გვანცა წულაია 28.12.2023

სულ რაღაც 3 დღეში 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების საქართველში შემოყვანა აიკრძალება. ამასთან დაკავშირებით უკვე გაჩნდება პრობლემა, ავტომობილი, რომელიც 2023 წელსაა გამოწერილი, მაგრამ მისი ჩამოსვლა წელსვე ვერ ესწრება, რა ხდება არ შემთხვევაში? ცლილების ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა 10 წელზე მეტი ასაკის მანქანების გაძვირება?
|
ნაზი ბერიძე 28.12.2023

მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დღევანდელი გადასახედიდან, მხოლოდ ორ პარტიას აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის გადალახვა - „ქართულ ოცნებასა" და ენმ-ს. კიდევ რამდენიმე პარტია 5%-ის ზღვარზეა წინასწარ მათ პერსპექტივაზე საუბარი რთულია. თუმცა, ხმების პროცენტული განაწილების ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა დიდი მნიშნელობა ჰქონდეს იმას, თუ ვინ დაიკავებს არჩევნებზე მესამე ადგილს. ვის აქვს ამის ყველაზე მეტი შანსი?
|
ნაზი ბერიძე 28.12.2023

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში" სახალხო დამცველის კონსილიუმი იანვარში მოინახულებს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა და მიანიშნა, რომ ექიმთა დასკვნის შესაბამისად, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სააკაშვილის საპატიმროში დაბრუნების საკითხი. რას ნიშნავს ეს და ხომ არ მზადდება ნიადაგი იანვარში სააკაშვილის ციხეში გადასაყვანად?
|
ქეთო გოგოხია 27.12.2023

ზამთარი დადგა და ოკუპირებული აფხაზეთი ელექტრომომარაგების მწვავე პრობლემის წინაშეა. როგორც ჩანს, რუსეთმა სეპარატისტებს დენის მიწოდებაზე უარი უთხრა, რის ალტერნატივასაც აფხაზური მხარე კვლავ საქართველოში ეძებს. სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ვიზიტი ზუგდიდში, რომელიც ,,ენგურჰესის" წარმომადგენლებს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.
|
გვანცა წულაია 27.12.2023

საქართველომ ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა, თუმცა ქვეყანა დსთ-ს ბაზარზე უფრო აქტიურია, ვიდრე ევროპაში. ბიზნესი ამბობს, რომ ევროპის ბაზარზე გასვლა რთულია, რასაც ეკონომისტებიც ეთანხებიან, თუმცა კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, პროცესები წინ წაწიოს და ეს მიმართულებაა გაამარტივოს.
|
ელზა პაპოშვილი 27.12.2023

უმძიმესი დანაშაული თბილისში - 42 წლის სამხედრო ლაშა გუჯეჯიანი, სავარაუდოდ, მისსავე მეგობარმა 40 წლის ასევე სამხედრო პირმა მოკლა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევა გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდო მკვლელმა, გუჯეჯიანი სახლიდან გვიან ღამით გამოიყვანა და შეხვედრა სთხოვა. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მეგობარმა სამხედროს ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ ესროლა. ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რა იყო დაპირიპირების მიზეზი, ზუსტად არავინ იცის, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობა სახელდება.
|
ელზა პაპოშვილი 27.12.2023

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალებში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება. უკრაინელები ახლა მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან. ქალაქი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ, მარინკას სრულ დაპყრობაზე საუბარს არასწორს უწოდებენ.
|
ნაზი ბერიძე 27.12.2023

ოთხშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება საპროტესტო აქციების ფონზე მოახდინა, - ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.
|
ნაზი ბერიძე 27.12.2023

ოპოზიცია კოალიციური მთავრობის შექმის პერსპექტივაზე ალაპარაკდა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს - დღეს არსებული ძალთა ბალანსის პირობებში რეალურად არსებობს თუ არა მოვლენების ამ მიმართულებთ განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტების შეფასებით, შანსი არსებობს, მაგრამ, საეჭვოა, რომ ცალკეულმა პარტიებმა თავიანთი იდენტობა დაკარგონ და ასეთ კოალიციაში შევიდნენ.
|
რეზონანსი 27.12.2023

წამალი არის სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტი, რომელსაც პაციენტისათვის გააჩნია სასიცოცხლო დანიშნულება. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, მასში უნდა დავინახოთ და შევაფასოთ ბიოლოგიური აქტივობა და უსაფრთხოობა. თუმცა წამალს აქვს კომერციული ღირებულება, რაც, ხშირ შემთხვევაში, უფრო მიმზიდველი აღმოჩნდება ხოლმე ბიზნესმენებისათვის, ვიდრე მისი სასიცოცხლო ჩვენება.
| |
გვანცა წულაია 26.12.2023

ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდის მიზნით ქვეყანაში ქარისა და მზის სადგურების აშენება იგეგმა. ზოგიერთ მათგანზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. სხვა დანარჩენი კი მომავლის პერსპექტივაა. დადგმული სიმძლავრეები, საერთო ჯამში, მოცულობითია, თუმცა ცალ-ცალკე არც ისე დიდი შედეგის მომტანი იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|