აქვს.

ია აბულაშვილი
29.09.2023

წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, წმინდა გიორგივით უებრო რაინდი, ქრისტიანობისთვის ეწამა. მამამისმა, რომელიც თესალონიკის მმართველი იყო და ფარული ქრისტიანი, სახლთან ახლოს პატარა ეკლესიაც ააშენა, სადაც დიმიტრი მოინათლა.

ია აბულაშვილი
29.09.2023

როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი და ვინ შეიძლება იყოს „ოცნების" მთავარი კონკურენტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ამ საკითხზე „რეზონანსი" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას ესაუბრა, რომელიც უახლოეს პერიოდში ქართულ პოლიტიკურ ველზე რადიკალურ ცვლილებას ვარაუდობს, „ოცნების" სერიოზულ მეტოქედ კი ამ არჩევნებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიაჩნია.

გვანცა წულაია
28.09.2023

საქართველოში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ისევ ოჯახის ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. არასახარბიელო რეალობა სპეციალური კვლევითაც დასტურდება. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობს.

ელზა პაპოშვილი
28.09.2023

უმძიმესი ბრალით დაკვებული 3 შვილის დედა ამტკიცებს, რომ 8 თვემდე ისე მივიდა, არ იცოდა, რომ ორსულად იყო. ჩვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქალის ადვოკატი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა ქალმა რვა თვის თავზე ბავშვი ისე გააჩინა, რომ ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. ხოლო მოულოდნელი მშობიარობის დროს სახლის ეზოში მდგარ საპირფარეშოში ნაყოფი თავისით ჩავარდა. ქალმა კი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო. 

ელზა პაპოშვილი
28.09.2023

„ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა ოქტომბერში ორად გაიყოს. ამის ალბათობა უკვე რეალურია, რადგან პოლიტიკური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების თაობაზე 7 ოქტომბერს თანაგუნდელებთან ერთად დაგეგმილ შეკრებაზე მიიღებს. ნიკა მელიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნაზე განსხვავებული დამოკიდებულებაა ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ არც ცალკე და არც რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით, მელიას გუნდს არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს.  

რატომ აპირებს ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას? - ყოფილი  თავმჯდომარე  ამ გადაწყვეტილებაზე  საუბრობს. 

თამთა ჩაჩანიძე
28.09.2023

„ოცნება" აცხადებს, რომ იმ სახელმწიფოთა ლიდერებთან, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა, საუბრები არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე იყო, ამიტომაც მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო". საწინააღმდეგოს ფიქრობს ოპოზიცია და იმასაც ღიად ამბობენ, რომ იმპიჩმენტის საბოლოო გაფორმებისთვის პარლამენტში კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, „ოცნებამ" საამისოდ საჭირო 100 ხმის მოგროვება შეძლოს.

გვანცა წულაია
28.09.2023

ქონების გადასახადის დაბეგვრის პრინციპები შესაძლოა, შეიცვალოს. სიახლეზე ფინანსთა სამინისტროც მუშაობს და ოპოზიციაც. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ახლებური დიფერენციაცია მოხდება, გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით.

თამთა ჩაჩანიძე
28.09.2023

მომავალი წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს - შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოეწერა. ამასთან, ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების უწყვეტი ნაკადი შეედინება ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში, პარალელურად კი ბაქომ სტეპანაკერტის მთავრობის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

რეზონანსი
28.09.2023

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ 2017 წელს ტერორისტულ დანაშაულებში მსჯავრდებული თურქი მასწავლებელის, იუქსელ იანჩილკაიას უფლებები დაირღვა, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ძირითადად დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციის (ByLock) სავარაუდო გამოყენებას ეყრდნობოდა.

ნინო მიქიაშვილი
28.09.2023

ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოვებული სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 სექტემბერს ჩანიშნული წინა სასამართლო სხდომა არ გამართულა; დაცვის მხარემ სხდომის ორი თვით გადადება მოითხოვა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა; სასამართლომ კი მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და წინა სასამართლო სხდომის თარიღად 2023 წლის 25 ოქტომბერი ჩანიშნა. ამ სტატიაში გიამბობთ გასული 15 წლის განმავლობაში შავაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×