ელზა პაპოშვილი
11.04.2024

„ნიკორას“ მოლარე მომხმარებლის დაგროვებულ ქულებს ხარჯავდა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეაღწია. ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. პოლიციამ დააკავა. 

„რეზონანსს“ წყარო უყვება იმ სქემის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს „ნიკორას“ თანამშრომლებმა თაღლითურად თანხის მითვისება. 

„დაკავებულმა ახალგაზრდებმა  შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ კი „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებული მოერე ახალგზარდა, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ ნიკორას მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ მეორეს ამ ინფორმაციას აწვდიდა. 

„კუთვნილ მობილურ ტელეფონში მეორემ  ნიკორას აპლიკაცია გადმოწერა, სადაც სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით არეგისტრირებდა მეორეს მიერ მიწოდებულ ამავე მაღაზიის მომხმარებლების პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს, რის შემდგომაც  მიდიოდა ნიკორა ტრეიდის მაღაზიებში და მოლარეების შეცდომაში შეყვანის გზით, ხარჯავდა მომხმარებელთა ბარათებზე დაგროვილ ქულებს. ქულების გახარჯვის შედეგად მიღებულ სარგებელს კი ინაწილებდნენ. ამ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნიკორა ტრეიდს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი,” - აცხადებს წყარო.   

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×