გვანცა წულაია
12.12.2023

2024 წლიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა იკრძალება. შესაბამისი კანონი უკვე მიღებულია და გადაწყვეტილებაც 18 დღეში ამოქმედდება. რას შეცვლის ავტობიზნესში კანონი და სიახლე ხომ არ გააძვირებს 2013 წელს ქვევით გამოშვებულ მანქანებს? საინტერესოა ისიც, ვისაც ავტომობილი უკვე გამოწერილი ჰყავს, მაგრამ 2024 წელს ჩამოვა ქვეყანაში, ხომ არ შეექმნება პრობლემა?

ელზა პაპოშვილი
12.12.2023

 ოთხშაბათს, 13 დეკემბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის რეზიდენციაში ეპატიჟება საქართველოს დამოუკიდბლობის პერიოდის უმაღლეს თანამდებობის პირებს - პრეზიდენტებს, პრემიერ მინისტრებს, მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს. თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებისათვის.

ელზა პაპოშვილი
12.12.2023

არასრუწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ვიდეოებისა და ფოტოეების უნებართვოდ გავრცელების რამდენიმე ფაქტზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 14 პირია მხილებული. აქედან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 დააკავა. გამოძიები მასალების მიხედვით, დანაშაული წალკის რაიონსა და სამეგრელოს რეგიონში მოხდა.

ნაზი ბერიძე
12.12.2023

პარლამენტში უცხოური გავლენების შესახებ კანონის ახალი ვერსიის ინიცირება მოხდეს. ამის შესახებ სამშაბათს პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის" წარმომადგენელმა დიმირტი ხუნდაძემ განაცხადა. იგივემცდელობამ წლის დასაწყისში ერთხელ უკვე გამოიწვია დასავლეთის მწვავე კრიტიკა და საპროტესტო გამოსვლები თბილისში. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ახლაც, სავარაუდოდ, იგივე მოხდება. თუმცა აცხადებენ, რომ ხუნდაძე არ გამოხატავს მთელი საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას.

თამთა ჩაჩანიძე
12.12.2023

მთავარი ოპოზიციური პარტიის ფაქტობრივმა დაშლამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი კითხვა გააჩინა - ეყოლება თუ არა „ქართულ ოცნებას" რეალური კონკურენტი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გადაჯგუფდება არჩევნების წინ ოპოზიცია. დღევანდელი გადასახედიდან კი „მმართველ პარტიას" სერიოზული ძალისხმევის გარეშეც შეძლებს არჩევნების მოგებას და ეს ტენდენცია ბოლო დროის ისეთ კვლევებშიც კი აშკარად ჩანს, რომელთა შედეგებიც ხშირად საკამათოა ხოლმე.

ქეთო გოგოხია
11.12.2023

სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად არსებული ხელფასი არასაკმარისია. როგორც კვლევებით დასტურდება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისად 3000 ლარზე მეტ შემოსავალს ასახელებს, რასაც სპეციალსიტების ერთი ნაწილიც იზიარებს, თუმცა ისინი განსხვავებულ მოსაზრებებს გვთავაზობენ და საუბრობენ სხვადასხვა ფაქტორზე, რაც ადამიანს კეთილდღეობის მისაღწევად სჭირდება. გამოთქმული მოსაზრებით, ოთხსულიანი ოჯახისთვის, საჭიროა დაახლოებით 5000 ლარი, რომ ნორმალური ცხოვრება შეძლოს.

ქეთო გოგოხია
11.12.2023

საქართველოში ინტერნეტის ტარიფები გაუმართლებლად ძვირია. პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა დედაქალაქში, სადაც მომსახურებას მსხვილი კომპანიები ეწევიან. ამ მხრივ საპირისპირო მოცემულობაა რეგიონებში, სადაც დემპინგის ფაქტებზეც კი ჩნდება ეჭვი, თუმცა ოფიციალურად მისი არსებობა ჯერჯერობით ვერ დასტურდება. ფაქტია, რომ ზოგადი სიტუაცია არის მძიმე და ინტერნეტის გადასახადი ტვირთია მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით იურიდიული პირებისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
11.12.2023

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური დებატები იშვიათი მოვლენა გახდა, ამის ადგილი მხოლოდ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზია და ძირითადად მაშინ ხდება, როცა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშს წარადგენს, თუმცა, როგორც ანალიტიკსოები ამბობენ, ესეც არაა სრულყოფილი, რადგან ხშირად ოპოზიციის დიდი ნაწილი მთავრობას ბოიკოტს უცხადებს და დარბაზში არ ზის.

ელზა პაპოშვილი
11.12.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 6 დამნაშავეს, რომლებმაც ფონიჭალიდან, ყაჩაღურად, სახლში შევარდნით 16 წლის მოზარდი გაიტაცეს. ულდუზ ბასაევა სახლიდან ცოლად მოყვანის მიზნით, მისმა ე.წ. საქმრომ  გაიტაცა. გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს და ამბობენ, რომ სასიძო რუსთის მოქალაქეა და შესაძლოა მოზარდის ქვეყნიდან გაყვანას შეეცადოს. 

ელზა პაპოშვილი
11.12.2023

გადაიღალა თუ არ დასავლეთი უკრაინის ომით და ჩავარდნილი კონტრშეტევის შემდეგ გამწვავდა თუ არა შიდა პოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში - ამ კითხვებს დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სვამს და ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის არმიის სარდალ ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბული ურთიერთობაა. 

თამთა ჩაჩანიძე
11.12.2023

„ნაცმოძრაობა" კვლავ გაყოფა-დაშლის პროცესშია - პარტიაში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვეს ცნობილმა სახეებმაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „ახალი მოძრაობის დროა". რაიონული ორგანიზაციის წევრების მნიშვნალოვანი ნაწილიც პოლიტიკურ მომავალს ნიკა მელიასთან ერთად ხედავს. როგორც ანალიტიკსოები აცხადებენ, ამ მოცემულობით, მელიას ფრთა ენმ-ს ამომრჩევლის დაახლოებით 30%-ს წაიყვანს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

ნაზი ბერიძე
11.12.2023

რა შეიცვლება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ და რა კონკრეტული სიკეთეები უნდა მოუტანოს ამან ქვეყანას და მის მოქალაქეებს - ექსპერტები პირველ რიგში ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებას აანონსებენ და ამახვილებენ ყურადღებას სტატუსის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიული მნიშვნელობაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×