თამთა ჩაჩანიძე 07.12.2023

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგმა საგანგებო განცხადებამ კვლავ ბევრი კითხვა დატოვა - მას სიტყვასიტყვით არ უთქვამს ტოვებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა გამოსვლის შინაარსით რჩება შთაბეჭდილება, რომ მიდის და სხვა პლატფორმიდან ბრძოლას მალე დაანონსებს. მელიამ ბრიფინგზე საკუთარ თავს დაუსვა კითხვა, მიდის თუ არა, საპასუხოდ კი გააჟღერა, რომ „წინ მიდის მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში".
|
გვანცა წულაია 07.12.2023

შარშანდელი რეკორდული წლის შემდეგ, ინვესტიციების მაჩვენებელი წელსაც მზარდია. საქართველოსადმი დაინტერესება დროის გასვლასთან ერთად მატულობს და ქვეყანაში ბიზნესის კეთების სურვილს სულ უფრო მეტი უცხოელი გამოთქვამს. საინტერესოა გარემოებები, რის გამოც საქართველოში ინვესტიციების ჩადების სურვილი იზრდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.12.2023

უკრაინას დასავლეთის დახმარება მნიშვნელოვნად შეუმცირდა, რაც ფრონტზეც პროპორციულად აისახა და უკვე „იარაღის შიმშილზე" დაიწყო საუბარი. ამჯერად კიევი 120 მილიარდამდე დოლარის და ევროს დაფინანსებას ელოდება ვაშინგტონიდან და ევროკავშირისგან, თუმცა დიდი წინაღობებია - ოთხშაბათს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების დიდმა, 61-მილიარდიანმა პაკეტმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა. ამასთან უნგრეთის პოზიცია არ იცვლება, მის დათანხმებაზეა დამოკიდებული ევროკავშირის 50-მილიარდევროიანი ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტიც.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.12.2023

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, უნგრეთს, რომელიც წინააღმდეგია, რომ უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს. იმართება მაღალი დონის შეხვედრები, საიდანაც მმართველმა გუნდმა მიიღო მყარი პირობა, რომ „უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული".
|
ნაზი ბერიძე 07.12.2023

კიევი კოლაბორაციონისტებზე ნადირობას აგრძელებს - ოთხშაბათს მოსკოვის სიახლოვეს, მოკლეს უმაღლესი რადას დეპუტატი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ პუტინის მხარეს გადავიდა და რუსეთში გაიქცა. მოსკოვი ამ თავდასხმას ტერორისტულ აქტად განიხილავს, თუმცა როგორც სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, მოღალატეები უნდა დაისაჯონ, სხვაგვარად ომში წარმატებას ვერ მიაღწევ.
|
გვანცა წულაია 07.12.2023

სამშენებლო სექტორში ხელფასების მატება ნაწილობრივ შეჩერდა. ითქვა, რომ, მიმდინარე ეტაპზე, ბიზნესში ანაზღაურება მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს ეზრდება, ხოლო ფიზიკურად მომუშავე მუშახელისთვის ხელფასების მომატება ერთ ადგილზე გაიყინა. მიუხედავად დეფიციტისა, არაკვალიფიციური კადრებისთვის ანაზღაურების ზრდა რთულია და ამ ნაწილში აქამდე გაზრდილი ხელფასი მათი მაქსიმუმია.
|
ელზა პაპოშვილი 07.12.2023

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიცია ახალ კონფიგურაციებზე იწყებს ფიქრს. 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებამ პოლიტიკურ დღის წესრიგში ალიანსების შექმნის თემა გაააქტიურა. მომდევნო არჩევნებზე ბლოკების შექმნა იკრძალება, ამიტომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბარიერის გადალახვის გზებს და პოტენციურ პოლიტიკურ პარტნიორებს ეძებს.
|
ელზა პაპოშვილი 07.12.2023

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებებისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული პირი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა
წელს პრილში ცნობილი გახდა, რომ 15 წლის გოგონა 50 წლის მამის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მამა მას აუპატიურებდა და თან ფიზიკურად უსწორდებოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.12.2023

„ნაცმოძრაობის" გაყოფა-დაშლის პროცესი კვლავ გრძელდება, ბათუმისა და ზუგდიდის მერე რიგში კასპია, რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და ასევე, საკრებულოს 6-მა დეპუტატმა პარტია დატოვეს. ანალიტიკოსთა პროგნოზით, ეს კამპანია გაგრძელდება და დიდი ალბათობით ყველა რეგიონს მოიცავს, რის შემდეგაც ნიკა მელია გამოაცხადებს თუ რა პლატფორმა იქმნება და მასში ვინ შევა. ენმ-დან წასული დეპუტატი რომან გოცირიძეც სავარაუდო დროდ თებერვალს ასახელებს.
|
ქეთო გოგოხია 06.12.2023

სუპერმარკეტების ბაზაზრე ოლიგოპოლია ყვავის. სამომხმარებლო ბაზრის 52%-ს სამი სუბიექტი აკონტროლებს. კვლევებით დასტურდება, რომ სუპერმარკეტების ბაზრის ნახევარზე მეტი „ნიკორას“, „ორ ნაბიჯსა“ და „კარფურს“ უჭირავს, რაც ისეთი პატარა ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი საფრთხის მატარებელია. აშკარაა, რომ ადგილი აქვს ოლიგოპოლიას, რომლის საქმიანობა უამრავი პატარა კომპანიის განვითარებას რისკს უქმნის. ამით არის განპირობებული, რომ ადგილობრივი მეწრამეებისთვის ქსელური მარკეტების დახლებზე წვდომა შეზღუდულია. მეწარმეები უკვე ვერანაირ ფასად ვერ ახერხებენ სუპერმარკეტებში პროდუქციის განთავსებას. ბაზარზე დიდი განუკითხაოიბა და ქაოსია.
|
გვანცა წულაია 06.12.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროის ტენდენცია გრძელდება და ნავთობის ისევ იაფდება. ორთვიან მონაკვეთში ღირებულება დაახლოებით 22%-ით არის შემცირებული. ეს მაშინ, როდესაც ოქტომბრის დასაწყისში ნავთობი თითქმის 100 დოლარი ღირდა. საინტერესოა, რა არის გაიაფების მიზეზი და როგორი ვითარება იქნება მომავალში.
|
ელზა პაპოშვილი 06.12.2023

პოლონეთში 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით სამი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, მამაკაცები 33, 37 და 38 წლისანი არიან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული გოგონაც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრში იპოვეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|