რეზონანსი
29.04.2024

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

"ყველა წარსული პრობლემა შეტენა დასავლეთს, დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა. დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის უკრაინაში არ შეგეშალოთო. არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო. არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით. არა რა რუსეთი, რა შუაშია რუსეთი"- წერს ჯაფარიძე.

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 29 მაისს ოცნების კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდა.

კერძოდ, მან მმართელი გუნდის რიტორიკა გაიმეორა და კვლავ "გლობალური ომის პარტიაზე" ისაუბრა.

ამ კონტექსტში, ივანიშვილმა თქვა, რომ "გლობალური ომის პარტია NATO-ზეც და EU-ზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს".

ოლიგარქმა ასევე ისაუბრა რუსული კანონის ხელახლა ინიციირების მიზეზებზე.

ამ კონტექსტში ივანიშვილმა ამ საკითხების "საკანონმდებლო მოწესრიგების მნიშვნელობასა" და ოპოზიციის "დასუსტებაზე" ისაუბრა და ამტკიცა, რომ კანონის მისაღებად დრო "იდეალურად" შეარჩიეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×