ნაზი ბერიძე 15.12.2023

სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში, ქაოტური განაშენიანებები, სავარაუდო კორუფციული გარიგებები - კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ოპოზიციის შეკითხვებს პასუხობს. მანამდე, საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.12.2023

14 დეკემბერს უნგრეთმა უკრაინას ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის მწვანე შუქი აუნთო, თუმცა 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაუბლოკა, ამას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ადასტურებს. როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ამ საკითხის განხილვა გაზაფხულზე მოხდება და ევროკავშირს აქვს იმის რესურსი, რომ ეს საკითხიც დაძლიოს. ამასთან ამბობს, რომ პროცესშია აშშ-ის დახმარების საკითხიც.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.12.2023

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამას წინ უძღვოდა რამდენიმესაათიანი რთული მოლაპარაკებების პროცესი, როდესაც კავშირის ლიდერები უკრაინის მოწინააღმდეგე უნგრეთს არწმუნებდნენ ბლოკის გაფართოების აუცილებლობაში. თუმცა, თავად ორბანი ირწმუნებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი აქვს.
|
ქეთო გოგოხია 14.12.2023

საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კრიტიკა მუდმივად ისმის, რაც აშკარად მეტყველებს, რომ ამ თანხების მართვაში რეალურად პრობლემაა. სპეციალისტების განცხადებით, ეს ფული სინამდვილეში უცხოურ ბაზრებს კვებავს და ქვეყანა მოგებას, ფაქტობრივად, ვერ იღებს.
|
გვანცა წულაია 14.12.2023

საქართველოში უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 48% მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეორე უმაღლესდამთავრებული, უბრალოდ, დაუსაქმებელია. ეს ხდება მაშინ, როდესაც პროფესიულ კოლეჯს ბევრად ნაკლები სტუდენტი ჰყავს, არადა ქვეყანაში მოთხოვნა სწორედ ისეთ პროფესიებზე, რომლებიც უმეტესად კოლეჯებში ისწავლება. განათლების სფეროს ექსპერტებიც ამბობენ, რომ დასაქმება იმ ახალგაზრდისთვის ბევრად უფრო მარტივია, ვინც პროფესიული განხრით შეისწავლის საქმიანობას.
|
ელზა პაპოშვილი 14.12.2023

კახეთში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე, სადაც 26 წლის ბიჭს ბებიის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი, სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულიახალგაზრდა უდანაშაულოდ ცნო. საქმის მიმდინარეობის დროს, დაზარალებულად ცნობილი 77 წლის ქალი გარდაიცვალა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოძიებისათვის მიცემული მისი ჩვენება გამოქვეყნდა. გამართლებული პირის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.12.2023

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ახალი აპარატურით ამომრჩევლის დუბლირება, მრავალჯერადი ხმის მიცემა წარმოუდგენელია, საარჩევნო მოხელეების არაკეთილსინდისიერებაზე საუბარი კი, როცა კომისიები ჯერ არ დაკომპლექტებულა, „არაპროფესიონალურია". „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ისფედს) და ოპოზიციას კი კითხვები აქვს არსებული ელექტრონული ტექნოლოგიით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
|
ნაზი ბერიძე 14.12.2023

რაც უფრო შორდება პრეზიდენტი ერთ დროს მის მხარდამჭერ „ქართულ ოცნებას", მით უფრო აქტიურდება მასზე წნეხი სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით. თუმცა ერთ დროს წარმოთქმული „არა და არასოდეს" მას მძიმე დილემის წინაშე აყენებს. „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. მე არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ," - ეს არის სალომე ზურაბიშვილის ბოლო კომენტარი ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
|
ელზა პაპოშვილი 14.12.2023

ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან. ხელისუფლების ოპონენტები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე იწყებენ ფიქრს. უკვე გამოიკვეთა, რომ მთელი ოპოზიციის გაერთიანება ამჯერადაც ვერ მოხერხდება - თანამშრომლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ყველამ უპასუხოდ დატოვა.
|
ნაზი ბერიძე 14.12.2023

დამასკოში გამართულ შეხვედრაზე სირიის პრეზიდენტი და პუტინის მეგობარი ბაშარ ალ-ასადი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეოს საქმეთა მინისტრ დაპირდა, რომ არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარებისთვის ლობირებას განახორციელებს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ იმის ალბათობა, კიდევ რომელიმე არაბულმა ქვეყანამ აღიაროს სეპარატისტული წარმონაქმნი, ნულს უახლოვდება, თუმცა მომავალში ყველაფერი ახალ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.12.2023

ნიკა მელია საკუთარი პოლიტიკური გეგმის გასაჯაროებას უახლოეს დღეებში აპირებს და უფრო ნათელი გახდება, ვის ვიხილავთ მის ფრთაში და რა მიმართულებას აირჩევს, თუმცა მისი განცხადების შინაარსით გარკვეული წარმოდგენები იქმნება თუ ვინ შეიძლება იყოს მისი პოტენციური მოკავშირე. ამბობს, რომ: „ნებისმიერი ადამიანი, ვისთვისაც მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, მის მიერ იქნება განხილული პოტენციურ პოსტ საარჩევნო პარტნიორად".
|
ქეთო გოგოხია 13.12.2023

უძრავი ქონების ბაზარზე პიკური პერიოდი გავლილია და სექტორი თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მართალია, რეზლიზაცია აქტიური აღარ არის და კლების ტენდენციაც აშკარაა, მაგრამ ფასების კუთხით ცვლილება ბაზარს ჯერჯერობით არ ეტყობა. სამომავლოდ კი გამორიცხული არ არის, ბაზარზე ახალი მოთხოვნები გაჩნდეს, რაც სავარაუდოდ, ფასზეც აისახება - ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება, მაგრამ შესაძლოა, გასრკვეული კლებაგანიცადოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|