რეზონანსი
29.04.2024

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახლა არის ერთგვარი რეფერენდუმიც „ენჯეოებისა“ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიდი უპირატესობით დაამარცხებს და ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს. ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მეამაყება, რომ ვარ ქართველი. მეამაყება, რომ ვარ ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი. საქართველო აუცილებლად ივლის წინ, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ. და რაც მთავარია, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ჩვენი უმთავრესი ოცნების ახდენისკენ - საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისკენ.

წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×