ელზა პაპოშვილი
15.04.2024

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იარაღით გამვლელებს ემუქრებოდა. იტალიური მედია წერს, რომ 34 წლის ქართველი კაცი, ქურდობისა და ყაჩაღობის ისტორიით, სესტო სან ჯოვანიში იარაღის უკანონო შენახვის, მოპარული ნივთების მიღებისა და საჯარო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ცნობილი ხდება, რომ დაკავებული სადგურში მგზავრებს იარაღით ემუქრებოდა. პოლიციის მისვლისას 34 წლის კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მან გაქცევა სცადა, შემდეგ კი კარაბინერს [იტალიურ პოლიციას] იარაღით დაემუქრა. პოლიციელმა მისი განიარაღება მოახერხა და ჩხრეკისას მეორე იარაღიც აღმოაჩინა. ორივე იარაღი 2015 წელს მილანში იყო მოპარული. დაკავებული ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი მონცას ციხეში გადაიყვანეს.     

„შეტყობინება მივიღეთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სადგურში გამვლელებს იარაღით ემუქრებოდა. ადგილზე მისული პოლიციის მიუხედავად გაფრთხილებისას, ის იარაღით დაემუქრა, თუმცა მისი განიარაღება შეძლეს. მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა. ჩხრეკისას მას ასევე მეორე იარაღიც უპოვეს და ორივე მათგანი მილანშია მოპარული. მამაკაცი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მისი გადამოწების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის და ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი. მამაკაცი დაკავებულია და ის ბრალის წარდგენის მოლოდინშია“,-ამბობს საქმის გამომძიებელი მედიასთან საუბრისას.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×