თამთა ჩაჩანიძე
07.12.2023

„ნაცმოძრაობის" გაყოფა-დაშლის პროცესი კვლავ გრძელდება, ბათუმისა და ზუგდიდის მერე რიგში კასპია, რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და ასევე, საკრებულოს 6-მა დეპუტატმა პარტია დატოვეს. ანალიტიკოსთა პროგნოზით, ეს კამპანია გაგრძელდება და დიდი ალბათობით ყველა რეგიონს მოიცავს, რის შემდეგაც ნიკა მელია გამოაცხადებს თუ რა პლატფორმა იქმნება და მასში ვინ შევა. ენმ-დან წასული დეპუტატი რომან გოცირიძეც სავარაუდო დროდ თებერვალს ასახელებს.

ქეთო გოგოხია
06.12.2023

სუპერმარკეტების ბაზაზრე ოლიგოპოლია ყვავის. სამომხმარებლო ბაზრის 52%-ს სამი სუბიექტი აკონტროლებს. კვლევებით დასტურდება, რომ სუპერმარკეტების ბაზრის ნახევარზე მეტი „ნიკორას“, „ორ ნაბიჯსა“ და „კარფურს“ უჭირავს, რაც ისეთი პატარა ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი საფრთხის მატარებელია. აშკარაა, რომ ადგილი აქვს ოლიგოპოლიას, რომლის საქმიანობა უამრავი პატარა კომპანიის  განვითარებას რისკს უქმნის. ამით არის განპირობებული, რომ ადგილობრივი მეწრამეებისთვის ქსელური მარკეტების დახლებზე წვდომა შეზღუდულია. მეწარმეები უკვე ვერანაირ ფასად ვერ ახერხებენ სუპერმარკეტებში პროდუქციის განთავსებას. ბაზარზე დიდი განუკითხაოიბა და ქაოსია.

გვანცა წულაია
06.12.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროის ტენდენცია გრძელდება და ნავთობის ისევ იაფდება. ორთვიან მონაკვეთში ღირებულება დაახლოებით 22%-ით არის შემცირებული. ეს მაშინ, როდესაც ოქტომბრის დასაწყისში ნავთობი თითქმის 100 დოლარი ღირდა. საინტერესოა, რა არის გაიაფების მიზეზი და როგორი ვითარება იქნება მომავალში.

ელზა პაპოშვილი
06.12.2023

პოლონეთში 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით სამი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, მამაკაცები 33, 37 და 38 წლისანი არიან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული გოგონაც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრში იპოვეს. 

ელზა პაპოშვილი
06.12.2023

გადაიღალა თუ არა დასავლეთი უკრაინის ომით და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ დაფინანსების გარეშე დარჩენილ უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ?ახლა მთელი ყურადღება აშშ-კენ არის მიმართული, სადაც კონგრესმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი უნდა დაამტკიცოს. 

თამთა ჩაჩანიძე
06.12.2023

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება, თუმცა, პოლიტიკური ძალები, მათ შორის „ოცნებაც" ხშირად საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ფლანგზე შექმნას მოძრაობა და 2024 წლის არჩევნებისთვის იბრძოლოს, მათ განსაკუთრებით ეჭვებს უჩენთ პრეზიდენტის ბოლო აქტოვობები.

თამთა ჩაჩანიძე
06.12.2023

„ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონალური საკრებულოს წევრები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ, „ოცნებას" მიაჩნია, რომ ის, რაც ოპონენტ პარტიაში ხდება, ეს პოლიტიკური დასასრულია. ანალიტიკოსთა ნაწილიც ფიქრობს, რომ ამით მმართველ პარტიას 2024 წლის არჩევნებში დაწინაურება უფრო გაუადვილდება, თუმცა, ნაწილი 2017 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა" „ევროპულმა საქათველომ" დატოვა, მაინც რეიტინგს ინარჩუნებდა.

ნაზი ბერიძე
06.12.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირზა ჯოანას უკვე შეხვდა - მაპის მოლოდინში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და ალიანსისგან გაწევრიანების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელის.

ნაზი ბერიძე
06.12.2023

შექმნის თუ არა ნიკა მელია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას და ვინ შეიძლება გაწევრიანდეს მასში - „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავჯდომარე ჯერჯერობით დუმს, ხოლო მის ყოფილ პარტიაში რღვევის პროცესი გრძელდება და წევრები მიყოლებით ტოვებენ ორგანიზაციას.

თიკა სიბოშვილი
05.12.2023

საქართველოში ვაკანსიები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, თუმცა გამოხმაურების მაჩვენებელი სახარბიელო ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მომსახურების სფერო ითხოვს კადრებს, კონსულტანტისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მაგრამ მისდამი ინტერესი დაბალია. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რატომ არის ამ მიმართულებით მუდმივად კადრების დეფიციტი?

თამთა ჩაჩანიძე
05.12.2023

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე 10 დღე რჩება, თუმცა ევროკავშირის შიგნით უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით კონსენსუსი კვლავ არაა - აქტიური წინააღმდეგი კვლავ უნგრეთია, რომელიც ითხოვს, რომ უკრაინის საკითხი 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგიდან ამოიღონ. ანალიტიკოსთა შეფასებით, სავარაუდოდ სწორედ, ამას უკავშირდება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მოულოდნელი ვიზიტი ბუდაპეშტში, რადგან, რამდენიმე სცენართან ერთად, საუბარია იმაზე, რომ, შესაძლოა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა კვლავ ერთ პაკეტში მოიაზრებოდეს და კიევისთვის უარის თქმა ავტომატურად ნიშნავს უარს თბილისისთვის.

გვანცა წულაია
05.12.2023

ფარმაცევტულ ბაზარზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მედიკამენტები გააიაფა, თუმცა ერთგვარი დეფიციტი წარმოქმნა. ამაზე უფრო მეტად გავლენა რეფერენტული ფასების დაწესებამ იმოქმედა, ვიდრე თურქეთის ბაზრის გახსნამ, რადგან იმპორტიორ კომპანიებს გარკვეული კატეგორიის წამლების შესყიდვა და საქართველოში შემოტანა აღარ უღირთ, ფასის ზედა ზღვრის დაწესების გამო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×