„ქვეყანაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება და ეს ოპოზიციის თამასას წევს. 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის არც თუ ისე გათვლილმა გამოსვლამ ცეცხლზე ნავთი დაასხა. მე რატომღაც მეგონა, რომ ის ქვეყანაში არსებულ პრობლემებს წამოაყენებდა," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: ჩვენ უნდა ველოდოთ მდგომარეობის უფრო გართულებებს, რადგან ვითარება არც ისე სახარბიელოა. აქ მთავარი აღარ არის, ეს კანონი რუსულია თუ არა, აქ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგია.
აღსანიშნავია ისიც, რომ 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის არც თუ ისე გათვლილმა გამოსვლამ ცეცხლზე ნავთი დაასხა. მე რატომღაც მეგონა, რომ ის ქვეყანაში არსებულ პრობლემებს წამოაყენებდა.
სიტუაციის განსამუხტად უმჯობესია გავლენების კანონპროექტის განხილვის გადადება, რადგან როგორც საზოგადოება, ასევე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები დამშვიდნენ. ამით შედეგი იქნება მიღწეული და ცოტა დამცხრალი იქნება სიტუაცია. ამით „ოცნებაც" დაიწერს ქულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ. ოპოზიცია კი, რომლის გვერდით ახლა ევროპა, აშშ და სხვა ძალებიც დგანან, უფრო გაძლიერდება და არ არის გამორიცხული, რომ არჩევნებში უპირეტასესობა მიიღოს.
„რეზონანსი": რა გავლენა ექნება ამას არჩევნებში და როგორ გადანაწილდება ხმები?
ი.კ: ეს არჩევნები იქნება ისეთი, რომლის მგავსი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. თუმცა შესაძლოა, აქ ბევრი საკითხი არჩევნებამდე დალაგდეს ან გადაწყდეს. ივნისის თვე საკმაოდ დაძაბული იქნება და ბევრი ცვლილებებიც მოხდება. რასაკვირველია, სექტემბერში გაცილებით რთულად წარიმართება პროცესები.
ზოგიერთებმა ისიც თქვეს, რომ „ოცნება" 70%-მდეც ავაო, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. მითუმეტეს თუ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პროცესებს გადავავალებთ თვალს. ამ პერიოდში მთლიანი ოპოზიციის რეიტინგმა უკვე აიწია და თუ ასე გაგრძელდება, ცხადია, ეს არჩევნებზეც აისახება.
ოპოზიციიდან პარტიების „ახალისა" და „ლელოს" პოზიციები ძლიერდება, ასევე სხვა ძალებისაც. მთლიანობაში ალბათ ჩვენ უნდა მივიღოთ მათი გაერთიანება. ადრეც ვთქვი, რომ აქ საუბარია თემატურ გაერთიანებაზე. „როცა ძაღლები ერთმანეთს რაღაცის გამო უღრენენ, როცა მგელს დაინახავენ, ერთად მიემართებიან, რადგან ის ერთობლივად დაამარცხონ".
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომ თავის პარტია შექმნას, სულ თავისუფლად გადალახავს 5%-იან ბარიერს, თუმცა ის ამას ცალკე არ გააკეთებს. ის ახლა დგას მთლიან ოპოზიციასთან და კიდევ დადგება. ამრიგად, არჩევნებისთვის ამ ვითარებამ სიტუაცია ძალიან გაამწვავა და ოპოზიციის თამასა აწია.