ელზა პაპოშვილი
15.01.2024

ოპოზიციაში დიდი გადაჯგუფებისთვის ემზადებიან?! პოლიტიკურ სპექტრში ერთმანეთთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ და შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პარტია და პოლიტიკური მოთამაშეები ვიხილოთ. სუბიექტებთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ ნიკა მელიას თანაგუნდელები. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ კონსულტაციები გრძელდება ნიკა გვარამიასთან, თუმცა მოლაპარაკება ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ არ აქვს პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა ნიკა გვარამია მელიას ახალი პარტიის ყრილობაზე. 

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2024

გასული წლის 5 მაისს ჯანმო-მ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო ვითარება დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა ზუსტად რვა თვეში მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე დგება - 17 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ ე.წ. „დაავადება X"-ს, რომელიც, ბევრი ეპიდემიოლოგის მოსაზრებით, ბევრად უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე კოვიდ-19 და რომელზეც სოციალურ მედიაში უკვე ქარიშხალია ატეხილი.

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2024

იანვარი დადგა და მსოფლიო კვლავ კოვიდ 19-ის, ე. წ. ღორის გრიპზე და სხვა ვირუსებზე ალაპარაკდა. რამდენად დაცულია ამ ფონზე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი - ბავშვები, უადვილდებათ თუ არა მშობლებს პედიატრთან კონსულტაცია და რა რჩევებს აძლევს მარნეულში პედიატრი მაცაცო კუბლაშვილი, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნაზი ბერიძე
15.01.2024

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც დავოსის ფორუმში მონაწილეობს. ამბობს, რომ პარტნიორებთან ძირითადად გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე, სანქციებზე და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმების ძიებაზე, ასევე ჰუმანიტარულ განაღმვით თანამშრომლობაზე, ფინანსურ მხარდაჭერასა და უკრაინის აღდგენაზე ისაუბრებს.

ნაზი ბერიძე
15.01.2024

არჩევნები ახლოვდება, და უფრო და უფრო საინტერესო ხდება ოპოზიციური პარტიები როგორ გადაჯგუფდებიან. თუმცა ექსპერტები ჯერ ამაზე საუბარს მაინც ნაადრევს უწოდებენ. ყველაზე რეალურად „ლელოსა" და მელიას გუნდის ალიანსი მოიაზრებოდა, თუმცა ამ ვერსიას ცივი წყალი გადაასხა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ამბობს, რომ ამ მომენტისთვის ნიკა მელიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2024

„ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაცია ექვსდღიანი ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება, რაც, მმართველი პარტიის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება. ოპოზიცია კი „ოცნებას" აკრიტიკებს და მიჩნია, რომ ეს არის „რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე - ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები".

ნაზი ბერიძე
14.01.2024

წელს ზაფხულში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება არა მხოლოდ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, არამედ თავად ევროკავშირის მომავალზეც. მითუმეტეს, რომ არჩევნების შედეგად თავად ევროპარლამენტში პოლიტიკური ძალების კონფიგურაციის ცვლილების გარდა, სავარაუდოდ ასევე შეიცვლება ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელობაც. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ და შესაძლო სცენარებსაც განიხილავენ.

ელზა პაპოშვილი
14.01.2024

რას აპირებს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ოპოზიცია და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გადაჯგუფება ვიხილოთ? ანალიტიკოსები აზრით, თუკი ოპოზიცია უკვე თებერვალში არ დაიწყებს იმაზე ფიქრს, თუ რა სახით და მოცემულობით უნდა გავიდნენ 2024 წლის არჩევნებისთვის, შედეგი მათთვის სავალალო იქნება. ახლანდელი პოლიტიკური მოცემულობით, „ქართულ ოცნებას“ კვლავ აქვს შანსი, რომ პარლამენტშ ადგილების უმრავლესობა მიიღოს. ამიტომაც რაც უფრო დააგვიანებენ გადალაგებას ოპოზიცია, ხელსუფლება მით უფრო მოგებულ პოზიციაში აღმოჩნდება. 

ნაზი ბერიძე
14.01.2024

შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნებას და რომელ პარტიებს აქვთ საკმარისი რესურსი, რომ ამ თვალსაზრისით ენმ-ის ჩანაცვლება შეძლონ? ანალიტიკოსები ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ამის თეორიული შანსი ხმოლოდ სამ პარტიას აქვს, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ერთის მხრივ რამდენად სწორად წარმართავენ თავად ეს პარტიები საარჩევნო კამპანიას და რა გაგრძელება ექნება კრიზისს ენმ-ში.

ელზა პაპოშვილი
14.01.2024

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები ბინის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. როგორც გერმანურლი მედია წერს, დაკავებულია 35 და 40 წლის ორი მამაკაცი. ბერლინის პოლიციას ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მათ მეზობლად ქურდობა ხდებოდა. მათ დაინახეს როგორ გამოვიდა ორი პირი ერთ-ერთი ბინის ფანჯრიდან, თან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადმოიტანეს, ავტომობილში ჩატვირთეს, ხოლო თავად კი ტერიტორია ფეხით დატოვეს.

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2024

მმართველი პარტია, რომელსაც ოპოზიციაში არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, მაგრამ თავად პარტიის შეიგნით ჰყავს რამდენიმე ავტორიტეტული ლიდერი, შესაძლოა გაიყოს და რეალურად ოპოზიციური ძალა ამ გაყოფის შედეგად წარმოშვას - ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ შესაძლოა ეს პროცესი დააჩქაროს.

თამთა ჩაჩანიძე
13.01.2024

უკრაინას სრული უფლება აქვს განახორციელოს შეტევა ოჩამჩირის პორტში მდგარ რუსულ სამხედრო ხომალდებზე და აქვს შესაბამისი შესაძლებლობებიც. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა ალეკსეი ნეიჟპაპამ განაცხადა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახლო მომავალში შესაძლოა ვიხილოთ დარტყმები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონზე?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×