ნაზი ბერიძე
24.12.2023

ამჯერად სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე „ქართული ოცნებაც" ალაპარაკდა. „სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა არ ეკუთვნის, იქიდან გამომდინარე, რომ მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს," - აცხადებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე. მანამდე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე განცხადება გახარიას პარტიამ გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
23.12.2023

ოჯახში ძალადობის შემთხვევა ქვემო ქართლში - ბოლნისში, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, შვილების თვალწინ თავი გადაპარსა, ამის ამსახველი კადრები გადაიღო და ვიდეო თანასოფლელებს და ახლობლებს  გაუგზავნა, რაც შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. 

ელზა პაპოშვილი
23.12.2023

ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან. ხელისუფლების ოპონენტები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე იწყებენ ფიქრს. უკვე გამოიკვეთა, რომ მთელი ოპოზიციის ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის გაერთიანება ამჯერადაც ვერ მოხერხდება. თანამშრომლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ყველამ უპასუხოდ დატოვა. 

ნაზი ბერიძე
23.12.2023

უკრაინა, სავარაუდოდ, ფ-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2023 წლის ბოლომდე მიიღებს, ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსები მიიჩნევენ. როგორც ამ ამბის კომენტირებისას ქართველი სამხედრო ექსპერტები აცხადებებ, ამერიკული მულტიფუნქციური ავიაგამანადგურებლების გამოჩენა უკრაინის პოზიციებს უდავოდ გააუმჯობესებს, თუმცა ფრონტზე კარდინალურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.

ნაზი ბერიძე
23.12.2023

28 დეკემბერს აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტი კვლავ განიხილავს ბიჭვინთის საბჭოთადროინდელი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. ამას ადგილობრივი ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან და უკიდურეს შემთხვევაში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას დამხობითაც იმუქრებიან.

ნაზი ბერიძე
22.12.2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე უფრო ადრე შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მან უფრო გვიან მიიღო კანდიდატის სტატუსი, რადგან ბევრი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებით კუთხითაც, უსწრებს.

ელზა პაპოშვილი
22.12.2023

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნა კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა.  ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მიუღებელი რჩება, ხოლო მეორისთვის ამ დრომდე გაუგებარია თუ რა შინაარსი აქვს ე.წ. სუპერ-პაკის წინადადებას. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ გაჟღერებული ინიციატივა არასერიოზულია და საკუთარი არსებობის საზოგადოებისთვის შეხსენებას ემსახურება.

ელზა პაპოშვილი
22.12.2023

მკვლელობა ბათუმში - სანაპიროზე გამთენიისას შუახნის  მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან,  მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი. მისი წინასწარ დათვალიერებისას ნახეს, რომ კაცს სხეულის და თავის არეში, სავარაუდოდ, ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ჯამში კი ათამდე ჭრილობა აქვს. 

ნაზი ბერიძე
22.12.2023

სააკაშვილი კლინიკაში, და არა ციხეში და მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს, რადგან სანამ ოპოზიციური პარტიები ნაციონალური მოძრაობის და პირადად სააკაშვილის კილვატერში იქნებიან, „ოცნება" ყოველთვის გაიმარჯვებს, აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, გახარიას პარტიის განცხადების კომენტირებისას, რომელიც სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.

ნაზი ბერიძე
22.12.2023

ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობაში რუსეთის უშიშროების საბჭოს უფროს ნიკოლაი პატრუშევის ხელი ურევია. მეტიც, ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით, სწორედ ის იყო აფეთქების უშუალო ორგანიზატორი, რასაც პრიგოჟინის გარდა კიდევ ბევრი ადამიანი შეეწირა, მათ შორის თვითმფრინავის ეკიპაჟი.

რეზონანსი
21.12.2023

საქართველოში ბიზნესი კადრების ნაკლებობაზე ყოველთვის ჩიოდა და მუშახელი თითქმის ყოველთვის დეფიციტს წარმოადგენდა. ახალი კვლევის საფუძველზე კი, რომელიც „პიემსიჯის“ მიერ მომზადდა ირკვევა, რომ 2023 წლის ნოემბერში ვაკანსიების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამითი ნაწილობრივ დასტურდება, რომ ბიზნესისთვის მუშახელის დაფიციტის პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრა. ექსპერტების აზრით კი, ახალ კადრებზე ნაკლები მოთხოვნა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბიზნესი ქვეყანაში ნაკლებად ვითარდება და კვლევაში ასახული მაჩვენებელი სწორედ აქედან მომდინარეობს.

გვანცა წულაია
21.12.2023

2023 წელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკმაოდ აქტიური იყო. ქვეყანაში ბევრი პროექტი განხორციელდა და არაერთ პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება რიკოთის 27-კილომეტრიანი მაგისტრალის გახსნა ჩაითვალოს, თუმცა ამასთან ერთად, ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. მომავალი წლების გეგმაც საკმაოდ მოცულობითია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×