თამთა ჩაჩანიძე 12.01.2024

ხუთშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დანიის ელჩი ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის იყო დაბარებული, საქმე ეხება დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს ეხება და სადაც დიპლომატი აწ უკვე „ოცნების" საპატიო თავჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს.
|
ნაზი ბერიძე 12.01.2024

მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა, რომ ღაზასა და მის გარშემო მიმდინარე ომი დიდ რეგიონულ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, როგორც ჩანს, დაპირისპირება საზღვრებს სცდება და დიდი ომის კონტურებს იძენს. გუშინ ირანმა დიდი ტანკერი აიყვანა აბორდაჟზე და მისი კონფისკაცია მოახდინა, დღეს კი ამერიკა-ბრიტანეთის კოალიციამ იემენის დაბომბვა დაიწყო, რასაც მალე შეიძლება საფრანგეთიც შეუერთდეს. რა იქნება ირანის და მისი პროქსი ძალების შემდგომი ნაბიჯი, ჯერ არავინ იცის.
|
ელზა პაპოშვილი 12.01.2024

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ახლა გამძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა გორში 41 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი. გიორგი აფრიამაშვილის ცხედარი სოფელ ახალშენში, სასაფლაოებთნ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება თვთმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს დაწყებული.
|
ელზა პაპოშვილი 12.01.2024

რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების ტერორს აგრძელებს. 13 სამოქალაქო პირი დაშავდა ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად. მათ შორის სააგენტო „ანადოლუს“ ორი ჟურნალისტი, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები. საოკუპაციო ძალის მიერ გაშვებულმა რაკეტამ სამსართულიანი სასტუმროს შენობა დააზიანა.
|
ნაზი ბერიძე 12.01.2024

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია გიორგი კეკელიძეს შეცვლის. თავად კეკელიძე ამბობს, რომ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ აცნობა. აღაირებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოხსნა-კანონით პაპუაშვილის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ კეკელიძის თქმით,შედეგი უსამართლოა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.01.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ ზალომე ზურაბიშვილმა აქცენტი დეოლიგარქიზაციაზე გააკეთა, გამოსვლა შესაძლოა ხმაურიანი აღმოჩნდეს. ამასთან, პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას ემთხვევა და ექსპერტები ემოციებით სავსე საპარლამენტო სეზონს ელოდებიან.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.01.2024

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე განაცხადა, ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციაზე განცხადებები გაააქტიურა. ანალიტიკოსებს მოლოდინი აქვთ, რომ ამაზე ოპოზიციური ფლანგიდან საუბრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უფრო გამძაფრდება. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიცია სუსტია და „ერთადერთი ის დარჩენია დასავლეთს ივანიშვილის წინააღმდეგ ე.წ. ფსევდო სანქციები მოსთხოვოს".
|
გვანცა წულაია 11.01.2024

საქართველოსთვის მიგრაცია კვლავ დიდი პრობლემაა. ქვეყნიდან ქართველები ისევ მიდიან და მათ სამუშაო ადგილს თანდათან უცხოელები იკავებენ. ასეთი მოცემულობა გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემაა ქვეყნისთვის. თუ მოცემულობა არ შეიცვალა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმას, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, საქართველოში ეროვნებით ქართველები უმცირესობაში მოექცნენ.
|
ირმა ჩიტაია 11.01.2024

საქართველოში, თავის დროზე, მოზღვავებულმა მიგრანტებმა ბინების გაქირავების ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინეს. ფასებიც უმართავი გახდა და დაქირავებაც ძალიან გაძვირდა. დღეს კი, ქვეყანაში მიგრანტების იმდენად მიზერული რაოდენობა დარჩა, რომ მათ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა აღარ შეუძლიათ. ამიტომ მზარდი მოთხოვნა პრაქტიკულად აღარაა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ ქმნიან წნეხს ამ სფეროში და შესაბამისად, ბაზარი ქირა-იჯარის მიმართულებით თითქმის ძველ მდგომარეობას უბრუნდება.
|
ელზა პაპოშვილი 11.01.2024

ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბარლდებულ ახალგაზრდა კაცს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილის ადვოკატი აცხადებს, მან ცოლის მკვლელობის შესახებ ახლა გაიგო და ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. ის ჩადენილ დანაშაულს ნანობს და აცხადებს, რომ არ ახსოვს, რა მოხდა 9 იანვარს.
|
ელზა პაპოშვილი 11.01.2024

რა გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკურ სპექტრზე და როგორ შეიძლება დალაგდეს ოპოზიციური სპექტრი. ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ოპოზიციამ ძლიერი ერთიანი ცენტრის იდეაზე მსჯელობა გააცხოველა. მათი უმრავლესობა ფაქტობრივად თანხმდება, რომ როგორც მინიმუმ „ოლიგარქიული რეჟიმის“ წინააღმდეგ ერთიანი კონფიგურაციით ბრძოლაა საჭირო. ამ ფონზე პარტიების ლიდერების ნაწილი მაინც არ ერიდება ერთმანეთზე თავდასხმას, თუმცა მთვარი სამიზნე ყველასთვის მაინც „ქართული ოცნებაა“.
|
გვანცა წულაია 11.01.2024

წითელი ზღვის ჩაკეტვის გამო გადაზიდვების მიმართულებაში პრობლემები შეიქმნა. საქმე ისაა, რომ იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და `ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა. შედეგად, ყველა გადამზიდ კომპანიას მოუწია ოპერირების ალტერნატიული მარშრუტებით გაგრძელება, რაც ზრდის გადაზიდვის დროს და იმავდროულად ფასსაც.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|